Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა სირიის შემდეგ ბალკანეთში კონფლიქტების მოგვარებას მიჰყო ხელი

რუსეთმა სირიის შემდეგ ბალკანეთში კონფლიქტების მოგვარებას მიჰყო ხელი

755
რუსეთმა სირიის შემდეგ ბალკანეთში კონფლიქტების მოგვარებას მიჰყო ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი მიიღო. მოლაპარაკებების თემა იყო არა მხოლოდ კულტურული და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის, არამედ კოსოვოს პრობლემაც.

“რუსეთი, ისევე, როგორც სერბეთი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ რეგიონში. ჩვენ ვმართავთ საქმიან დიალოგს ბალკანეთის ყველა სახელმწიფოსთან, მივისწრაფვით, ხელი შევუწყოთ კეთილმეზობლური და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნას, კონფლიქტის პოტენციალის შემცირებას ევროპის კონტინენტის ამ ნაწილში. რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს კოსოვოს პრობლემის შესაძლო კომპრომისულ გადაწყვეტას, თუ ასეთი რამ მიღებული იქნება ბელგრადსა და პრიშტინას შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ სერბეთის პოზიციას”, _ თქვა პუტინმა.

საპასუხოდ, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 1999 წელს რუსეთის სათავეში პუტინი რომ ყოფილიყო, ვერავინ გაბედავდა ბელგრადის დაბომბვას. პრეზიდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თვალსაზრისი ბალკანეთში შექმნილ ვითარებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here