Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი – ბევრი მაგალითია, როდესაც ამერიკელები მოქმედებდნენ მხოლოდ პრაგმატულობით, ეგოისტურად

სერგეი ლავროვი – ბევრი მაგალითია, როდესაც ამერიკელები მოქმედებდნენ მხოლოდ პრაგმატულობით, ეგოისტურად

49

თავისი გამორჩენისთვის, ამერიკას შეუძლია მათ უღალატოს, ვისთანაც მეგობრობს და თანამშრომლობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის „პირველ არხს“ განუცხადა.

„საერთაშორისო არენაზე, ვაშინგტონი თავის ქმედებებში, პრაგმატულია და გარკვეულწილად, უტილიტარულიც. როდესაც ამერიკას რაღაც მოეჩვენება ისეთი, რაც მის ინტერესებს ესადაგება, შეუძლია მათ უღალატოს, ვისთანაც მეგობრობს, თანამშრომლობს და ვინც უზრუნველყოფდა მის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ამასთან დაკავშირებით გაიხსენა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი.

„ვაშინგტონს თითი არ გაუნძრევია, როდესაც ის დააპატიმრეს. თუმცა კი, ის არსად გარბოდა, ეგვიპტეში რჩებოდა მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა. ის დიდი ხნის განმავლობაში დაჰყავდათ სასამართლოში. შეხედეთ, რა მოხდა ავღანეთში. ბევრი მაგალითია, როდესაც ამერიკელები მოქმედებდნენ მხოლოდ თავისი პრაგმატულობით, ხალხურად რომ ვთქვათ, ეგოისტურად“, – განაცხადა ლავროვმა.

interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here