Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე სალვადორ დალის 20 ყველაზე ცნობილი ნამუშევარი +18

სალვადორ დალის 20 ყველაზე ცნობილი ნამუშევარი +18

ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი: სალვადორ დალი

“ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით”.

ცნობილი ესპანელი გენიალური მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსის და სკულპტორის – სალვადორ დალის (სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი) შემოქმედება 60-ოდე ნამუშევარს ითვლის.


მხატვრობაში იგი სიურრეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო  წარმომადგენელია. დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობდა. მან პოპულარობა და აღიარება 1929 წლიდან მოიპოვა.

“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ, სალვადორ დალის 20 ყველაზე ცნობილ ნამუშევარს:

  1. რბილი საათები“(„მეხსირების მდგრადობა “ – „The Persistence of Memory“)

ნახატი ითვლება  სალვადორ დალის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად. ნამუშევარი პირველად გამოჩნდა 1932 წელს ნიუ-ორკის ჯულიან ლევის გალერეაში და შემდეგ მოპოვებული პოპულარობის გამო იგი 1934 წლიდან ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციას განეკუთვნება.

ნახატზე წარმოდგენილი სიუჟეტის გამო იგი საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც „რბილი საათები“, ასახავს დალის “სირბილის” და “სიმტკიცის” კონტრასტულ თეორიას , რომელიც წარმოადგენდა მის სიურეალისტურ ხედვას, აზროვნებას მხატვრობაში, რაც მისი ნიშა ხოლო მისი ნამუშევრები ყველასგან გამორჩეული გახადა.

როგორც ჟოზეფინა დავნ ადესი (ცნობილი ბრიტანელი ხელოვოვნების ექსპერტი) წერდა: “რბილი საათები სივრცისა და დროის ფარდობითობის უგონო სიმბოლოა, ეს არის კოსმოსური წესრიგის სიურრეალისტური მედიტაცია ჩვენი ცნებების დაშლის შესახებ”. ეს ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ დალი აერთიანებს ალბერტ აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორიას მსოფლიოს გაგებაში.

  1. გოგონა ფანჯარასთან“ („Girl at the Window“)

1925 წლით თარიღდება დალის ეს შესანიშნავი ნამუშევარი, რომელიც გამოფენილია დედოფალ სოფიას ხელოვნების მუზეუმში, მადრიდში. ნახატი ითვლება დალის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად, რომელიც მან მისი სამეფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის ყოფნის დროს შექმნა, საიდანაც იგი მოგვიანებით გარიცხეს კიდევაც.

3. „ჯვარცმა (ჰიპერკუბური სხეული)“ („Crucifixion (Corpus Hypercubus)“)

 

მხატვრის ამ ნამუშევარში იგრძნობა ავტორის ინდივიდუალიზმი, მისი „ხედვა“ აქაც განსხვავებულია. თითქოს დალი ცდილობს მოვლენის განსხვავებულ ჭრილში წარდგენას. ეს არის რეალიზმისა და სიურეალიზმის მიქსი, გეომეტრიული ფიგურების შერწყმა ქრისტეს ჯვარცმის სიუჟეტთან, ეს მხატვრის მხრიდან თამამი და საინტერესო ნაბიჯი იყო. ამ ნაშრომში დალი აგრძელებს ტრადიციას კლასიკური დასავლეთ ფერწერის შესახებ, ანუ ნახატები  ასახავდნენ ისტორიებს კონკრეტული პირების შესახებ. აქ ჯვარცმული ქრისტე გამოიყურება მის მუზად. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ნახატი ქრისტეს გამოსახულებით, მას საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტი აქვს.  ნამუშევარი მხატვარმა 1954 წელს დაასრულა.

4. „ხორცი ქვებზე“ („Плоть на камнях“)

დალი ყოველთვის ოცნებობდა მოენახულებინა პარიზი, ლუვრის მუზეუმი. 1926 წელს მას ეს ოცნება აუხდა. მხატვარი დიდ დროს ატარებდა მუზეუმში და ტკბებოდა მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრებით. სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში გაიცნო მან თავისი გმირი – პიკასო. ამ შეხვედრის შთაგონებით მან 1926 წელს შექმნა თავისი ნამუშევარი „ხორცი ქვებზე“. ნამუშევარში იგრძნობა პიკასოს ხედვის თავისებურება და პარალელის გავლება შეგვიზლია მის სტილთან. უფრო მეტიც, ურიგო არ იქნება თუ დალის ამ ნამუშევარს შევადარებთ პიკასოს ნამუშევართან „სანაპიროსკენ მორბენალი ორი ქალბატონი“ (1922წ.)

