Home ახალი ამბები მსოფლიო სანდუმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის დასაწყებად

სანდუმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის დასაწყებად

66

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ რესპუბლიკამ უნდა მოაგვაროს თანამშრომლობის საკითხები რუსეთთან.

“შესაძლოა, პრეზიდენტების დონეზეც, თუმცა ეს გამოჩნდება მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, რადგან ამ მოლაპარაკებებს ამზადებს ჩვენი საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ”, _ განაცხადა სანდუმ ტელეარხ Jurnal TV-ის ეთერში.

მოლდოვის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთში მოლდოვის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებაზე, რუსეთის ფედერაციაში მოლდოველი შრომითი მიგრანტებისა და რუსეთის ბუნებრივი აირის მოლდოვაში მიღებაზე. სანდუმ ცალკე გამოყო “დნესტრისპირეთის საკითხი”, რომელიც, მისი თქმით, გულდასმით განხილვას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ სანდუმ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ბათუმში ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ “რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს რეგიონისთვის და მთლიანად ევროპისთვის”.

news-front.infoზე გამოთქმული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here