Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ მიიტანეს სოროსისტებმა იერიში ქართველ ექიმებსა და ეკლესიაზე

რატომ მიიტანეს სოროსისტებმა იერიში ქართველ ექიმებსა და ეკლესიაზე

10296
რატომ მიიტანეს სოროსისტებმა იერიში ქართველ ექიმებსა და ეკლესიაზე

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წინსვლისთვის აუცილებელი შეიქნა ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა. მერე, როცა ქვეყნის სათავეშინაციონალური მოძრაობამოვიდა, დასავლური განათლების მქონე ადამიანებს ისეთ პრივილეგიებს სთავაზობდნენ, გაოცდებოდით. სწორედ დასავლური განათლება იყო მთავარი პირობა იმისა, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელ კადრებს მინისტრებადაც კი ნიშნავდნენ. პრინციპში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მინისტრი პირობითი ცნება იყო, რადგან მინისტრიც თვითონ მიშა გახლდათ, მოადგილეც, დამლაგებელიც და თავისი ხელქვეითების ქმარიც.

დასავლური განათლების პროპაგანდის პარალელურად, აუცილებელი შეიქნა ინგლისური ენის ცოდნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ინგლისური კი იყო ინსტრუმენტი, რათა ხალხის აზროვნება ანგლოსაქსურ, მომხმარებლურ, ეგოისტურ-ინდივიდუალისტურ ყაიდაზე გადაეწყოთ. ამიტომ იყო მასწავლებლების ჩამოყვანის პროგრამა (რომელმაც არ გაამართლა), ტელევიზიით გაშვებული ინგლისურენოვანი ფილმები (რომელმაც ასევე არ გაამართლა) და ყველაფრის დისკრედიტაცია და მიწასთან გასწორება, რაც რუსულ ენასთან იყო დაკავშირებული. არადა, ის თაობა, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ინგლისურის ნაცვლად რუსულად საუბრობდა (ისე, ინგლისურიც მშენივრად იცოდა ბევრმა, ზოგმაც გერმანული ან ფრანგული) და ამაში სამარცხვინოს ვერც მაშინ ხედავდა ვერაფერს და ვერც ახლა. საბჭოთა გადმონაშთს ეძახდა სააკაშვილი ყველას, ვისაც საბჭოთა კავშირში ჰქონდა განათლება მიღებული და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. საზოგადოდ, განათლების საბჭოთა სისტემა უნიკალური იყო, რადგან პრაქტიკულად 15-ვე რესპუბლიკაში პროცენტულად იმდენი პროფესიონალი შრომობდა, დანარჩენ მსოფლიოს გადაწონიდა. საბჭოთა განათლების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამ სისტემის დანგრევისა და ევროპულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, ვერ მოვახერხეთ განათლების ისეთი სისტემის შექმნა, რომელზეც ვიტყოდით: კარგია, დავტოვოთ და… არც იმ ძველზე დაბრუნება გვინდა, რომელმაც გაამართლა.

სხვა ბევრ რამესთან ერთად, საბჭოთა მედიცინა მსოფლიოში უძლიერესი იყო. მითებად და ლეგენდებად დადის საბჭოთა ექიმების მიერ გაკეთებული საქმეები. მითები და ლეგენდებია საიდუმლო ლაბორატორიები და კიდევ ათასი რამ, მაგრამ ფაქტია, რომ იმხანად პროფესიონალიზმზე პრეტენზია თუ ვინმეს ჰქონდა, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკებს. საბჭოთა კავშირის დამსახურებით, სამედიცინო სფერო ჩინეთსა და კუბაშიც განვითარდა და, საბედნიეროდ, დღემდე იმავე მიმართულებით ვითარდება, ჩვენთან კიკუბელი ექიმები ერთერთი (თუ ყველაზე არა) საუკეთესოები არიან მსოფლიოში. ჩინელმა ექიმებმა არამხოლოდ თავიანთი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს სახელი, ჩვენ კი ყველაფერი დავანგრიეთ და სწორება დასავლეთზე გავაკეთეთ.

ის, რომ საბჭოთა სკოლა დასავლეთისას სჯობდა, დღეს გამოჩნდა. ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და სხვები სწორედ საბჭოთა პერიოდში მიღებულ განათლებას იყენებენ დღეს და აოცებენ მსოფლიოს ახალ ვირუსთან ბრძოლაში. ანუ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვირუსი ახალია თუ ძველი, ისინი თავიანთ ცოდნას ახმარენ საქმეს და აკი ყველა წამყვანმა ქვეყანამ აღიარა, რომ პატარა საქართველოს დიდი ადამიანები ჰყოლია.

რამდენიმე დღის წინათ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების შესახებ განაცხადა: მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა ლოცვას. პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ, მას შევასრულებ. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე მეტნაკლებად. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს, თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და დაესწროს სააღდგომო ლიტურგიას, აქ საუბარია სააღდგომო ლიტურგიაზე, თუ დაიცვება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება…”

გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი

ატყდა, მაგრამ რა ატყდა. როგორ თუ ღმერთი ახსენა ექიმმაო და სოროსის ანასხლეტებმა იერიში არა მხოლოდ ქალბატონ მარინა ეზუგბაიაზე, არამედ ეკლსიაზეც მიიტანეს.

