Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის პარლამენტის რომელიმე დეპუტატს საქართველოს პრემიერისთვის ისეთივე შინაარსის წერილი რომ გამოეგზავნა, როგორიც...

რუსეთის პარლამენტის რომელიმე დეპუტატს საქართველოს პრემიერისთვის ისეთივე შინაარსის წერილი რომ გამოეგზავნა, როგორიც ამერიკელმა კონგრესმენებმა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?

რატომ ვცდილობთ იმ ბაზრის დაკარგვას, რომელზეც საექსპორტოდ გატანილი ღვინოების 60 პროცენტზე მეტი იყიდება?!

5511
რუსეთის პარლამენტის რომელიმე დეპუტატს საქართველოს პრემიერისთვის ისეთივე შინაარსის წერილი რომ გამოეგზავნა, როგორიც ამერიკელმა კონგრესმენებმა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში დაახლოებით 94 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო წერს, ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით მეტია და კარგია, რომ მატება შეინიშნება. ახლა არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, როგორ გავიდა ექსპორტზე მილიონ ბოთლზე მეტიხვანჭკარა”, როცა მილიონი ბოთლი ნამდვილიხვანჭკარისსამყოფი ყურძენი საქართველოში არ მოდის, მაგრამ არა უშავს, მაინც გავიდა, .. იყიდება. თანაც, 2019 წელს ქართული ღვინის ბაზარი თურმე ამერიკულ მხარესმიაწვასამთავრობო დონეზე, ეგებ გასაღებაში დაგვეხმაროთო და ამერიკელებმაც პატიოსნად შეიძინეს 678 148 ბოთლი ღვინო. ჩვენც იქვე სიამაყით აღვნიშნეთ, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია, ანუ 2018 წელს ამერიკელებმა დაახლოებით 340 ათასი ბოთლი ღვინო იყიდეს.

ამ ციფრებით მოხიბლულმა ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე ოპოზიციამ, ერთხმად შეუძახეს მეღვინეებს: არიქა, ახალი ბაზარი გამოჩნდა, რუსეთს ნუღარ მიეძალებით, ხომ ხედავთ, მაინც არ გაფასებენო. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებაშუაზე გაიხა და გაიფხრიწაიმისთვის, რომ ამერიკაში ჩვენი ღვინო შეეტანა, გატანის პროცესი ლამის ნახევრით გაზარდა და ვერ გასცდა 678 148 ბოთლს. პარალელურად, ანტიპიარისა დამტრისძახილის ფონზე, შარშან რუსეთში გატანილი ღვინის რაოდენობამაც მოიმატა, მართალია, სულ რაღაც, 8%-ით, მაგრამ მაინც მოიმატა და წლიურად 58 384 540 ბოთლი შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთში ყოველთვიურად ოთხჯერ მეტი ღვინო იყიდება, ვიდრე ამერიკაში მთელი წლის განმავლობაში. არადა, ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მილიონები იხარჯება, რუსეთის შემთხვევაში კი პირიქით _ ბაზრის დისკრედიტაციასა და ანტიპიარს ვეწევით. ჰო, ეს ოფიციალური მონაცემებია, თორემ რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვერ აღრიცხა, ის კიდევ სხვა თემაა. ისიც ხომ მარტივი მისახვედრია, რომ სააგენტოს მიერ აღურიცხავი ღვინო რუსეთში თუ გავიდოდა, თორემ ამერიკაში ქართველი გლეხი დამოუკიდებლად ღვინოს რომ ვერ გაიტანდა, კარგად მოგეხსენებათ.

