Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონელები და ბალტიისპირელები ევროკავშირს შლიან

პოლონელები და ბალტიისპირელები ევროკავშირს შლიან

საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ, აღმოსავლეთი ევროპა წინააღმდეგია

166

გერმანია გამოვიდა ინიციატივით, პირველად მრავალი წლის განმავლობაში ჩატარდეს რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის შეხვედრა, რომელზეც რუსეთის წარმომადგენელი იქნება ვლადიმერ პუტინი, ევროკავშირის _ მასში შემავალი სახელმწიფოების ლიდერები. სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა 25 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, რომელზეც, როგორც დასავლური პრესა წერს, გაიმართა ყველაზე მწვავე დისკუსია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ორსაათიანი განხილვა, “დროდადრო ემოციური”, დასრულდა იმით, რომ დაასკვნეს: უახლოეს ხანში აუცილებელი არ არის ორგანიზება პუტინთან სამიტისა, რომლის ინიციატორები იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

“ევროპელმა პუტინმა”, დიდი ხანია, გულძმარვა გაუჩინა ევროინტეგრატორებს, ამიტომ მისი ქმედების განხილვისას ისმოდა ისტერიკული შეძახილები: “შენ გადაკვეთე წითელი ხაზი! ეს ის ევროპა არ არის, რომელშიც მინდა, ვიცხოვრო”, _ აღშფოთებას ვერ მალავდა ლუქსემბურგის ჰომოსექსუალი პრემიერმინისტრი. “მე განზრახული მაქვს, ისინი დავაჩოქო, ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპეს”, _ განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა. “სირცხვილია! გავრიცხოთ!” _ ამ ფრაზებს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მისამართით ისროდნენ და მოითხოვდნენ ახსნა-განმარტებას რამდენიმე დღის წინათ უნგრეთში არასრულწლოვანთა შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის გამო. ევროკავშირის 17 ქვეყნის (27-დან) ლიდერებმა ხელი მოაწერეს მიმართვას ორბანისადმი და მისი კანონის გაუქმებისკენ მოუწოდეს, მაგრამ ორბანი მედგრად იდგა და არ თმობდა თავის პოზიციას _ ჩვენ ოჯახებს ვიცავთ!

მის დასაცავად კი ხმა არავის ამოუღია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიმართვას ხელი არ მოაწერეს, მხოლოდ გაისმა ხმები, რომ უნგრეთის გარიცხვის გადაწყვეტილების მიღება საჩქარო არ არის. ეს გასაგებიც არის: არავის სურს, ევროკავშირს კიდევ დაარტყას. ორბანი კი გაჯიუტდა. ასე რომ, უნგრეთი რჩება ევროკავშირში, ეს, რაც უნდა ამწარებდეს ევროინტეგრატორებს.

ევროპელი პუტინისსაკითხის გარკვევის შემდეგ ევროპელი ლიდერები გადავიდნენ დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე _ ამჯერად ჩვეულებრივ პუტინთან შეხვედრის განხილვაზე. და აქ მერკელს, რომლის ინიციატივაც იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამართვა, წინააღმდეგობა გაუწიეს 10 ქვეყანა წინააღმდეგი წავიდა, თანაც მთავარი ოპონენტები აღმოსავლეთევროპული ქვეყნები იყვნენ _ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

25 ივნისს, გვიან ღამით, იმედგაცრუებულმა კანცლერმა განაცხადა, რომ ძალიან დაწვრილებითი და რთული დისკუსიის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება რუსეთისა და ევროკავშირის ხელმძღვანელების სასწრაფო შეხვედრაზე, ანუ უმაღლეს დონეზე. “მე მსურდა, უფრო გაბედული ნაბიჯი”. ზოგიერთმა სააგენტომ მერკელის სიტყვები ასე თარგმნა: “მე იმედი მქონდა, რომ ამ საკითხზე უფრო მეტ გამბედაობას გამოიჩენდნენ”, რაც სასაცილოდ ჩანს სამიტის დღის წესრიგის შემდეგი პუნქტის ფონზე.

ქალი, ევროპის ფაქტობრივი ლიდერი, გამბედაობასა და სიმამაცეს ელოდა კოლეგამამაკაცებისგან, რომლებმაც მანამდე ორი საათი დახარჯესევროპელი პუტინისგან ნამდვილი ევროპული ღირებულებების დაცვაზე”, და მათგან ელოდებოდა თანხმობას პუტინთან შეხვედრაზე, რომელსაც ყოველდღიურად ეძახიან არა მხოლოდ ლგბტ თემის, არამედ სრულიად ევროპის მტერს? თუმცა აქ არის პარადოქსიც: ბევრი, ვინც პუტინთან შეხვედრის წინააღმდეგია, ლგბტ პროპაგანდასაც ეწინააღმდეგება (ისე ღიად არა, როგორც ორბანი, არა საერთო ევროპულ სივრცეში, არამედ შინ), ხოლო ბევრი მათგანი, ვინც ლგბტ პირებს უჭერს მხარს, სულაც არ არის პუტინთან შეხვედრის წინააღმდეგი _ ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, იტალიისა და ავსტრიის ხელისუფლებების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ინდივიდუმებიც, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერი მარკ რიუტე _ ის ორბანის (მასთან ერთად უნგრეთის) გარიცხვასაც ითხოვს ევროკავშირიდან და პუტინთან შეხვედრის წინააღმდეგიცაა. მასში არის რაღაც თანამიმდევრულობა მაინც, რაც არ ითქმის პოლონელებზე.

