Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ანადგურებენ იმპერიალისტები კოლონიებს ძალაუფლების მოპოვების მიზნით

როგორ ანადგურებენ იმპერიალისტები კოლონიებს ძალაუფლების მოპოვების მიზნით

1177
დემოკრატია

მცირე შემოკლებით გთავაზობთ ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის _ ნილ კლარკის სტატიასიმპერიის საპასუხო დარტყმა უპატიოსნო და დესტრუქციული ნეოკოლონიალიზმის საშუალებით”, რომელიც ინტერნეტრესურსმა Global  Researchმა გამოაქვეყნა.

“აგვისტოში აღინიშნა კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი “იუბილე”. პრობლემა არის ის, რომ კოლონიალიზმი არ გამქრალა მას შემდეგ, რაც განვითარებადი სამყაროს ქვეყნებმა დამოუკიდებლობაევროპის დიდი სახელმწიფოებისგანოფიციალურად მიიღეს. ის შეიცვალა ახალი ფორმით, რომელიც გაცილებით დამანგრეველი და განუზომლად უპატიოსნო აღმოჩნდა თავის წინამორბედზე. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთის იმპერიამ, რომელიც თავისი ძლიერების პიკზე დედამიწის მეოთხედს ფლობდა, აღიარა, რომ ის იყო იმპერია. ფინანსური კაპიტალის გლობალური მონოპოლიის ამჟამინდელი იმპერია კი მსგავსს არაფერს აკეთებს.

იუგოსლავია, ლიბია და ერაყი განადგურდა იმიტომ, რომ არ დაემორჩილა მოთხოვნებს, ხოლო ისინი, ვინც განაგრძობს ნეოკონსერვატიულნეოლიბერალური ელიტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგალითად, ვენესუელა, გამუდმებით ალყაშია მოქცეული.

ნეოკოლონიზაციის ეს ახალი ტალღა, რომელიც მიმართულია ყველაზე მდიდარი ქვეყნების ყველაზე მდიდარი ადამიანების ინტერესების დასაცავად, ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სახელით და ენთუზიაზმით არის მხარდაჭერილი ბევრი თვითაღიარებული “პროგრესისტის” მიერ.

განსაცვიფრებელია თვალთმაქცობა თანამედროვე იმპერიალისტებისა, რომლებმაც გააკრიტიკეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ის დიქტატორად შერაცხეს, მაგრამ მიესალმებიან საუდის არაბეთის არაარჩეულ მმართველებს და მათთვის არც მომაკვდინებელი იარაღის მიყიდვაზე ამბობენ უარს.

1940-50-იან წლებში ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. თითქოს კოლონიალიზმმა უკან დაიხია. მაჰათმა განდიმ 70 წლის წინათ დაიწყო ბრძოლა დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის გათავისუფლებისთვის. 70 წლის წინათ, 1947 წლის 14-15 აგვისტოს ინდოეთმა და ახალმა სახელმწიფო პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. 60 წლის წინათ (1957 წლის 31 აგვისტოს) მალაის ფედერაცია (ამჟამად მალაიზია) გათავისუფლდა დიდი ბრიტანეთის კოლონიური უღლისგან. ეს მნიშვნელოვანი მოვლენები იყო, მაგრამ პროგრესისტების იმედი, რომ დეკოლონიზაციის შემდეგ ყოფილი კოლონიები რეალურად მოიპოვებდნენ თავისუფლებას, ძალიან ოპტიმისტური აღმოჩნდა. ინდოეთი და მალაიზია, შესაძლოა, მართლა განვითარდნენ, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის “გარდაქმნების ქარზე” ლაპარაკი ფუჭი ყბედობა იყო. დამოუკიდებლობა ნიშნავდა ნაციონალური სუვერენიტეტის გარეგნული ატრიბუტების მიღებას. ესენია: დროშა, ეროვნული ჰიმნი, გაეროს წევრობა და საფეხბურთო ნაკრები. ეკონომიკური ძალა და ძალაუფლება კვლავ სხვაგან იყო: ბანკებსა და მდიდარი ქვეყნების სათათბირო დარბაზებში.

პანაფრიკანიზმის თავგამოდებულმა მომხრე კვამე ნკრუმამ, იმხანად განის პრეზიდენტმა, 1965 წელს გამოცემულ წიგნში “ნეოკოლონიალიზმი, როგორც იმპერიალიზმის ბოლო სტადია” ახსნა, როგორ შეცვალა კოლონიალიზმი ნეოკოლონიალიზმმა.

