Home რუბრიკები პოლიტიკა რა აკავშირებთ ამერიკელებს ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ავღანელ “ბოევიკებთან”?

რა აკავშირებთ ამერიკელებს ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ავღანელ “ბოევიკებთან”?

ამერიკელებს სურთ, ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდეს კონფლიქტები და ქაოსი, ამით ისინი შეინარჩუნებენ დომინაციას რეგიონში

1626
რა აკავშირებთ ამერიკელებს ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ავღანელ “ბოევიკებთან”?

მართლაც საინტერესოა, რა კავშირი უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ავღანელბოევიკებსადა ტერორისტულ დაჯგუფებებთან? შესაძლოა, ამ კითხვის დასმა ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია. და, როდესაც თემას დეტალურად განვიხილავთ, გასაგები იქნება, რასთან გვაქვს საქმე და როგორია ვითარება როგორც მსფოლიოში, ისე საქართველოში. ეს საკითხი მით უმეტეს საინტერესოა ქართველი საზოგადოებისთვის, რადგან, სამწუხაროდ, მაგალითად, ავღანეთში არსებული პრობლემები პირდაპირ და ირიბად საქართველოსთან, კონკრეტულად კი ქართულ ჯართან არის დაკავშირებული _ ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდან მონაწილეობენსაერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების” (ISAF) ფარგლებში. ცალკე საკითხია, მიზანშეწონილია თუ არა ჩვენი ჯარის იქ ყოფნა, რადგან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში მისიის დაწყებიდან დღემდე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

ბევრის აზრით, ქართული ჯარის ყოფნა ავღანეთში გამართლებულია იმით, რომ ვებრძვით ტერორიზმს, რომელიც, სჯობს, შევაკავოთ საქართველოს საზღვრებიდან მოშორებით, რათა “ბოევიკების” დაჯგუფებები, მაგალითად “ისლამური სახელმწიფოს” მსგავსი, არ გაძლიერდნენ და საფრთხე არ შეიქმნას ქვეყნის საზღვრებთან ახლოს. ეს ლოგიკური არგუმენტია, მაგრამ ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში ამერიკელებთან ერთად მონაწილეობენ და, რადენიმე ფაქტის გათვალიწინებით, შესაძლოა, სწორედ ამერიკელებს ჰქონდეთ საეჭვო კავშირები “ბოევიკების” დაჯგუფებებთან. ამაზე მიუთითებს სკანდალები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგორდა.

თუ ეს ასეა, გამოდის, რომ აშშ-ის მხრიდან გარკვეულ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე და აუცილებელია ვითარებაში გარკვევა.

რაც შეეხება სკანდალს, აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინამორბედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ბრალი დასდო ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოსშექმნაში. ტრამპს, ალბათ, ჰქონდა ბრალდების მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას, თუმცა გამოძიება რატომღაც არ ჩატარდა. ეტყობა, ვაშინგტონში მიიჩნიეს, რომ, თუ დამტკიცდებოდა ბარაკ ობამას ან ჰილარი კლინტონის ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის დაარსებაში, ეს აშშის დისკრედიტაციას გამოიწვევდა, ამიტომ არც გამოძიება დაწყებულა და არც ამერიკული მედია აღარ საუბრობს ამ თემაზე. თუმცა, უამრავი ექსპერტი ალაპარაკდა ამ საკითხზე და ბევრი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. ნუთუ ამერიკელები მართლა არიან დაკავშირებული ტერორისტებთან და მათ საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ? კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალი დაკავშირებულია ყოფილ სენატორ ჯონ მაკეინთან. მან სირიაში კონფლიქტის მიმდინარეობისას საიდუმლო შეხვედრა გამართა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამ შეხვედრას ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრებიც ესწრებოდნენ. იმხანად უამრავი სტატია და ფოტომასალა გამოქვეყნდა ამ საკითხზე, მაგრამ არავის გამოუძიებია, როგორ მოხვდნენ ტერორისტები ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე, ალბათ, ისევ ვაშინგტონის ძალისხმევით დაიმალა მტკიცებულებები.

გავიხსენოთ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2017 წელს სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი აშშ-ის იმჟამინდელ ელჩ იან კელის, რომ მას ტერორისტებთან აქვს კავშირი. გულისხმობდა იმას, რომ იან კელი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და “ბოევიკებთან” შესახვედრად. იმხანად სირიაში ომი მიმდინარეობდა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებსა და სირიის სამთავრობო ჯარებს შორის. როგორც ცნობილია, პანკისიდან ადამიანები მიდიოდნენ სირიაში და ეწერებოდნენ “ბოევიკების” რიგებში. იან კელიმ ბრალდება უარყო, მაგრამ დაადასტურა, რომ პანკისში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა გაუგებარი დარჩა, რისთვის ჩავიდა იქ ამერიკის ელჩი.

