Home ახალი ამბები მსოფლიო “პლანეტას ელოდება არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური აცივება”

“პლანეტას ელოდება არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური აცივება”

233

თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში და მის გარეთ გაბატონებულია თვალსაზრისი, რომ დედამიწას ელის დათბობა, რომელიც გამოწვეული იქნება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფით, მაგრამ ჰიპოთეზას დედამიწაზესათბურის ეფექტისმიზეზით საშუალო ტემპერატურის მომატების შესახებ ყველა მეცნიერი არ ეთანხმება.

წამყვანი ასტროფიზიკოსის, დოქტორ ვილი სუნის, აზრით, პლანეტას ელოდება არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური აცივება, გამოწვეული მზის აქტივობის შემცირებით. ამასთანავე, როგორც სუნი თვლის, ნახშირორჟანგსა და ადამიანის მოღვაწეობას არ შეუძლია, სერიოზული გავლენა იქონიოს პლანეტის კლიმატზე. ეს თვალსაზრისი მეცნიერმა გამოცემა The New American-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში გამოთქვა.

ამასთანავე, ვილი სუნმა აღნიშნა, რომ ნახშირორჟანგი სიცოცხლის აირია და მის გარეშე დედამიწაზე ფლორა და ფაუნა ვერ იარსებებს. მეცნიერი, რომელიც თანამშრომლობს უნგრეთის პლანეტური კვლევების ინსტიტუტსა და სხვა ორგანიზაციებთან, ვარაუდობს, რომ ტყის ხანძრებითა და დედამიწის ატმოსფეროში გამონაბოლქვი ჭარბი ნახშირორჟანგით გამოწვეული ზიანი ისეთი არ არის, როგორც ამას ალარმისტები წარმოაჩენენ. ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სუნმა გამოააშკარავა გლობალური დათბობის მომხრეთა გეგმები და განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებები ადამიანის მოღვაწეობით არ არის გამოწვეული და ამ საკითხზე გაეროს სამთავრობოთაშორისი ექსპერტების ჯგუფის დასკვნა სანდო არ არის.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here