“ადრე შესაძლებელი იყო კოლონიურ ტერიტორიად იმ ქვეყნის გადაქცევა, რომელშიც დაწესდა ნეოკოლონიური რეჟიმი _ მაგალითად, ეგვიპტის XX საუკუნეში. დღეს ასეთი პროცესი შეუძლებელია”, _ წერდა ნკრუმა. საკუთარ ქვეყანაში აყვავებული სახელმწიფოს ასაშენებლად აუცილებელია, კოლონიებს ფორმალურად მიეცეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ _ არა კონტროლი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კრედიტორი ქვეყნის პოზიცია დეკოლონიზაციის “ფორმალური” პროცესის დასაჩქარებლად გამოიყენა, თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ ძალაუფლება განემტკიცებინა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ოდესღაც დომინირებდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია. ნკრუმას მოჰყავს ვიეტნამის მაგალითი, სადაც “ძველი” კოლონიზატორი იყო საფრანგეთი, მაგრამ ნეოკოლონიზატორობა აშშ-მა დაიკისრა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ იყო ნეოკოლონიალიზმის პიონერი _ როცა ძველმოდური იმპერია კვლავინდებურად დომინირებდა დანარჩენ მსოფლიოში, აშშ ნეოკოლონიზაციის მეთოდებს იყენებდა აშშის მსხვილი ბიზნესისთვის ლათიური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკების დასამორჩილებლად.

დღეს აშშ-ის ფინანსურ-კორპორაციული ელიტა ვენესუელაში მადუროს მემარცხენე რეჟიმის შეცვლას ისევე ცდილობს, როგორც 1913 წელს აშშ-ის ელჩი მექსიკაში, ჰენრი ლეინ უილსონი, გაურიგდა გენერალ ვიქტორიანო უერტას პრეზიდენტ ფრანსისკო იგნასიო მადეროს მემარცხენე რეჟიმის დასამხობად. ეს სცენარი ხშირად მეორდებოდა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ტექნოლოგიები, რომლებიც ვაშინგტონმა დახვეწა ლათინურ ამერიკაში (სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა იმ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ეკონომიკაზე ნაციონალური კონტროლის შენარჩუნებას; ოპოზიციის დაფინანსება და რეალური დამოუკიდებლობის მოსურნე პოლიტიკოსების ლიკვიდაცია) და რომელთა მოქმედებასაც ვხედავდით გვატემალაში 1954 წელს, ბრაზილიაში _ 1964 წელს და ჩილეში _ 1973-ში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენეს. სია იმ მთავრობებისა, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, აშშმა და მისმა მოკავშირეებმა ეკონომიკური კონტროლის დასამყარებლად დაამხეს, ძალიან გრძელია, მაგრამ მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

ინდონეზია, 1965-1966 წწ.

აშშ მხარს უჭერდა სამხედროების მიერ აგორებული მასობრივი მკვლელობების სისხლიან ტალღას, რომლის შედეგად დაემხო “პოსტკოლონიური” ინდონეზიის პირველი პრეზიდენტის, სუკარნოს, რეჟიმი. მის ადგილას დასვეს პროდასავლელი დიქტატორი _ გენერალი სუჰარტო.

“აშშ-ის საელჩომ ჯაკარტაში სუჰარტოს ინდონეზიის კომუნისტური პარტიის წევრების სია წარუდგინა და, როდესაც მათ აპატიმრებდნენ ან კლავდნენ, სიაში გადახაზავდნენ ხოლმე”, _ წერს ჯონ პილჯერი, რომელმაც იმდროინდელი მოვლენები შეისწავლა და ასახა 2001 წელს გადაღებულ ფილმში “მსოფლიოს ახალი მმართველები”.

“სუჰარტოს მმართველობისას ინდონეზიამ შესთავაზა ის, რასაც რიჩარდ ნიქსონმა “ყველაზე მდიდარი ბუნებრივი რესურსი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ყველაზე დიდი პრიზი უწოდა”. 1967 წლის ნოემბერში ყველაზე დიდი პრემია გადაცემული იქნა ჟენევაში გამართულ ცნობილ სამდღიან კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორი იყო კორპორაცია Time-Life. დევიდ როკფელერის მეთაურობით წარმოდგენილი იყვნენ გიგანტი კორპორაციები: დიდი სანავთობე კომპანიები და ბანკები _ General Motors-ი, Imperial Chemical Industries-ი, British American Tobacco, Siemens-ი, US Steel და სხვ. მაგიდის მეორე მხარეს ისხდნენ ამერიკელების მიერ შერჩეული სუჰარტოს ეკონომისტები, რომლებიც დათანხმდნენ თავიანთი ქვეყნის კორპორაციულ გადაყლაპვას”, _ წერდა პილჯერი.

ინდონეზიაში ნეოკოლონიურმა რეჟიმმა 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2016 წელს მოსამართლეების საერთაშორისო ჯგუფმა აღიარა, რომ ინდონეზიაში მოწყობილ გენოციდში მონაწილეობდა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია.

ირანი, 1953 .