რა აკავშირებთ ამერიკელებს ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ავღანელ “ბოევიკებთან”?

2020 წლის 29 თებერვალს აშშ-სა და ავღანურ დაჯგუფება “თალიბანს” შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფება “თალიბანი” 2003 წელს გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ჩნდება კითხვები _ გამართლებულია სახელწიფოს მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება? არის თუ არა ეს ტერორისტებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში აშშის, თვითდისკრედიტაცია? მსგავსი კითხვები ბევრს არ გასჩენია, რადგან მსოფლიოში მიღებულია, რომ, რადგან აშშ რაღაცას აკეთებს, ე.ი., ეს საერთაშორისო სამართლისა და, საზოგადოდ, მორალის ჩარჩოებში ჯდება, ამიტომ მსოფლიო მედია და ექსპერტების უმრავლესობა რატომღაც დადებითად აფასებენ იმ აშკარა აბსურდს, რომელსაც ამერიკელები სჩადიან.

ალბათ, საინტერესოა, რაზე შეთანხმდნენ აშშ და “თალიბანი”. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკელები ვალდებულნი არიან, დოკუმენტის გაფორმებიდან 135 დღის განმავლობაში სამხედროების რაოდენობა 12 000-დან 8 600-მდე შეამცირონ, ხოლო, თუ “თალიბანი” ამ ხნის განმავლობაში ძალადობას არ განახორციელებს, ამერიკელები მომდევნო 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გამოიყვანენ საკუთარ და ნატოს სამხედრო დანაყოფებს. “თალიბანი” კი ვალდებული იქნება, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე თავს არ დაესხას აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.

აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება საქართელოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ქართველი სამხედროები ავღანეთიდან გამოვლენ და მშვიდობიანად დაბრუნდებიან სამშობლოში; მეორე მხრივ კი, ავღანეთში აღარ იქნება ტერორიზმის საფრთხე. თუმცა, აშშ-სა და “თალიბანს” შორის მოლაპარკება, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ვაშინგტონის მანიპულაციებია. ამაზე მიუთითებს ის, რომ ამერიკელებმა ცოტა ხნის წინათ რუსეთი დაადანაშაულეს “თალიბანის” დაფინანსებასა და იარაღით მომარაგებაში, რაც “თალიბანის” წარმომადგენელმა უარყო (იხ. ბმული).

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? აშკარაა, რომ ამერიკელები განაგრძობენ ორმაგი სტანდარტისა და მანიპულაციების პოლიტიკას _ ისინი თანამშრომლობენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, დებენ ხელშეკრულებებს, კონკრეტული ამერიკელი პოლიტიკოსები შემჩნეულნი არიან ტერორისტებთან თანამშრომლობაში, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საჯაროდ დებენ ბრალსისლამური სახელმწიფოსშექმნაში და .. ამერიკელები გაეროს გვერდის ავლით არღვევენ საერთაშორისო ნორმებს და სხვას ადანაშაულებენ იმაში, რასაც თვითონ აკეთებენ.

რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ ამერიკელებს, როცა მსგავს ბრალდებას უყენებენ რუსეთს? ცხადია, რომ ეს აშშის მხრიდან ავღანეთში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა. ამით ამერიკელები ცდილობენ, პასუხისმგებლობა მოიხსნან და არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. როგორც ჩანს, სინამდვილეში ამერიკელებს სურთ, ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდეს კონფლიქტები და ქაოსი. ამით ისინი შეინარჩუნებენ დომინაციას რეგიონში. და, რა თქმა უნდა, აშშ, აგრეთვე, ცდილობს რუსეთის დისკრედიტაციას, რომელმაც ეფექტიანი მოქმედებით სირიიდან განდევნა და, ფაქტობრივად, დაამარცხა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”, რომელსაც ამერიკელები წლების განმავლობაში ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, ხოლო “ბოევიკები” ძლიერდებოდნენ და მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ. თუმცა ყველამ კარგად დაინახა, ვის რა მიზანი აქვს. არის კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი, რომლის გამოც ვაშინგტონში ზოგიერთს არ სურს ავღანეთის კონფლიქტის მოგვარება. ეს არის ამერიკული სამხედრო ლობი, რომელიც ცდილობს, სამხედრო მოქმედებების გამო ვაშინგტონიდან მიიღოს ფულადი დივიდენდები და ამიტომ არ არის დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმებით.

P.S. აუცილებელია, ვიცოდეთ სინამდვილეში რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს .. სტრატეგიული პარტნიორი აშშ, საჭიროა თუ არა ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის კონფლიქტში. საქართველო დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს საგარეო პოლიტიკის გატარებისას, სხვის ინტერესებსა (ამ შემთხვევაში ამერიკელების) და მანიპულაციებს არ უნდა ეწირებოდნენ ქართველი სამხედროები.

გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტოპატრიოტის

მთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here