Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ვინ შეხვდება ახალ წელს პირველი და ვინ _ ბოლო

ვინ შეხვდება ახალ წელს პირველი და ვინ _ ბოლო

1865
ვინ შეხვდება ახალ წელს პირველი და ვინ _ ბოლო

სხვადასხვა საათობრივი სარტყელის არსებობის გამო ახალი წელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ დროს დგება და ეს განსხვავება შეიძლება 25 საათს შეადგენდეს. წარმოიდგინეთ, რომ, როცა ჩვენ ახალი წლის სამზადისში ვართ, დედამიწის რამდენიმე ადგილას მას უკვე შეხვდნენ; როცა თბილისში დიასახლისები ჯერ კიდევ ფუსფუსებენ სამზარეულოში, მაგალითად, ახალ ზელანდიაში უკვე რამდენიმე საათის წინ ჩამოჰკრა საათმა 12-ჯერ და შესვეს ბოკალი შამპანიური.

ახალ წელს პირველები ხვდებიან აღდგომის კუნძულებში (რესბულიკა კირიბატი) შემავალ კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებნი, აგრეთვე, ქალაქ ნუკუალოფის (სამეფო ტონგას დედაქალაქი) მოსახლეობა. ორივე ადგილი მდებარეობს ოკეანეთში. ასე რომ, თუკი გსურთ, ახალ წელს პირველი შეხვდეთ, გაემგზავრეთ ამ კუნძულებზე.

15 წუთის შემდეგ (UTC+ 13:45) ახალი წელი ესტუმრება კუნძულ ჩატემს (ახალი ზელანდია), რომელიც გამოყოფილია ახალი ზელანდიის ძირითად კუნძულებს და მდებარეობს სპეციალურ საათობრივ სარტყელში.

* UTC _ ეს არის საერთაშორისო კოორდინირებული დრო, სტანდარტი, რომლის მიხედვით არეგულირებენ საათსა და დროს (გრინვიჩის მიხედვით).

UTC+13 _ ახალ წელს ხვდებიან ახალ ზელანდიასა და ანტარქტიკაში, სამხრეთ პოლუსზე მომუშავე სპეციალისტები.

UTC+12 _ ახალ წელს ხვდებიან შორეულ აღმოსავლეთში. ანადირში, კამჩატკაზე, მათ რიგშია, აგრეთვე, ნაურუ, ტუვალუ, მარშლის კუნძულები.

UTC+11 _ ახალ წელს ზეიმობენ აღმოსავლეთ ავსტრალიის მცხოვრებნი; ქალაქები: სიდნეი, მელბურნი, კანბერა; წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძული _ ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები.

UTC+10 _ 12 საათი ჩამოჰკრავს ავსტრალიის შტატ კვისლენდში და პაპუა-ახალი გვინეას რამდენიმე კუნძულზე.

UTC+9 _ ახალ წელს შეხვდებიან იაპონიასა და კორეაში.

UTC+8 _ ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ნაწილი (სინგაპური, მონღოლეთი, მალაიზია, ფილიპინები და კუნძული ბალი) შეხვდებიან ახალ 2019 წელს.

UTC+7 _ ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი. წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს კუნძულ კირიტიმატიზე უკვე 1 იანვრის დილის 7 საათი იქნება.

UTC+6 _ ნეპალი, ინდოეთი, ბანგლადეში, შრი-ლანკა. როდესაც დელისა და მუმბაიში ახალ წელს შეხვდებიან, ახალ ზელანდიაში უკვე 2019 წლის 1 იანვრის 7 საათი და 30 წუთი იქნება.

UTC+5 _ მალდივის კუნძულები, პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. კუნძულ კირიმატიზე კი უკვე 1 იანვრის 9 საათი იქნება.

UTC+4 _ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რამდენიმე კუნძული ინდოეთის ოკეანეში. შემდეგ ახალი წელი დადგება ირანში, რომელიც 3 საათი და 30 წუთით წინ არის გრინვიჩის დროზე.

UTC+3 _ კენია, ტანზანია, თურქეთი, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენი, ყატარი, მადაგასკარი.

UTC+2 _ ახალი წელი შეაბიჯებს რუსეთის ევროპულ ნაწილში, უკრაინაში, ბელარუსში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, საბერძნეთში, სამხრეთ აფრიკაში, მალავისა და ნამიბიაში.

UTC+1 _ ახალ წელს ზეიმობს ცენტრალური და დასავლეთი ევროპა _ ნორვეგია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და აფრიკის ნაწილი.

UTC+0 _ 2019 წელი შეაბიჯებს ნულოვანი მერიდიანის (გრინვიჩის) ქვეყნებში: ეს არის დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ისლანდია, აფრიკის ნაწილი. კუნძულ კირიმატიზე კი უკვე 1 იანვრის 14 საათი იქნება.

UTC -1 _ აზორის კუნძულები.

UTC -2 _ ბრაზილია (რიო-დე-ჟანეირო, სან-პაულუ).

UTC -3 _ არგენტინა და სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.

UTC -4 _ კუნძული ნიუფაუდლენდი (კანადა).

UTC -5 _ აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული, სამხრეთი ამერიკის ნაწილი.

UTC -6 _ აღმოსავლეთი კანადა (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი), სამხრეთი ამერიკის დასავლეთი ნაწილი.

UTC -7 _ კანადისა და აშშ-ის (ჰიუსტონი, ჩიკაგო) ცენტრალური ნაწილები, მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.

UTC -8 _ კანადისა (ვანკუვერი) და აშშ-ის (ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო) დასავლეთი ნაწილები.

UTC -9 _ შტატი ალასკა (აშშ). კუნძულ კირიტიმატიზე უკვე იქნება 1 იანვრის 23 საათი.

UTC -10 _ ჰავაი, კუნძულები კუკი და ტაიტი.

UTC -11 _ ბოლო, ვინც შეხვდება 2019 წელს, იქნება კუნძულ სამოასა და ამერიკის სამოას მოსახლეობა, ხოლო, როდესაც სამოას მცხოვრებნი ახალ წელს შეხვდებიან, კუნძულ კირიტიმატიზე უკვე 2019 წლის 2 იანვრის პირველი საათი იქნება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

თბილისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here