Home სხვადასხვა დაიჯესტი სოროსის ფონდი “თბილისი 24” -ს ომს უცხადებს

სოროსის ფონდი “თბილისი 24” -ს ომს უცხადებს

1343
სააგენტო “თბილისი 24” -ს განცხადებით, სოროსის მიერ დაფინანსებული მედიის განვითარების ფონდი (MDF) და მედია საშუალება “მითების დეტექტორი” უკვე წელიწადზე მეტია “თბილისი 24”-ს აქტიურად ებრძვის. მათი თქმით, ისინი არ პასუხობდნენ არასდროს მათ ბრალდებებს მაგრამ ამჯერად ახალი, უფრო მაშტაბური  კამპანია წამოიწყეს სააგენტოს ანულირებისთვის, რასაც უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ. სწორედ ამიტომ სააგენტომ თავის საიტზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც სააგენტოს წარმომადგენელი გოჩა ნაჭყებია საუბრობს სოროსის დაფინანსებული ფონდების მიერ განხორციელებულ მაქინაციურ ქმედებებზე. „საქართველო და მსოფლიო“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„სოროსის გრანტებით გაჟღენთილი, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და მედია საშუალება “მითების დეტექტორი”, აგერ უკვე წელიწადზე მეტია “თბილისი 24”-ს აქტიურად ებრძვის და ღია ომს უცხადებს.

არც ამჯერად ჩავთვლიდით პასუხის ღირსად, გამარგინალებული ე.წ. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ , რეალურად  მითებს, რომ არა ზღვარგადასული სიბინძურის კამპანია, რაშიც ამეჯრად მათ უკვე, პარტია “ცენტრისტები” და სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩართეს.

ვებგვერდ “ევროკუმუნიკატორის” შექმნა , როგორც თავად დამფუძნებლები  აცხადებენ, შესაძლებელი გამხდარა “ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მათი მიზანი თურმე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ყოფილა.

არც დიდად გასაკვრია, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ცოტათი მაინც მათგან, მათი იდეოლოგიისგან  განსხვავდებიან, ავრცელებენ მათთვის არასასურველ, მიუღებელ ინფორმაციას, მათი თავდასხმის ობიექტი ხდება.

სამწუხაროა, რომ სიცრუის და სიბინძურის ბუდე „ევროკომუნიკატორი“, ე.წ. მითების დეტექტორი, სახელწოდებას მთლიანად ვერ ამართლებს, მას ალბათ უფრო “სიბინძურის შემთხზველი” ნაცმოძრაობის კანტორა” უნდა ერქვას, რომლის მიზანი განსხვავებული აზრის , განსხვავებული ხედვის დისკრედიტაციაა.

“მედია განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, სააკაშვილის პროპაგანდის გ ე ბ ე ლ  ს ი- თამარ კინწურაშვილია, რომელიც თავის დროზე სააკაშვილისვე წყალობით “თავისუფლების ინსტიტუტის” კომუნიკაციებისა და მედიაპროგრამების დირექტორობიდან (2005 წლიდან -2008 წლის თებერვლამდე ) საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორამდე დაწინაურდა.

გამგეობის წევრები არიან , ისეთი “მამალი ნაცები” როგორებიცაა: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრიდან და სხვები..

წელს, ამ ფონდს ახალი ანგარიში, სახელწოდებით “მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016” გამოუქვეყნებია.

ანგარიშის თანახმად, თურმე საბიუჯეტო ორგანიზაციები, მათდა დაუკითხავად, აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც “სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ”.

კონტრაქტორთა შორის ღიად პრორუსული (მათივე მტკიცებით) გამოცემა “თბილისი 24” აღმოჩნდა, რომელიც არ არსებულ პრორუსულ პარტია “ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაცია ყოფილა.

ისინი წუხან, რომ აღნიშნულ გამოცემაში საინფორმაციო კამპანიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახორციელებს. არა მხოლოდ, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მედია ციციკორე “მითების დეტექტორი” “თბილისი 24”-ს სარედაქციო პოლიტიკას უწუნებს და ბრალს გვდებს ე.წ. პრორუსულ პარტია “ცენტრისტებთან” თანამშრომლობაშიც.

როგორც ისინი აცხადებენ, გოჩა ნაჭყებია, ანუ მე, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორი ვარ , პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირი გახლავარ.

განვმარტავთ, რომ ჩვენთვის “მედია განვითარების ფონდი”-ის კვლევა არანაირ ღირებულებას არ წამოადგენს. მოყვანილი ფაქტები მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა.

სააგენტო “თბილისი 24”-ს არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკური ძალასთან და მეტადრე პარტია “ცენტრისტებთან”.

სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და მზად არის  ასევე ,სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთანაც გააფორმოს მსგავსი ხელშეკურულება, რაშიც “ბრალს გვდებს ” პატივცემული საზოგადოება.

“თბილისი24”:  გოჩა ნაჭყებია “. – ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here