Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინისა და ტრამპის შეხვედრამ დაძაბა ლონდონი

პუტინისა და ტრამპის შეხვედრამ დაძაბა ლონდონი

1587
პუტინი ტრამპი

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების _ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ივლისში ევროპის ტერიტორიაზე შეხვედრის შესაძლებლობამ დიდ ბრიტანეთში დაძაბულობა და შეშფოთება გამოიწვია. ამის თაობაზე წერს გაზეთი The Timesi, მაღალი დონის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ევროპელ პოლიტიკოსებს აწუხებს ის, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ, რომელიც ნატოს სამიტამდე უნდა გაიმართოს, შესაძლოა, გული აუცრუოს ტრამპს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკზე, ასევე, უარყოფითად იმოქმედოს ლონდონში 13 ივლისისთვის დაგეგმილ მის ვიზიტზე.

“გაურკვეველია, როდის გაიმართება პუტინისა და ტრამპის შეხვედრა _ სამიტამდე და ბრიტანეთში მის ვიზიტამდე თუ ამ ღონისძიებების შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია, შემდეგ  მოეწყოს”, _ განაცხადა წყარომ უაიტჰოლში.

სხვა ინფორმატორის თქმით, ბრიტანეთის მთავრობაში ალიანსის ბედი აშინებთ. მან გამოცემას უთხრა, რომ სამიტამდე შეხვედრის გამართვა “ძალიან ნეგატიური მოვლენა იქნება”, რომელმაც შეიძლება “შეშფოთება გამოიწვიოს”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ წინა დღით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალის ლიდერობა ეჭვგარეშეა.

ბრიუსელში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ მასმედიამ ადრევე გაავრცელა ინფორმაცია. კრემლში განაცხადეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტამდე ამ ღონისძიების გამართვა გამორიცხულია.

9 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შეიძლება ვენაში მოეწყოს. პუტინმა თხოვნით მიმართა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს, მოლაპარაკება გამართოს აშშ-ის პრეზიდენტთან ამ საკითხზე.

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ G-20-ის სამიტზე  ჰამბურგში 2017 წლის ზაფხულში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here