Home ახალი ამბები მსოფლიო რატომ არის აშშ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებული

რატომ არის აშშ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებული

974
რატომ არის აშშ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებული

აშშის ტრანსპორტის სამინისტრომ კონსალტინგურ კომპანია Poten and Partners შეუკვეთა კვლევა იმის შესახებ, როგორ თქვას უარი აშშმა რუსულ თხევად აირზე. ქვემოთ მოცემულ მასალაში გაეცნობით პასუხს კითხვაზე _ რატომ ვერ შეძლებს აშშ უახლოეს მომავალში რუსულ აირზე უარის თქმას?

არასწორიაირი

აშშ-ის შტატები, ისეთები, როგორებიც არის ნიუ-იორკი, მასაჩუსეტსი და პენსილვანია, პიკური მოხმარების პერიოდში ვერ შეძლებენ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუ რუსეთისგან არ შეიძენენ თხევად ბუნებრივ აირს. მხოლოდ 2018 წელს ასეთი აუცილებლობა 7-ჯერ გაჩნდა. იანვარში, როცა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ანომალიური ყინვები დაიწყო, ბოსტონის პორტში ერთმანეთის მიყოლებით შევიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ორი ტანკერი _ Gaselys-ი და Provalys-ი, რომლებიც ფრანგული კომპანია Engie-ს ეკუთვნის.

ივლისში სიცხის გამო კონდიციონერები სახლებსა და ოფისებში სრული სიმძლავრით მუშაობდა და ამერიკელები იძულებულნი იყვნენ, სათბობის ახალი პარტია ეყიდათ ელექტროსადგურებისთვის.

26 ივლისს აირმზიდმა Gaselog Hong Kongმა ბოსტონის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალ Everetში იამალიდან (ნახევარკუნძული დასავლეთ ციმბირში _ . .) 100 მლნ კუბ.ზე მეტი ბუნებრივი აირი შეიტანა. ნოემბერში კი, ზამთრის დაწყების წინ, ბოსტონში შევიდანოვატეკისმიერ წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ოთხი ტანკერი.

აღსანიშნავია, რომ “ნოვატეკისა” და ამ კომპანიის თანამფლობელის, გენადი ტიმჩენკოს მიმართ ამერიკელებს დაწესებული აქვთ სანქციები, ამიტომ ამჟამად გარიგება ხდება შუამავალი ფრანგული ფირმების _ Engie-სა და Total-ის, მალაიზური Petronas-ისა და სხვების მეშვეობით, მაგრამ ფაქტია: ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთი შტატები სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებული რუსულ საწვავზე.

გასაგებია, რომ ამერიკელებს ეს არ მოსწონთ. ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები გამუდმებით აშინებენ ამერიკელ საზოგადოებას ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული კრიზისით, თუ რუსეთი შეწყვეტს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას. ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთის მოსახლეობა კი შეშფოთებულია რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის მცირე მოცულობით, რის გამოც ელექტროსადგურებს პიკურ პერიოდში ძვირად ღირებული და არაეკოლოგიური ქვანახშირის გამოყენება უწევთ.

ცოტა ხნის წინათ ენერგოკომპანია Exelon-მა განაცხადა 2022 წელს ბოსტონში ბუნებრივი აირის თბოელექტროსადგურის აშენების გეგმის შესახებ. თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 2000 მეგავატი იქნება. კომპანიამ ფრანგული Enige-სგან ტერმინალი Everett-იც კი შეიძინა, მაგრამ პროექტის რეალიზაციისთვის საჭიროა მთავარი საკითხის მოგვარება _ სად უნდა აიღონ ბუნებრივი აირი.