5. „ვილჰელმ ტელის იდუმალება“ (“The Mystery of William Tell”)

ექსპერტების აზრით, 1933 წელს შესრულებული ამ ნამუშევრით ასე ვთქვათ ასრულებს დალი სიურეალიზმთან კავშირს. ნამუშევარი ინახება სტოკლჰომის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დალის შემოქმედებაში ტელი სიმბოლიზირებულია მის მამასთან.

ნახატზე ვხედავთ, რომ ლენინს თავის მკლავებში მოქცეული ყავს ბავშვები. რატომ გადაწყვიტა მხატვარმა ლენინი მოექცია ნამუშევრის ეპიცენტრში გაუგებარია. თუმცა ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ ზოგადად სიურეალისტები იყვნენ კომუნისტური იდეის მომხრეები, შესაბამისად ვლადიმერ ლენინის და გამომდინარე აქედან მას დიდ პატივსაც სცემდნენ. მაგრამ ამ ნაბიჯით დალი შეეცადა მათ პროვოცირებას, განრისხებას. რადგან ნახატზე წარმოდგენილი სიუჟეტი ორაზროვანია და  საკმაოდ არასასიამოვნო, უხერხულ ასოციაციებს იწვევს. მის გულმკერდში გამავალი ქანი ასკარად მის სიკვდილზე მიგვანისნებს ანუ კომუნიზმის დამარცხებას. რა თქმა უნდა ამ ნამუშევარს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ხელოვნებათმცოდნეებში, როგორც მოსალოდნელი იყო ნახატმა სიურეალისტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს იყო უკანასკნელი წვეთი, დალი ისედაც აღიზიანებდა მათ საკუთარი გატაცებით ჰიტლერის პიროვნებით (იგი ფაშიზმის იდეას კატეგორიულად ემიჯნებოდა, მაგრამ იგი ჰიტლერის პიროვნების დიდი მოტრფიალე იყო). კომუნისტები შეეცადნენ ტილოს განადგურებას მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ.

მან მის მოწინააღმდეგეებს განუცხადა:

“ეს მე ვარ – სიურეალიზმი! მე ერთადერთი ვარ, რომელსაც ძალმიძს მისი პროგრესირება“. მეტიც იგი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ხელოვნების გადარჩენა ამ მიმართულებით.

  1. არქიტქტონიკული „ანგელოზი“ ფეტვში“ („Архитектонический «Анжелюс» Милле“)

1933 წელს დაასრულა დალიმ მუშაობა ნამუშევარზე „არქიტქტონიკული „ანგელოზი“ ფეტვში“, რომელიც ნიუ-ორკის პერლის გალერიაშია წარმოდგენილი. ეს არის თავისუფალი ინტერპრეტაცია  ფრანგი მხატვარის ჟან-ფრანსუა მილის ნამუშევრებისა „აჟელუსის“ („ანგელოზის“) შესახებ.

ტილო ყოველთვის იზიდავდა დამთვალიერებლის ყურადღებას. რელიგიური მოტივი («Angelas Domini» – «უფლის ანგელოზი”) დალიმ ჩაანაცვლა შეიცვალა ეროტიზმით და ეს გარდატეხა ნამდვილად თვალში საცემია დამთვალიერებლისთვის.

  1. წმინდა ანტონის ცდუნება“ („Искушение святого Антония“)

წმინდა ანტონის ცდუნების თემა ხელოვნებაში სხვადასხვა დროს ხშირად მეორდება. პირველად ამ თემაზე ნამუშევრები იტალიაში შეიქმნა ფრესკების სახით. შემდგომ შუა საუკუნების ევროპაში კიდევ მრავალი სურათი დაიხატა ამ თემაზე. დაახლოებით 1500 წელს ჰიერონიმუს ბოსხმა დახატა ტრიპტიქი წმინდა ანტონის ცდუნება.