ხელისუყფლების ზეწოლაა თუ ოპოზიციის, ვერ გეტვით, მაგრამ მათი ყიჟინის ფონზე არაერთმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ რუსეთში ღვინის გატანის წესს გაამკაცრებს. რას გულისხმობს გამკაცრება? თურმე, მიმდინარე წლიდან ნებისმიერი რუსული კომპანია, რომელიც ღვინის წაღებას გადაწყვეტს საქართველოდან, ვალდებული იქნება, წინასწარ ასი პროცენტით გადაიხადოს თანხა, ანუ ღვინო აქ იყიდოს და მერე თავში ქვა უხლია. შესადარებლად გეტყვით, რომ აქამდე კონსიგნაცია ხდებოდა, ანუ ყოველი ახალი პარტიის წაღების შემდეგ, წინა პარტიის ფული იფარებოდა და ეს არის ბაზარზე ცივილიზებული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა შენარჩუნებულია ევროპის ბაზრებთან, აი რუსულ ბაზარს კი არ ვწყალობთ. არ ვწყალობთ იმ ბაზარს, რომელზეც საექსპორტოდ გატანილი ღვინოების 60%-ზე მეტი იყიდება, ესე იგი, ამ მხრივ ერთი რუსეთი 52 ქვეყანას ჯაბნის, მაგრამ ამის აღიარება არ გვინდა და რუსული ბაზრის დაკარგვას ვცდილობთ.

ჩვენი თავხედობის (სხვა სახელს ვერ ვარქმევ) გათვალისწინებით, რუსეთმა რომ თქვას, საერთოდ, არ მინდა ქართული ღვინო, აგერ, მოლდოვურს, რუმინულს, უნგრულსა და პორტუგალიურს მივანიჭებ უპირატესობას, ფასში დიდი სხვაობა არააო, მაშინ რას ვშვრებით? მე გეტყვით _ დაიჩაგრება გლეხი და დასავლეთი ხმაურს ატეხს: აგერ, ხომ გეუბნებოდით, რუსეთი მტერია, ბაზარი ჩაგიკეტათ და პროდუქციას ვერ ასაღებთო. მოხდება ზუსტად ისე, როგორც ტურიზმის შემთხვევაში იყო _ პირდაპირ ეთერში ვაგინეთ პუტინს და, როგორც კი საჰაერო მიმოსვლა და ტურისტული ნაკადი შეწყდა, მაშინვეგვერდით დაგვიდგადასავლეთი და კიდევ ერთხელ გვათქმევინა, რომ მტერმა გაგვწირა და მილიარდიანი ზარალი გვაგემა. ამ მილიარდის კომპენსაცია, რა თქმა უნდა, არც ევროპას უფიქრია და არც ამერიკას, მომავალში იფიქრებენ. მათთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ქართული მხარე შემთხვევით არ დაჯდეს რუსულ მხარესთან სალაპარაკოდ. აი, მანდ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს და ამერიკის 30-წლიანი მცდელობა, რუსეთისგან მთავარი მტრის ხატის შექმნისა, დაიმსხვრეს.

არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ დავოსის ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდებოდა. ამ შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა შვეიცარიაც, ქვეყანა, რომლის მეცადინეობითაც ცოტა ხნის წინათ სასაუბროდ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დასხდნენ. მოლოდინი ისე დიდი იყო, რომ შეხვედრის შესაძლებლობა რუსულმა მხარემაც არ გამორიცხა, მაგრამ რად გინდა! ჯერ იყო და ჩრდილოელ მეზობელს ახალი პრემიერი ვუგინეთ (ყველამ მიულოცა, ამერიკამაც კი), მერე კი დავოსში ჩასულმა გიორგი გახარიამ რუსეთს სულ ოკუპანტი უძახა და მაღალი ტრიბუნიდან გააკრიტიკა. იმავე ფორუმზე იყო დონალდ ტრამპი, იმავე ფორუმზე იყვნენ ევროპული ქვეყნების სხვა ლიდერებიც, მაგრამ არც ერთს თავში აზრად არ მოსვლია, რუსეთი გაეკტირიკებინა, პირიქით _ დაუყვავეს, მოეფერნენ, შეხვედრა სთხოვეს და მომავალ პარტნიორობაზე იმსჯელეს. აი, საქართველო კი ისევ გამოირჩა და ეჭვი გვაქვს, გახარიას ამის გაკეთება სწორედ დასავლელმა პარტნიორებმა აიძულეს. სანაცვლოდ კი რამდენიმე გრანტს დაჰპირდნენ, რომლებსაც, ალბათ, მოგვცემენ და რომლითაც ერთეულები იხეირებენ, ქვეყანა კი

ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები _ საკუთარზეო, მაგრამ ჩვენ ებრაულ წყევლასავით გვჭირს: თქვენით არ იცოდეთ და სხვისი არ გესმოდეთო. როდემდე უნდა ავფეთქდეთ ერთსა და იმავე ნაღმზე და როდემდე უნდა ვიაროთ ჩაკეტილ წრეზე? სხვათა შორის, გახარიას დანიშვნას მოსახლეობა პოზიტიურად შეხვდა და იმედი გაუჩნდა, რომ ახალი პრემიერი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ურთიერთობებს მოაგვარებდა. მისი განცხადებები თავდაპირველად აშკარად მოზომილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დასავლეთში არ მოეწონათ და ამიტომ ორიოდე კვირის წინათ მის გაშვებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. ჰოდა, ბატონმა გიორგიმაც, როგორც ჩანს, “დაშვებული შეცდომა” გამოასწორა და საჯაროდ დაიწყო რუსეთის კრიტიკა. პარალელურად, ხმები მისი გადადგომის შესახებ მყისვე შეწყდა და პრემიერის შეცვლას არავინ ახსენებს. ამით მაინც უნდა მივხვდეთ, რომ საქმე სხვა რამესთან გვაქვს და არა უბრალოდ განცხადებებთან. ხელისუფლება კი მიხვდა, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს თავს ზემოთ ძალა არ არის. იმას ხომ მაინც უნდა მიხვდეს პრემიერი, რომ მის გარდა არც ერთი ქვეყნის პირველმა პირმა ხმამაღლა არ თქვა, რუსეთი ოკუპანტიაო; რომ არც ერთმა არ გამოაცხადა ქვეყნის პირველ მტრად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და არ აღიქვა კაცობრიობის უმთავრეს საფრთხედ?! ჩვენ ვთქვით. ახლა კი ისევ პირისპირ შეგვატოვებენ რუსეთს, ქვეყანას, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი გადარჩენის წყაროა. რუსეთში მუშაობს მილიონამდე ქართველი, რუსეთში გადის ასობით მილიონი ქართული პროდუქცია; რუსეთიდან შემოდის ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, ხორბალი და, ამის მიუხედავად, მაინც არ ვცდილობთ, ერთხელ, ერთადერთხელ დავსხდეთ სასაუბროდ პირისპირ. იქნებ ჩვენს პირობებს უპირობოდ იღებს, იქნებ მტრობის ნაცვლად მეგობრობის ხელს გვიწვდისმაგრამ ესიქნებმანამდე იქნება ჰაერში გამოკიდებული, სანამ ამერიკისა და ევროპის დაკრულზე ვიცეკვებთ.

რუსეთის პარლამენტის რომელიმე დეპუტატს საქართველოს პრემიერისთვის ისეთივე შინაარსის წერილი რომ გამოეგზავნა, როგორიც ამერიკელმა კონგრესმენებმა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? _ ქართულ პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დაიწყებოდა და ნებისმიერი, ვისაც ჩვენთან პოლიტიკოსობაზე პრეტენზია აქვს (არადა, ყველას აქვს), რუსეთს მიწაში ჩადებდა, სანქციების დაკისრებას მოითხოვდა. აი, ამერიკელების წერილი კი განხილვის თემაა, კაბინეტიდან კაბინეტში დააფრიალებენ, სხვადასხვაგვარად თარგმნიან და ერთსაც კი არ წამოსცდა წამლად: ეგებ შევუთვალოთ კონგრესმენებს, ჩვენს საშინაო საქმეებში ნუ ერევიან და პრემიერს ნუ გვიბულინგებენო. მაგრამ, საკმარისია, ვინმემ ამის თქმა გაბედოს და მაშინვე რუსეთის მოკავშირე და, შესაბამისად, მტერი ხდება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ასე, მაგრამ ციფრები მაინც ხომ არასდროს ტყუიან? ქართული ეკონომიკის 50%-ზე მეტი სწორედ რუსეთზეა ჩამოკიდებული, ქვეყანაზე, რომელსაც მუდმივად ვაკრიტიკებთ და საერთაშორისო ტრიბუნიდან თითს ვუქნევთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here