ჩემი დიდი თხოვნაა, რომ, თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით, მე არ ვარ აქტიური _ არ დამანახვოთ მარინა ეზუგბაია ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი. ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არ ეშინია და პაციენტებს არ ავნებს. საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა, რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ და გაიძახიან, რომყველაფერი უფლის ნებაა”, ძალიან საშიში. მოკლედ, ამუფლის მხედარი გმირებიდანარც ერთი. ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს მეტყვის. არ მინდა, არც ვარსკვლავი რატიანი _ ინგლისურის მცოდნე რიგითი, ახალგაზრდა ინფექციონისტი მეყოფა. ამ გამოქვაბულის აჩრდილებს არაფერი ეშველებათ. ან ბრეჟნევს უნდა ეთაყვანებოდნენ ან პატრიარქს”, _ ეს განცხადება გიგა ბოკერიას ცოლს _ თამარ ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის.

დავიწყოთ იმით, რომ სოროსის თაყვანისცემას ბრეჟნევის თაყვანისცემა აშკარად სჯობს (რა თქმა უნდა, უფალს არ ვახსენებთ ჯოჯოხეთის მოციქულებთან). იმ შემთხვევაში, თუ ჩერგოლეიშვილს ვირუსი მართლა შეეყრება (უფალმა დაიფაროს), არავის ხელში არ ჩავაგდებთ, როგორც ისურვა და ეშმაკი თავად მოძებნის, თავად მიაკითხავს, ხომ გაგიგონიათ, ფერი ფერსაო…

რაც ყველაზე საინტერესოა, ჩერგოლეიშვილის განცხადებაპრადვინუტი” “ევროპული საქართველოსწევრებმა არ დაგმეს. პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, თავისი სიმაღლის კელაპტრით რომ დგას ხოლმე ეკლესიაში და ხალხს ანახვებს, მორწმუნე ვარ, სანთელი მიჭირავსო, რატომ არ გამოვიდა და არ ამოიღო ხმა, რატომ არ დაგმო და არ უარყო ჩერგოლეიშვილის განცხადება, რატომ არ თქვა: ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევაო?! იმიტომ, რომ სხვაღმერთიჰყავს და მისი წყენინება არ გამოვა, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, როცა იმღმერთმაგრანტი უნდა გამოყოს დაევროპულმა საქართველომხელი მოითბოს. გრანტის ოდენობა 30 ვერცხლის ეკვივალენტი რომ იქნება, ადვილი მისახვედრია და ისიც ადვილი მისახვედრია, რა ძალები იყვნენ სათავეში და რა ძალები აპირებენ ისევ მოსვლას.

ცივილიზებული სამყარო აღიარებს ქართველი ექიმების უპირატესობას, ყველა ტაშს გვიკრავს, სიუჟეტებს უძღვნიან ჩვენს ქვეყანას, სოროსისტებს კი ეს ხელს არ აძლევთ. არ აძლევთ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი ექიმების გამარჯვება მათ მარცხს ნიშნავს. მერე რა, რომ დღეს ჩვენი ექიმების გამარჯვება მთლიანად ქვეყნის და, შესაძლოა, სამყაროს გამარჯვებაც იქნება, მთავარია, ისინი არ დამარცხდნენ.

აბა, ეზუგბაიამ, ცერცვაძემ და გამყრელიძემ თუ უშველეს ქვეყანას, გამოვა, რომ საბჭოთა კავშირი თავისი განათლებით კარგი ყოფილა და ტყუილად ასწავლიან შვილებს ევროპასა და ამერიკაში. თურმე ძველი განათლება უკეთესია; თურმე მთელი ინგლისურენოვანი ექიმები ვერ ახერხებენ იმდენს, რასაც ეს სამეული ახერხებს და ეს მათი კრახია, ეს მათი მარცხია, ეს ძია სოროსის მიწასთან გასწორებაა.

სამწუხაროდ, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა უკვე აღირიცხა. ეს ჩვენთვის სამწუხაროდ, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს ეს ყველაფერი ძალიან ახარებთ. მათ არ სურთ ქვეყნის გამარჯვება, არ სურთ უმსხვერპლოდ გამოსვლა, რადგან იციან, რაც მეტი მსხვერპლი იქნება, მით მეტი დახმარება წამოვა დასავლეთიდან და მით მეტ თანხებს ჩაიდებენ ჯიბეში. არასდროს, არასდროს არ ადარდებდათ მათ ადამიანთა ბედი, რიგითი ადამიანების ყოფა და ახლაც ასეა. ისინი ყოველთვის ილაშქრებენ ეკლესიის წინაშე, ნერვები ეშლებათ იმის გამო, რომ პატრიარქი ცოცხალია, რომ მრევლი გამრავლდა, რომ ექიმებიც კი უფალს ახსენებენ. თვითონ უღმერთოდ ცხოვრობენ და სურთ, ასევე იცხოვროს სრულიად საქართველომ.

ჩვენი ექიმების პროგნოზით, გარდაცვალების ფაქტები კიდევ იქნება, რადგან მედიცინას უჭირს ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპაში ასეულობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ამ ფონზე საქართველოს ბრძოლა მართლაც სამაგალითო და აღსანიშნავია. იმ საქართველოსი, რომლის სადარაჯოზეც საბჭოთა განათლებამიღებული ექიმები დგანან და ყველას უმტკიცებენ, რომ პროფესიონალები არიან. რომ არა ეს ვირუსი, ალბათ, ვერც ვერავინ გაიგებდა მათ უპირატესობას, მათ გამოცდილებასა და ცოდნას არავინ აღიარებდა და ისინი დარჩებოდნენ ჩასარეცხად განწირულ ადამიანებად, იმ ადამიანებად, რომელთა ჩარეცხვაც წინა ხელისუფლებამ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ახლა ისევ იმავეს ცდილობენ. ამ ექიმების უკან საქართველოს მოსახლეობა დგას, სოროსის უკან _ ჩერგოლეიშვილი და როგორ გგონიათ, ამ ბრძოლაში ვინ უნდა გაიმარჯვოს?

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here