Home სხვადასხვა დაიჯესტი რა თამაშს ეწევა მეთიუ ბრაიზა

რა თამაშს ეწევა მეთიუ ბრაიზა

652
რა თამაშს ეწევა მეთიუ ბრაიზა

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ აშშდან, აზერბაიჯანში აშშის ყოფილმა ელჩმა _ მეთიუ ბრაიზამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ამჟამად უმუშევრის, მაგრამ კავკასიის საკითხებში ერთერთი მომზადებული ამერიკელი ექსპერტის, კავკასიის რეგიონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ოპოზიციონერის მსჯელობას ხშირად სჭირდება გარკვეული ანალიზი.

მაგალითად, სააგენტო IPN-ისთვის ცოტა ხნის წინათ მიცემულ ინტერვიუში ბრაიზამ განაცხადა, რომსაქართველო არ არის აშშისა და ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგში”. ხოლო იმისთვის, რომ შეიცვალოს ვითარება, თბილისმა აუცილებლად უნდა ჩაატაროსთავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიახლა და არა დადგენილ დროს _ 2020 წლის შემოდგომაზე. მისი თქმით, “დაე, გაიმარჯვოს მან, ვინც გაიმარჯვებს!” და შემდეგ: ჩვენმა წარუმატებლობამ რუსეთის შეკავებაში ან საკმარისი ფასის დაკისრებაში საქართველოში შეჭრისა და იმის გამო, რასაც რუსები ახლა აკეთებენ, გზა გაუხსნა იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა ყირიმსა და დონბასში”.

ბრაიზას აზრით, ვაშინგტონის შეცდომა არის ის, რომ უარი თქვა პლაცდარმად კავკასიის გამოყენებაზე რუსეთზე ზემოქმედებისთვის და ამჯობინებს, “დიალოგი” აწარმოოს მოსკოვთან. “ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობისას, რომელმაც აზერბაიჯანში ელჩად დამნიშნა, იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ აშშ შორდებოდა ამ რეგიონს, _ თქვა ბრაიზამ, _ პოლიტიკა ასეთი იყო: ჯერ რუსეთი, შემდეგ _ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები”. უფრო მეტი გულახდილობით აანალიზებს ბრაიზა ვითარებას სომხეთში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების პერსპექტივას.

ბრაიზა დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სურს, ბოლომდე აწარმოოს დიალოგი აზერბაიჯანთან. “მე ამის შესახებ მოვისმინე ძალიან მაღალ დონეზე ბაქოში, მაგრამ არსებობს მიზანი და პოლიტიკური რეალობა, _ მსჯელობს ბრაიზა. _ ვფიქრობ, მისი გაუბედაობა განპირობებულია ყარაბაღის დაჯგუფების ზემოქმედებით. სხვათა შორის, მასზე ზემოქმედება მოდის აშშ-დანაც, ამერიკაში სომხეთის ნაციონალური კომიტეტიდან. თავის დროზე მათ დაბლოკეს ჩემი დანიშვნა ბაქოში ელჩის პოსტზე. ყარაბაღის კონფლიქტი მათ ხელს აძლევთ: შესაძლებლობა აქვთ, ფული გამოიმუშაონ აშშ-ში”.

ბრაიზას აზრით, აქედან გამომდინარეობს ის, რომ ბაქო ოფიციალურ დონეზე ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ გამოთქმული პოზიციების გაკრიტიკებისას ელოდება მომენტს, როდესაც სომხეთის პრემიერი გაუმკლავდება ე.წ. ყარაბაღის კლანს, რომელსაც ის “ჯერ ვერ აკონტროლებს” და რომელიც, ბრაიზას აზრით, “მოსკოვის გავლენის ქვეშ იმყოფება”.

ფაშინიანი “ამჟამად იმყოფება ე.წ. ყარაბაღის დაჯგუფების საშინელი წნეხის ქვეშ. ეს არის ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი”, _ მიაჩნია ყოფილ დიპლომატს, რომელსაც ყოველთვის ეპარებოდა ეჭვი, რომ, მიუხედავად “ლამაზი რევოლუციისა, რომელიც ფაშინიანმა მოაწყო, ეს დაჯგუფება მას პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის უფლებას მისცემს. მეტიც, ამ ძალებს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს ჩრდილოეთიდან”.

კეთილი, დავუშვათ, რომ ფაშინიანი ასე თუ ისე შეძლებს ამ ოპერაციის ჩატარებას მთიან ყარაბაღში გასამართი არჩევნების გათვალისწინებით. მერე? თვითონ ბრაიზა აცხადებს, რომ “ტრამპს ამჟამად ყარაბაღისთვის არ სცხელა” და ვაშინგტონს ამ რეგიონში არ აქვს “მთლიანი, გააზრებული საგარეო-პოლიტიკური ხაზი”.

რატომ არ გამოხტავს ბრაიზა, ისევე, როგორც მისი დასავლელი პარტნიორები, ერთმნიშვნელოვან პოზიციას აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, როდესაც აცხადებს, რომ “მთიანი ყარაბაღის სამომავლო სტატუსი განისაზღვრება პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას”, საქართველოს შემთხვევაში კი ამერიკელები სხვაგვარად იქცევიან? რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრაიზა თბილისში, ისევე, როგორც ერევანსა და ბაქოში, შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებას ცდილობს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს განზრახული აქვთ, უახლოეს ხანში განაახლონ მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის შუამავლობით, ფაშინიანის წინააღმდეგობრივი განცხადებების მიუხედავად.

ბრაიზას აზრით კი, სომხეთის მთავრობის ასეთი პოზიციის გამო კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია. “მე რომ ვიყო მედიატორი და სომხეთი რჩებოდეს თავის პოზიციაზე, _ ამბობს ექსელჩი, _ ჩემს აღშფოთებას გამოვხატავდი და გადავდგებოდი”.

iarex.ru-ს

მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here