ჯონსის აქტისმარწუხებში

შეიქმნა აბსურდული ვითარება: მექსიკის ყურის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი აირის ამერიკული პროექტები ჩაშლის პირასაა მყიდველის არარსებობის გამო, ჩრდილოეთის შტატები კი იძულებულნი არიან, თხევადი ბუნებრივი აირი საზღვარგარეთ შეიძინონ. ყველაფერი თითქმის 100 წლის წინათ მიღებული კანონის ბრალია. “ჯონსის აქტისთანახმად, ამერიკის პორტებს შორის ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ მხოლოდაშშში აგებულ ხომალდებს, რომლებიც ეკუთვნის ამერიკელ მესაკუთრეს და მართავს ამერიკული ეკიპაჟი”.

ეს წმინდა პროტექციონისტული კანონი გემთმშენებლებს უცხოელი კონკურენტებისგან იცავდა და უზრუნველყოფდა სანაოსნო კომპანიების მონოპოლიას ტერიტორიულ წყლებში ტვირთების გადატანაზე, მაგრამ მან უკუჩვენება გამოიწვია _ ამერიკული გემთმშენებლობის დეგრადაცია.

ჯონსის აქტისმიღების მომენტში იაპონია, სამხრეთი კორეა და ჩინეთი თითქმის არ აგებდნენ საზღვაო ხომალდებს, მაგრამ 2015 წელს ამ ქვეყნებზე მოდიოდა მსოფლიოს გემთმშენებლობის ბაზრის 91,4% (ტონაჟის მიხედვით), _ აღნიშნულია კატანის ინსტიტუტის ცოტა ხნის წინათ ჩატარებულ კვლევაში. _ აშშში აგებული ოკეანის კლასის ხომალდების რაოდენობა კი 45-დან (1953 .) 5-მდე (2015 .) შემცირდა”.

ამასთანავე, აშშ-ში გემთმშენებელთა პროფკავშირის წყალობით, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი და გავლენიანია ქვეყანაში, დარგში დაკავებული ადამიანების რაოდენობა თითქმის არ მცირდება. “ეს ნიშნავს, რომ შრომის ნაყოფიერება განსაკუთრებით დაბალია, რის გამოც ამერიკული გემები უცხოურზე 5-ჯერ ძვირი ღირს, _ ასკვნიან კვლევის ავტორები, _ ამიტომ სანაოსნო კომპანიები, მათ შორის, ამერიკული, არჩევანს აკეთებენ იაპონური, კორეული და ჩინური გემების სასარგებლოდ, რომლებიც გაცილებით მიმზიდველია ფასის, საიმედოობისა და გამოყენების ვადის მიხედვით”.

არჩევანი არ არსებობს

აშშ-ის გემთმშენებელი დარგი სამხედრო შეკვეთების ხარჯზე არსებობს. სამოქალაქო სეგმენტში კომპანიებს არ ჰყავთ არც ერთი აირმზიდი. მათ პორტფელში არ არის არც ერთი შეკვეთა ტანკერებზე.

თხევადი ბუნებრივი აირის ჩატანა ლუიზიანიდან ბოსტონში ამერიკელებს მხოლოდჯონსის აქტისგაუქმების შემდეგ შეეძლებათ, მაგრამ, როგორც კატონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, გემთმშენებელთა გააფთრებული წინააღმდეგობის გამო ამის შანსი ძალიან მცირეა. “ჯონსის აქტისგაუქმება დღევანდელ პირობებში გამოიწვევს იმას, რომ ამერიკული კომპანიები ბაზარს დაუთმობენ უცხოელებს. ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა იპოვონ Poten and Partners Inc-ის კონსულტანტებმა. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერის პირობების მიხედვით, მათ უნდა განსაზღვრონ, რამდენი ტანკერი უნდა ააგონ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მექსიკის ყურიდან ბოსტონში გადასატანად, ისე, რომ არ დაირღვეს “ჯონსის აქტი”.

ამერიკის გემთმშენებლობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ გეგმის რეალიზაციას ბევრი წელი დასჭირდება და ამ ხნის განმავლობაში აშშ-ს მოუწევს ბოსტონისთვის იმპორტული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენა _ ესე იგი, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის, რადგან ფასის გათვალისწინებით “იამალ სპგ”-ს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here