როგორც ცნობილია, წმ. ანტონი იყო ქრისტიანი ასკეტი, განდეგილი, რომელიც ცხოვრობდა უდაბნოში. სატანამ მას უამრავი განსაცდელი მოუვლინა ცხოვრების მაძილზე, მათ შორის შიშველი ქალიშვილი (ნახატში ქალიშვილი მოქცეულია სპილოს თავზე), თუმცა ეშმაკის ყოველი მცდელობა კრახით სრულდება. ამ ნახატს განსაკუთრებულს სიუჯეტის განსხვავებული მოცემულობა ხდის, (გრძელ ფეხებზე შემდგარი ცხოველები, რომლებზეც მოქცეულია ეს საცდუნებლები). რაც უფრო მაღლიდან ეცემი მით უფრო მწარეა დაცემა, სწორედ ამის ჩვენება უნდოდა მხატვარს ნამუშევარში. მან ნამუშევანზე 1946 წელს იმუშავა.

  1.  „ატომური ლედა“ („Leda Atomica“)

1945 წლის ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ დალი დაინტერესდა ატომის  ნაწილაკების ფიზიკური ბუნებით. ამ ფაქტმა განსაკუთრებით შეძრა დალი. მან შესძლო დაენახა საკუთარ გრძნობებსა  და ატომურ სტრუქტურას შორის მსგავსება, რამაც გააოცა იგი. სწორედ ამ მოვლენამ შთააგონა ის ემუშავა ამ კომპოზიციაზე.  მან ნამუშევარი დაასრულა 1949 წელს, ნახატზე წარმოდგენილია „ლედა“ (სპარტას მითოლოგიური დედოფალი) გედთან ერთად. მისი სილამაზით მონუსხული ზევსი, გამოეცხადა ლედას გედის სახით მდინარესთან და  მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ამის შემდგომ ლედამ გააჩინა ტყუპი გმირები – კასტორი, პოლუქსი და ქალიშვილი ელენა.

  1. ნავსადგურ ლიგათის მადონა“ („The Madonna of Port Lligat“)

ნამუშევარი მხატვარმა 1949 წელს დაასრულა, იგივე სახელწოდებით გამოამზეურა მან 1950 წელს კიდევ ერთი ნამუშევარი. დალი 1948 წელს დაბრუნდა ესპანეთში, ეს ის პერიოდია როცა მას უკვე მოპოვებული ჰქონდა საერთაშორისო აღიარება. სწორედ ლიგათის („დაბმულ“) პორტში დაიწყო მან მუშაობა მადონას იმიჯზე. პირველ ნამუშევარში იგრძნობა მხატვრის მშვიდი განწყობა, მაგრამ მეტად სანახაობრივია ნამუშევრის  საბოლოო ვერსია. მადონა აკურთხა პაპმა პიუს XII (1949 წელს). ამ დროს, მხატვარმა შექმნა საკულტო ნამუშევარი გალაზე („ატომური ლედა“).  ამ ნამუშევრაში იგრძნობა  რენესანსის ხელოვნების გავლენა. მხატვარი გახდა მორწმუნე, რაც მის ნამუშევრებსაც დაეტყო.

10.“ საიდუმლო სერობის საიდუმლოება“ („The Sacrament of the Last Supper“)

9 თვიანი მუშაობის შემდგომ სალვადორ დალიმ 1955 წელს  დაასრულა ნახატი „საიდუმლო სერობის საიდუმლოება“, ეს მისი ერთ-ერთი ცნობილი ტილოა. ნამუშევარის აშკარა მსგავსება  შეიმჩნევა ლეონარდოს ტილოსთან (ჟესტიკულაცია, მაგიდაზე წევრების რიგობითობა).

ავტორს შეგნებულად გადმოჰყავს მოქმედება თანამედროვე სივრცეში (ქვის მაგიდა, მინის გუმბათი, ლანდშაფტი: ზღვა, კლდოვანი კუნძული,  ცა). მხოლოდ ცენტრალური ფიგურა – ქრისტე გამოიყურება ცოცხალად, დანარჩენთა სახეები არ ჩანს.

