Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი როგორ ვიცოცხლოთ ასი წელი: 116 წლის მოხუცის რჩევები

როგორ ვიცოცხლოთ ასი წელი: 116 წლის მოხუცის რჩევები

1132
ბერნანდო ლა პალო

ბერნანდო ლა პალო 1901 წლის 17 აგვისტოს დაიბადა, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია და არც გონებას უჩივის. ექიმების აზრით,რომლებმაც მოხუცს გამოკვლევები ჩაუტარეს, ბერნანდო 70-80 წლის მამაკაცივით გამოიყურება, ხსნის ტავსატეხებს, კითხულობს წიგნებს და აქვს საკმაოდ კარგი მახსოვრობა.

ამას კი ის 5 პროდუქტს უმადლის, რომლებითაც ძირითადად იკვებება, და რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს.

ლა პალო არ ჭამს წითელ ხორცს და ნახევარფაბრიკატებს. ის უპირატესობას ანიჭებს ხილს, ბოსტნეულსა და ფაფებს.

აი ის 5 პროდუქტი, რომლებიც, მისი აზრით, სიცოცხლეს ახანგრძლივებს:

* თაფლი. თუ ადამიანი უარს იტყვის შაქარზე, უფრო დიდხანს იცოცხლებს. აჯობებს კერძები თაფლით დაატკბოთ.

* ნიორი. ის არა მხოლოდ პიკანტურობას ანიჭებს კერძს, არამედ არის ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება. ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებსაც შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება.

* შოკილადი. დღეს ბევრი ცდილობს, შოკოლადზე უარის თქმას. ბერნანდოს აზრით კი, შოკოლადის ზომიერად მიღება აუმჯობესებს განწყობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ოღონდ ეს პროდუქტი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით კაკაოს.

* დარიჩინი. ეს სანელებელი არა მხოლოდ გემოს აძლევს კერძს, არამედ დაბლა სწევს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და აღკვეთს დიაბეტის განვითარებას.

* ზეთისხილის ზეთი. ძველ რომში ის სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ელექსირად ითვლებოდა. ის ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, აქვს გამაახალგაზრდავებელი თვისებები მასში შემავალი E ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით.

ასე რომ, თუ გინდა, დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლო, მიჰყევი ბერნანდო ლა პალოს რჩევებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here