დემოკრატიულად არჩეული ნაციონალისტის, მოჰამედ მოსადიკის, დამხობა და მისი შეცვლა უფრო დამთმობი შაჰით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ოპერაცია იყო. მოსადიკის “დანაშაული” იყო ის, რომ თავისი ქვეყნის ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია და მიღებული შემოსავლების სიღარიბისა და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენება სურდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება ნეოკოლონიზაციის მიმდევრებმა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და დაზვერვის სპეციალური სამსახურის პროპაგანდისტული აქტივები უფრო ინტენსიურად უნდა ავამოქმედოთ პრესისა და თეირანის სასულიერო პირების მეშვეობით, რათა როგორმე დავასუსტოთ მოსადიკის მთავრობა”, _ მოითხოვდა .. პროექტ TPAJAX-ის მთავარი შემოქმედი დონალდ უილბერი.

2013 წლის გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა: სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგად დაემხო მოსადიკი და მისი ნაციონალური ფრონტის კაბინეტი, მოეწყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით. ეს აქტი მოწონებული იყო მთავრობის უმაღლეს ეშელონებში”.

იუგოსლავია, 1990-2000 წწ.

იუგოსლავიის სოციალისტი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი 1990-იან წლებში დემონიზებული იყო დასავლური ელიტების მიერ. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ მილოშევიჩს ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება სურდა.

1999 წელს, ნატოს მიერ იუგოსლავიის 78-დღიანი უკანონო დაბომბვის შემდეგ, სლობოდან მილოშევიჩი მიხვდა, რომრეჟიმის შეცვლისოპერაცია მის სასწრაფოდ დასამხობად ხორციელდებოდა. ქვეყანაში მილიონობით დოლარი შევიდა აშშდან ოპოზიციონერებისა და ანტისამთავრობო ჯგუფების, მაგალითად, “ოტპორისდასაფინანსებლად. მილოშევიჩი დაამხეს 2000 წელს .. ბულდოზერების რევოლუციის შედეგად, რომელიც დასავლეთმა დააფინანსა.

აი, რას ამბობს აშშ-ის სახდეპარტამენტის ყოფილი ოფიცერი ჯორჯ კენი იუგოსლავიაში განვითარებულ მოვლენებზე:

ცივი ომის შემდგომ ევროპაში ადგილი აღარ დარჩა დიდი სოციალისტური სახელმწიფოსთვის, რომელიც გლობალიზაციას ეწინააღმდეგებოდა”.

ამჟამად კი ნეოკოლონიური რეჟიმების შემოქმედნი ვენესუელაში ამოქმედდნენ. ნიკოლას მადურო, ისევე, როგორც მილოშევიჩი და ბევრი სხვა, ვინც ხელს უშლიდა “მსოფლიოს ახალ მმართველებს”, დიქტატორად შერაცხეს.

ვენესუელის მთავრობის გააფთრებულ კრიტიკაში, რომელიც უკვე, კარგა ხანია, ისმის დასავლური მედიიდან, არსად არის ნახსენები კამპანია, რომელიც მიმართულია ვენესუელის დესტაბილიზაციისა და ამ ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟისკენ, არავინ ლაპარაკობს, აგრეთვე, ოპოზიციისა და ანტისამთავრობო აქტივისტების ხაზინაში აშშ-დან გადარიცხულ მილიონობით დოლარზე. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ვენესუელის მთავრობას აშშ-ში ანტისამთავრობო ორგანიზაციები რომ დაეფინანსებინა, მაგრამ, როცა ამას ნეოკოლონისტები აკეთებენ სხვა ქვეყნებში, მისაღებია.

კვამე ნკრუმა ნეოკოლონიალიზმს “იმპერიალიზმის ყველაზე ცუდი ფორმა” უწოდა და მართალიც იყო:

“რა დაემართა ნკრუმას?” _ იკითხავთ თქვენ. თანამედროვე განის შემოქმედი წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში სახელმწიფო გადატრიალებით დაამხეს. “გათავისუფლების ეროვნულმა საბჭომ”, რომელმაც ნკრუმა დაამხო, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელობით სწრაფად შეცვალა განის ეკონომიკა დასავლური კაპიტალის ინტერესების სასარგებლოდ.

დასავლეთი უარყოფდა მონაწილეობას განაში განვითარებულ პროცესებში, მაგრამ წლების შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერმა ჯონ სტოკველმა აღიარა: “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტურამ განაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ნკრუმას დამხობაში 1966 წელს”.

დღეს ნეოკოლონიალიზმის წარმომადგენლებს სურთ, მხარი დავუჭიროთ მათ “პროგრესულ” ჯვაროსნულ ლაშქრობას “დემოკრატიისა” და “ადამიანების უფლებების” დასაცავად ნავთობით მდიდარ ვენესუელაში. კვამე ნკრუმა, ცოცხალი რომ იყოს, მოგვიწოდებდა, ყურადღებით დავკვირვებოდით საერთო სურათს”.

Global Researchის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here