  1. ქალი ვარდის თავით“ („Женщина с головой из роз“)

დალიმ ამ ნამუშევარზე იმუშავა 1935 წელს. ნახატი სავსეა სიმბოლოებით, მათში იგრძნობა მხატვრის იმედები და შიშები. სიუჟეტი ვითარდება ორი „ქალის“ გარშემო. თვალშისაცემია მათი გარეგნული მხარე, აქცენტი კაბებზეა გაკეთებული. ქალი ვარდის თავით დომინირებს ნახატში და თითქოს ბადებს შთაბეჭდილებას, რომ იგი ფორმაციას განიცდის და „მოქმედ“ პროცესში იმყოფება, მოვლენები მის გარშემო ვითარდება.  ფონსაც საინტერესო განზომილებაში გადაყავს სიუჟეტი. შორს მდგომი მამაკაცის სილუეტი, რომელის მზერაც თითქოს მიმართულია ძაღლის  ფიგურისკენ, რომელზეც მოქცეულია ქანები.

აქ მხატვარი ორ უკიდურესობისთვის ცდილობს ხაზის გასმას: 1. ძაღლი, როგორც ერთგულების სიმბოლო და 2. ქალი, როგორც ცოდვის, ცდუნების სიმბოლო. მამაკაცი ამ შემთხვევაში მოქცეულია მათ შორის და აშკარად ვხედავთ, ქალების მონდომების მიუხედავად მას ერთგულება უფრო იზიდავს. ძაღლის თავზე მოქცეული ქანები (სიმწვანე) ასოცირდება – ბუნებრივობასთან. ქალის თავზე მოქცეული სიმბოლიკა – ვარდი კი ასოცირდება სილამაზესთან, რითაც ინუსხება მამაკაცი, თუმცა მისი სილამაზე წარმავალია, მით უფრო რომ ქვევითა მოცემულობა ხელოვნურ, ფასადურ, კოსმეტიკურ ჩარევას ასახავს, რაც არ არის რეალური. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ამომავალი მზე თითქოს ანადგურებს ამ ილუზიას. ქალი თითქოს იბრუნებს თავის  მიწიერ თვისებებს, შიში ქრება, მზად არის დაბრუნდეს ნებისმიერ მომენტში. ხაზი ესმევა შიშს, სიფრთხილეს ქალებთან ურთიერთობაში. ეს არის მხატვრის ფანტაზიის ერთგვარი ექსპერიმენტი.

  1. თავბრუსხვევა“ („Головокружение“)

ნამუშევარზე წარმოდგენილია პიკანტური სცენა, რომელიც ხდება კოშკის თავზე. ნახატზე ვხედავთ წყვილს, რომელიც ერთმანეთს ესიყვარულება, წაგრძელებულ ჩრდილს, ლომს – როგორც სიმბოლოს ყველა მოზღვავებული ვნების, ლურჯ ბურთს – ფერადი შუქით, რაც ასოცირდება  გრძნობებთან, გულწრფელობასთან და ნდობასთან. აგრეთვე ჩანს დიდი ჩრდილი, გაურკვეველი სილუეტისა (ან სილუეტების შერწყმისა), რომელიც ატმოსფეროს მეტად დამაინტრიგებელსა და საინტერესოს ხდის.

უსიცოცხლო ლანდშაფტთან აღმართული კოშკი არის მშვიდი და უსახური. სიუჟეტი ვითარდება კოშკის თავზე, ანუ ადგილას, რომელიც მოცილებულია, განრიდებულია ცნობისმოყვარე ადამიანთა თვალსაწიერს  – ერთგვარი სიმბოლიკა შეიძლება იყოს საჯარო წესიერების, პრინციპების, კანონების, რომლებიც კაცობრიობის არსებობის მანძილზე აყალიბებენ ქცევის წესებს და მათ თავსებადობას საზოგადოებასთან. ხოლო ის, რაც სცილდება  ამ პრინციპებს მიჩნეულია დარღვევად. ნამუშევარზე დალიმ 1930 წელს იმუშავა .

  1. გედები სპილოების ანარეკლში“ („Лебеди, отраженные в слонах“)

ნებისმიერი გამოხატულება – ეს არის მოცემულობის ერთგავრი ანტიპოდი. ნამუშევარი გვაფიქრებს იმაზე, რომ ყველაფერი რასაც ვუყურებთ და ცხოვრება გვთავაზობს უნდა არ უნდა მივიღოთ, როგორც ხილული მოცემულობა. სარკის ანარეკლში ზუსტად იმავეს ვხედავთ, რასაც მის საპირისპირო მხარეს, მაგრამ მნ არ უნდა მოგვატყუოს, არ უნდა მივიღოთ მოცემულობა პირველადი შეფუთვით.  აღქმა და მიღება არ უნდა მიდიოდეს პარალელურად. ნამუშევარში ჩანს დიდი იდეა ბალანსის ბუნების, გარდატეხილი ფანტაზიების და ჰალუცინაციების შესახებ. მსგავსება გედებსა და სპილოებს შორის ისევე წარმოუდგნელია როგორც მსგავსება ცეცხლსა და წყალს შორის.

