Home ახალი ამბები მსოფლიო რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები

123

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო და ევროკავშირი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არასაკმარისად მტკიცე პოზიციის დაკავებაში დაადანაშაულა.

როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, ევროკავშირი და სხვა პროდასავლური ორგანიზაციები უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ.

„ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ევროკავშირმა და სხვა პროდასავლურმა ორგანიზაციებმა ვერ იქონიეს საკმარისად სერიოზული და მტკიცე პოზიცია ამ მომენტისთვის. ისინი უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ “, – განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here