Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რეკორდსმენი მამები

რეკორდსმენი მამები

მამის საერთაშორისო დღე 20 ივნისს აღინიშნება მსოფლიოში. მამაკაცისთვის, რომელსაც ბევრი შთამომავალი ჰყავს, მრავალშვილიანობა, რა თქმა უნდა, იგივე არ არის, რაც ქალისთვის, მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებიც ქალებზე არანაკლებ ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. გაიცანით ცნობილი მრავალშვილიანი მამები.

ჩარლი ჩაპლინი (12 შვილი)

მრავალშვილიანი მამებიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილია მსახიობი ჩარლი ჩაპლინი, რომელსაც 12 შვილი ჰყავდა. მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული. მათგან 8 შვილი აჩუქა ბოლო მეუღლემ _ უნამ. ჩაპლინი 70 წლის იყო, როცა ნაბოლარა შეეძინა.

მელ გიბსონი (9 შვილი)

მელ გიბსონის სახელი დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა კარგ მეოჯახე მამაკაცთან. მას 6 ვაჟი და 1 ქალიშვილი გაუჩინა პირველმა ცოლმა რობინ მურმა. 30-წლიანი ქორწინება დაარღვია მელ გიბსონის “უხერხულმა” შეხვედრამ რუს პიანისტ ოქსანა გრიგორიევასთან. იმ საბედისწერო შეხვედრის შემდეგ გიბსონისა და მურის ოჯახი დაინგრა. ეს იყო 2011 წელს. შემდეგ მელ გიბსონს გრიგორიევასგან შვილი შეეძინა, მაგრამ მათი ქორწინება სკანდალებითა და სასამართლო გარჩევით დასრულდა, გრიგორიევასთან ქორწინება პოპულარულ მსახიობს ნერვიულობად და დიდძალ ფულად დაუჯდა. ამბობენ, რომ მსახიობ ჯოდი ფოსტერის ორი ვაჟის მამაც მელ გიბსონია, მაგრამ ეს ოფიციალურად არ არის დადასტურებული. 2017 წელს მელი მე-9 შვილის მამა გახდა. 61 წლის მსახიობმა და რეჟისორმა სიმშვიდე ჰპოვა 26 წლის როზანა რიჩისთან.

კლინტ ისტვუდი  (8 შვილი)

პოპულარულ მსახიობს 8 შვილი 6-მა სხვადასხვა ქალმა გაუჩინა. სხვათა შორის, კლინტ ისტვუდს ქორწინების გარეშე ჰყავს ქალიშვილი, რომელსაც 30 წლის განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას. დღეს ლორი უკვე 61 წლისაა, კლინტ ისტვუდი კი _ 91-ის.

სტივენ სპილბერგი (7 შვილი)

სტივენ სპილბერგის ცხოვრება არა მხოლოდ წარმატრებული კინოგადაღებებით არის სავსე, არამედ შთამომავლებითაც. პირველი ქორწინებიდან რეჟისორს ჰყავს ვაჟი. სხვა ქალებისგან გაჩენილი შვილების გარდა (4 ბიოლოგიური შვილი), სტივენს ჰყავს ნაშვილები ვაჟი და გერი ქალიშვილი კეიტ კეპშლოუსგან.

კევინ კოსტნერი (7 შვილი)

კევინის პირველმა ცოლმა _ სკოლის სიყვარულმა სინდი სილვამ მსახიობს სამი შვილი აჩუქა. წყვილის ქორწინება 1994 წლამდე გაგრძელდა. კევინ კოსტნერს შემდეგი შვილი მსახიობ ბრიჯიტ რუნისგან შეეძინა, რომელთანაც არ უქორწინია. 2004 წელს კი მსახიობს შეუყვარდა 20 წლით უმცროსი კრისტიან ბაუმგრენერი, რომელმაც კევინს 3 შვილი აჩუქა.

რობერტ დე ნირო (6 შვილი)

მსახიობმა პირველი ბავშვი იშვილა _ ის იყო მისი პირველი ცოლის, დაიან ეზოტის, ქალიშვილი; შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი რაფაელი. რობერტს ტყუპი ეყოლა ტუკი სმიტთან რომანის შემდეგ. მეორე ცოლთან, გრეის ჰაიტაუერთან, კი რობერტ დე ნიროს 2 შვილი ჰყავს. მსახიობი 68 წლის იყო, როცა ბოლო შვილი შეეძინა.

ბრედ პიტი (6 შვილი)

ამჟამად ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი უკვე განქორწინებულები არიან, მაგრამ ყველაზე წარმატებულ ჰოლივუდელ წყვილს 6 შვილი ჰყავს _ 3 ნაშვილები და 3 ბიოლოგიური.

თავის ინტერვიუებში ბრედ პიტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შვილები საუკეთესოა, რაც მას საყვარელ ქალთან ურთიერთობამ მისცა.

დიმიტრი პესკოვი (5 შვილი)

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი 5 შვილის მამაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე მეუღლემ პოლიტიკოსს 3 შვილი გაუჩინა, მესამემ კი, ცნობილმა მოციგურავემ, 2006 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ _ ქალიშვილი.

არნოლდ შვარცენეგერი (5 შვილი)

პოპულარულ მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას არა 4, არამედ 5 შვილი ჰყავს. შვარცენეგერის მე-5 შვილზე (ქორწინების გარეშე) გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მარია შრაივერი, რომელმაც არნოლდს 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი აჩუქა, ქმარს გაშორდა, მაგრამ მშობლები კვლავაც განაგრძობენ შვილების აღზრდას.

ვალერი მელაძე (5შვილი)

მომღერალ ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება 2014 წელს დასრულდა. ვალერიმ მეორედ იქორწინა მომღერალ ალბინა ჯანაბაევაზე, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here