Home ახალი ამბები მსოფლიო რკინიგზა, როგორც ინტეგრაციის ინსტრუმენტი, კორეის ნახევარკუნძულისთვის

რკინიგზა, როგორც ინტეგრაციის ინსტრუმენტი, კორეის ნახევარკუნძულისთვის

982
პუტინი და მუნ ჩჟე ინი

უზარმაზარ ევრაზიულ კონტინენტზე არის ერთი წერტილი. სწორედ იქ მწიფდება ახალი სტრატეგიული გარღვევა, რომელსაც მსოფლიო გლობალურ პროცესებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. რუსეთი (ჩინეთთან ერთად) სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ, ინტეგრაცია თუ არა, კეთილმეზობლური დამოკიდებულება მაინც დამყარდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაქსიმალურად მოკლე დროში.

ახლახან რუსეთისა და სამხრეთ კორეის რკინიგზებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ევროპაში გადაზიდვების ორგანიზაციის პირობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ტრანსკორეისა და ტრანსციმბირის პროექტს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მონაწილეობით. ცხადია, რომ ეს პროექტი ორივე კორეისთვის  მომგებიანი იქნება: ისინი,  მინიმუმ, მიიღებენ აზიიდან ევროპაში კონტეინური გადაზიდვების საერთო სახმელეთო დერეფანს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან უშუალოდ ნახევარკუნძულზე იმპორტირებისთვის. ამას დაემატება სასოფლო-სამეურნეო და ხეტყის  პროდუქცია, ლითონი და ლითონკონსტრუქციები, პლუს  ქვანახშირი.

კორეელებს რუსეთში ბევრი რამ აინტერესებთ, მათ შორის, ევრაზიული ბაზრები თავიანთი წარმოებული საქონლის გასასაღებლად. შემთხვევითი არ იყო, რომ სამხრეთ კორეა წლეუს, ივნისში, ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე რკინიგზების კავშირის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა. ეს მას საშუალებას მისცემს, სამართლებრივ რეჟიმში თავისი სარკინიგზო მაგისტრალები შეუერთოს ტრანსსიბს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით.

საინტერესო გეგმები აქვს “გაზპრომსაც”, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენის გაყვანას სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის გავლით. ამ შემთხვევაში ნახევარკუნძული რუსეთთან ერთად ერთიან ენერგოპლატფორმად ჩამოყალიბდება. ასეთ პროექტს მხარს დაუჭერს ჩინეთიც, რადგან ენერგეტიკული კუთხით სამხრეთ კორეა, მინიმუმ, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს რეგიონის მოწყობის რუსეთ-ჩინეთის პროექტის მიმართ.

უკვე ცნობილია, რომ რუსეთის მხარემ კორეელ პარტნიორებს შესთავაზა სამმხრივი შეხვედრის გამართვა. სააგენტო RT იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინისა და მისი სამხრეთკორეელი კოლეგის _ მუნ ჩჟე ინის თანდასწრებით კრემლში ხელი მოაწერეს ტრასციმბირის მაგისტრალისა და ტრანსკორეის რკინიგზის ინტეგრაციის პროექტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here