სერიოზულად კი ევროკავშირს არ ჰყოფნის არა მხოლოდ ვაჟკაცობა ან ერთობა, არამედ არ ჰყოფნის დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და სტრატეგიული აზროვნება (არავინ შეეცადოს ბრიუსელში იმის თქმას, რომ ეს თვისებები ადრე მამკაცურ თვისებებად მიიჩნეოდა).

და რას სთავაზობდა ევროპელებს მერკელი? მოდი, ვისარგებლოთ ხელსაყრელი მომენტით (ჟენევაში რუსეთ-ამერიკის შეხვედრის შემდეგ) და დავუბრუნდეთ რუსეთთან დიალოგს. არ გავაუქმოთ სანქციები, არ ვთქვათ უარი შეკავებაზე, უბრალოდ, გავაკეთოთ ის, რაც გააკეთა უფროსმა პარტნიორმა აშშ-მა, მით უმეტეს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს უამრავი საერთო თემა აქვთ _ აი, მაკრონიც ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოება შეუძლებელია რუსეთის გარეშეო. ამ შემთხვევაში მერკელი თავის თავზე არ ფიქრობდა _ ის, კანცლერის რანგში, მაინც მოასწრებს პუტინთან შეხვედრას, მაგრამ საქმე ეს არ არის. ფრაუ მერკელი ზრუნავს გერმანიის ინტერესებზე ისე, როგორც ესმის. ახლახან დაიცვესჩრდილოეთის ნაკადი-2”, მოილაპარაკეს მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ ბაიდენთან, მაგრამ რთული იქნება ბუნდესტაგის არჩევნები _ მემკვიდრეებს რაღაც ხომ უნდა დაუტოვო გაკეთებულიაღმოსავლეთის ფრონტზე”? აქ კიდევ ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული.

და რატომ არ უნდა განახლდეს დიალოგი რუსეთთან, ეს ხომ გერმანიის ინტერესებშია, ევროპის ინტერესებშიც, იმიტომ, რომ გერმანული და ევროპული ელიტა უკვე განუყოფელია.

მაგრამ მერკელის სრულიად გონივრული და ხელსაყრელი წინადადება ევროკავშირში ჩაიძირა ევროპაში ყველაზე პროამერიკელი და ყველაზე უპასუხისმგებლო ძალების დახმარებით. რა გამოდის _ გერმანელები, ფრანგები, იტალიელები მხარს უჭერენ მოსკოვთან დიალოგს, პოლონელები და ბალტიისპირელები (ჩრდილოეთ ევროპის ნაწილის მხარდაჭერა) კი წინააღმდეგნი არიან, მაგრამ რომელია მათგან ევროპა?

პოლონეთი, რომელიც ევროინტეგრატორებში ისეთივე გულძმარვას იწვევს, როგორსაც უნგრეთი, _ თავიანთი ფასეულობებისა და დამოუკიდებლობის დაცვის გამო? ბალტიისპირელები, რომლებსაც არანაირი დამოუკიდებელი როლი არ აქვთ, ანტირუსულის გარდა?

სიმბოლურია, რომ ევროკავშირის სამიტზე პუტინთან შეხვედრის განხილვა მიმდინარეობდა ყირიმში ბრიტანელთა პროვოკაციის ფონზე. ყველას ესმის, რომ დიდი ბრიტანეთი კი გამოვიდა ევროკავშირიდან, მაგრამ ანგლოსაქსების კლიენტებს კვლავ აქვთ ევროკავშირის კურსზე ზემოქმედების შესაძლებლობა. აქ საქმე სულაც არ არის რუსეთისა და ევროპის ურთიერთობებში, არც მერკელისა და მაკრონის მიერ შეკრებილ სამიტში. მოსკოვი არ იკვებება ილუზიებით განსაკუთრებულ სარგებლიანობაზე. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, “საჭიროა, ჩვენმა კოლეგებმა აგვიხსნან, რა აქვთ მხედველობაში, რისკენ მიისწრაფვიან”.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი მოგვიანებით მაინც გაიმართება, თანაც თვითონ ევროკავშირის ინიციატივით, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თვით ევროკავშირის სისუსტეს.

ბერლინს იმედი ჰქონდა თავისი სიძლიერის, თავისი გადაწყვეტილების გატანის შესაძლებლობის, მით უმეტეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ და, როცა ბერლინი და პარიზი ერთობლივად მოქმედებენ _ წინ ვინ აღუდგებათ, მხოლოდ ჯიუტი ორბანი?

როგორც ჩანს, ევროკავშირში პროამერიკული და პროანგლოსაქსური ფრაქციები გააფთრებით დაუპირისპირდებიან საფრანგეთ-გერმანიის ალიანსს და შეეცდებიან, ევროკავშირს წაართვან დამოუკიდებლობა, მოქმედების თავისუფლება და სტრატეგიული დაგეგმვა.

P.S. ევროავშირის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატსა და პირობაზე მსჯელობას, _ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. “მიმაჩნია, რომ გონივრული იქნება, მოიძებნოს ფორმატი, რომელშიც ევროკავშირი დაელაპარაკება რუსეთს. გუშინ ჩვენ საკმარისად ვერ წავიწიეთ წინ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სასწრაფოდ მოსამზადებლად, მაგრამ კვლავ ვილაპარაკებთ ფორმატზე. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე. ამ თემას შემდეგ სამიტზე დავუბრუნდებით”, _ დასძინა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე გაზეთმა Financial Timesმა დაწერა, რომ მერკელსა და ემანუელ მაკრონს სურთ, ევროკავშირმა განიხილოს სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის საკითხი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here