მხატვრის იდეა აღაფრთოვანებს მაყურებელს, რომელიც აღმოაჩენს საკუთარ თავის ამ ნახატში, თავისი ყველაზე აუხსნელი შიშებით, სიზმრებით, ოცნებებით და კომპლექსებით.    ნამუშევარზე ჩვენ ვხედავთ კუნძულს, ზღვაზე ნავს, მარცხნივ ზურგით მდგომ, თავდახრილ განდგომილ მამაკაცს, გედებთან გამხმარ, უსიცოცხლო ხეებს, რუხ ფერებში გადაწყვეტილ ბუნებას, ლავას. უსიცოცხლო რეალობის, ბუნების ორმაგი სახე, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინდენტობების კონტრასტის არსებობა  ერთ ბუნებაში შემაშფოთებელ ცოცხალ რეალობს ქმნის. რადგან ნახატზე არ ჩანს არც კოშკები არც შენობები ეს მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს ადამიანში ხელოვნურად შემოტანილი თვისება არ არის, ანუ ეს მისი ნატურაა – ქონდეს მას ორი სახე. ნახატზე დალიმ 1937 წელს იმუშავა.

  1. გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას“ („Геополитический младенец“)

პასუხი მდგომარეობს სურათის შექმნის თარიღში (1943 წელი), როდესაც მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ერთის მხრივ, დედამიწის სფეროდან, „გამოჩეკილი“ ახალშობილი სისხლის ნაკადში იბადება, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ვხედავთ თუ როგორ უჭირს მას მოვლინება, ამავდროულად მხატვარი უკვე ხედავს შედეგებს, მიმდინარეობს დაბადებულის ჩაბმა ახალ საზოგადოებაში და მისი პროდუქტიულობა პირდაპირ მიმართულია ევროპისკენ. იგი იდეაში ახალშობილია, მაგრამ ზრდასრული ჭაბუკის სხეულით იბადება.. ანუ მას ფაქტობრივად არ აქვს ბავშვობა, დაბადებისთანავე რეალობის მსხვერპლი ხდება. ვხედავთ დედის საჩვენებელი თითის ტრაექტორიას. ისინი არიან მომაკვდავი ეპოქის პირმშოები, ახალშობილს დაბადებიდანვე ახალი საზოგადოების ეშინია, იგი მალავს ფეხებს. იბადებიან, რათა განადგურდნენ. დედამიწის (კვერცხის) თავზე მოქცეული შავი “ღრუბელიც” უბედურების სიმბოლოა.  ადამიანი ნახატიდან ჩანს, რომ მხოლოდ ფიზიკური მატერიალია, ეს ის პერიოდია, როცა ძალა რომელიც პროდუქტიული არ იყო ის ზედმეტ ტვირთად მიიჩნეოდა.

  1. პური კალათში“ („Корзинка с хлебом“)

ეს გახლავთ მხატვრის  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე იდუმალებით მოცული ნამუშევარი, რომელიც მან 1945 წელს შექმნა.  ცნობილია, რომ დალი ხშირად ხატავდა პურს, მისი დამოკიდებულება ობიექტთან  განსაკუთრებულიიყო. თითქოს ომის დასასრული ტანჯვის დასასრული იყო.

შავ ფონზე გამოსახული კალათი, რომელზეც მოტეხილი პურია წარმოდგენილი ასოცირდება ომის შემდგომ პერიოდთან, როდესაც მოსახლეობას უწევს ბრძოლა ახლა უკვე ფიზიკურ გადარჩენასთან. ვინაიდან ნახატი სიუჯეტური მოცემულობის სიღარიბეს განიცდის მასში ბევრი რამის დანახვა და წაკითხვა შეგვიძლია. შიმშილობა, რომელიც ამ ეპოქის, ამ პერიოდის მსოფლიოსათვის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა იყო. შესაძლოა ოსტატმა აქ კონკრეტული ისტორიული მოვლენა იგულისხმა, მაგალითად უკრაინის „გოლოდომორი“ ან რაიმე სხვა მოვლენა დაკავშირებული შიმშილთან. თავად შავი ფონი კი საშუალებას აძლევს შემფასებელს ყურადღების ფოკუსირება მოახდინოს მთავარ საკითხზე.

