Home სხვადასხვა დაიჯესტი “რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად”

“რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად”

“რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის”

93

“მოსკოვი მზად არის თბილისთან ურთიერთობის აღსადგენად იმ ხარისხით, რომლითაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, და იმედოვნებს, რომ თბილისში საღი აზრი იმძლავრებს”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ინფორმაციის დეპარტამენტის დოქტორის მოადგილე ალექსანდრე ბიკანტოვმა.

რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. “მზად ვართ ურთიერთობის აღსადგენად ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ ხარისხით, რომლითაც მზად არის ქართული მხარე, ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი იმძლავრებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობას დაიწყებენ ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით”, _ განაცხადა ბიკანტოვმა სამხრეთ კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს ეხება თბილისის საგარეო კურატორებსაც (ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ), რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოში ერთობლივი განცხადება გააკეთეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე: “ნაცვლად რეალობას მოკლებული თეზისების დაშტამპვისა, მათ სტიმული უნდა მისცენ თბილისს, დაიწყოს თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივსაცემი დიალოგი სოხუმსა და ცხინვალს შორის”.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას თბილისთან ურთიერთობის აღდგენაზექართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გამოც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here