  1. ცეცხლწაკიდებული ჟირაფი“ („The Burning Giraffe“)

დალის მიერ შესრულებული ხელოვნების ეს ნიმუში 1937 წლით თარიღდება, ანუ მან ნახატი შექმნა აშშ-ში გამგზავრებამდე (იგი აშშ-ში იმყოფებოდა 1940-48 წლებში). დალი საკუთარ თავს აპოლიტიკურ ადამიანად მიიჩნევდა და ამბობდა: „ მე ვარ დალი, და მხოლოდ დალი!“. მისი ნახატი გვიჩვენებს მის პერსონალურ დამოკიდებულებას მის სამშობლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნახატში თითქოს მოჩვენებები დაეშვნენ დედამიწაზე.  გამოსახული ობიექტები ცოცხალ-მკვდარ არსებებს მოგვაგონებენ. ქალის „ფიტული“ რომელის ხელები, პირსახე და ყელი სისხლშია ამოსვრილი ბრძოლისგან და ძალადობისგან – ზომბებს მოგვაგონებენ. ვხედავთ უჯრებს, რომელებიც ღია მდგომარეობაში არიან გამოსახულნი ქალების სხეულზე. ასევე ყურადღებას იქცევს საყრდნები, რომლებიც იმის გარანტიას ქმნიან რომ არ წაიქცნენ ქალბატონები. ამ ქაოტურ ატმოსფეროში ვხედავთ ასევე ჟირაფს, რომელიც იწვის. სიუჟეტი კარგს არაფერს გვიამბობს, მხოლოდ სიკვდილს ვხედავთ და ტანჯვას. ძალა (იგულისხმება ფაშიზმი), რომელიც ყოველ სულიერს ანადგურებს და მწვალებლური სიკვდილით ნელ-ნელა კლავს. ეს სიკვდილი აუცილებლად, საზარელი, ხანგრძლივი და მომაკვდინებელია ყველასთვის. იგი არ განარჩევს მსხვერპლს არანაირი ნიშნით, იგი ყველას და ყველაფერს ანადგურებს გარშემო,  ცარიელი უჯრებიც ამის ნიშანია. ასევე ვხედავთ ადამიანს ჟირაფთან ახლოს, რომელიც მიუსაფრად და დაუცველად გამოიყურება. თუ რას უქადის მას მომავალი ნახატიდანაც კარგად ვხვდებით.

  1. „სპილოები“ („The Elephants“)

1948 წელს შესრულებული დალის ეს ნამუშევარი პირველი ნამუშევარი არ არის მხატვრის შემოქმედებაში, სადაც სპილოების თემატიკაა წამოწეული წინა პლანზე. სპილოები მხატვრის ნამუშევრებში გაჩნდნენ ჯერ კიდევ 1944 წელს. მისი სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით (სადაც სპილოებია)  სპილოებს ნახატში ეპიცენტრული ყურადღება ეთმობათ. თითქოს სიუჟეტი ვითარდება სხვა პლანეტაზე, სპილოებს უსაშველოდ გრძელი ფეხები აქვთ. არსებობს უამრავი ეთნიკური კულტურა, სადაც სპილოები წმინდა და ძლევამოსილ ცხოველებად არიან მიჩნეულნი.  თითქოს ისინი მყარად დგანან ფეხებზე და წარმოადგენენ ბალანსის ერთგვარ სიმბოლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დალიმ სპილოები გრძელი ფეხებით დახატა, რაც ამ თეორიას ასუსტებს. ასეთ სიმაღლეზე შეყენებულ დიდ მასას განსაკუთრებით უჭირს წონასწორობის შენმარჩუნება, მით უფრო რომ სპილოების თავზე მოქცეული ქვის ლოდები კიდე უფრო მეტად უძნელებენ მათ ამ ამოცანას. ეს სიუჟეტი (სპილოები, რომლების თავზეც ლოდებია მოქცეული) მოგვაგონებს ჯოვანი ლორენცო ბერნინის სკულპრურულ ნამუშევარს რომში. ნახატში მთავარი თემატიკა სწორედ წონისა და სივრცის თავსებადობაა, რომელიც განსაზღვრავს სიუჟეტის შემდგომ განვითარებას.

  1. 18. „კანიბალიზმი შემოდგომაზე“ („Осенний каннибализм“)

დალის მიერ 1936 წელს შესრულებული ეს ნამუშევარი კარგად ასახავს ავტორის განცდებს სამშობლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ნახატზე დალიმ იმუშავა მაშინ, როდესაც ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. შიდა დაპირისპირებამ და ომმა, რომელმაც ქვეყანა დააუძლურა.  ნახატის ყვითელი და ყავისფერი ტონალობა ქმნის  შემოდგომის ატმოსფეროს, ნამუშევარი დატვირთულია სიმბოლოებით. ასევე ნახატზე წარმოდგენილია ყველაფერთან ერთად პანდორას ყუთიყ ოველგვარი უბედურების სიმბოლო და ცის თაღზე გადმოკიდებული ვაშლი, რომელიც ცოდვის სიმბოლოა.

  1. „დიდებული მასტურბატორი“ („Великий мастурбатор“)

დალის  1929 წელს შესრულებული ეს ნამუსევარი ხელოვნებათმცოდნეებში დიდი განხილვის, ხოლო დამთვალიერებლის დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  ნახატის ცენტრში მოქცეულია პირსახით ძირს მოქცეული ადამიანი, რომლიც სახე დეფორმირებულია. თავის ქვედა ნაწილიდან ამოდის ქალის სილუეტი, რომელშიც იგულისხმება დალის მეუღლე გალა, რომელიც მხატვრის მთავარ მუზას წარმოადგენდა. ქალის პირი ძალიან ახლოს იმყოფება მამაკაცის სასქესო ორგანოსთან (მინიშნება – ორალურ სექსზე). ადსამიანის ცხვირის ქვემოთ ზის კალია, რომელიც გამოხატავს გარცვეულწილად მტახვრის შიშს. მის ქვეშ კი დგას წყვილი, რომელიც ერთმანეთს ეამბორება. ოდნავ მოშორებით კი მარტოდ მდგომი მამაკაცი. ასევე მამაკაცის პირსა და ქალს შორის მოქცეულია ლომის თავი, რომელსაც გამოყოფილი აქვს ენა. მხატვრის მიერ შერჩეული ეს პიკანტური სიუჟეტი ნათლად ასახავს ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სხვადასხვა გზებს, შედეგებს, ემოციებს და შიშებს. ექსპერტების აზრით, ეს ნატახი წარმოადგენს მხატვრის პირადული შეხედულებებს ამ საკითხზე, მის დამოკიდებულებას სექსთან. მის ბავშობაში დალის მამამ პიანინოზე დატოვა წიგნი სადაც გამოსახული იყო მამაკაცის სასქესო ორგანოები, ეს იყო სამედიცინო წიგნი. შეიძლებმა ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია პატარა დალის ხედვაზე.

  1. „ომის სახე“ („Лицо войны“)

ნამუშევარი 1940 წლით თარიღდება, როდესაც დალი იმყოფებოდა აშშ-ში (სადაც მან 8 წელი დაჰყო). მას შემდეგ, რაც დალიმ დაკარგა ყოველგვარი იმედი ეცხოვრა ევროპაში უშფოთველი ცხოვრებით, დალი თავისი საყვარელი პარიზიდან გაემგზავრა აშშ-ში საცხოვრებლად. ფერწერაზე იგი მუშაობდა აშშ-ში მიმავალ გზაზე, რომელიც ხანგრზლივი აღმოჩნდა. ამ ნახატში ნათლად წარმოადგინა დალიმ ის მანკიერი მხარეები, რაც ომს მოაქვს. ქაოსი, სიკვდილი და ბოროტება ეს იყო მხატვრის მთავარი თემა, რომლის გარშემოც ტრიალებდა დალის აზროვნება იმ პერიოდში. ნახატში იგრძლობა დიდი ტკივილი, ტანჯვა, შიში, უიმედობა. ნახატის დედააზრის გაგება დანარჩენი მისი ნამუშევრებისგან განსხვავებით გაცილებით მარტივია.

 

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here