Home რუბრიკები პოლიტიკა პანკისი-თბილისი: რატომ უშვებს ხელისუფლება ამდენ შეცდომას?

პანკისი-თბილისი: რატომ უშვებს ხელისუფლება ამდენ შეცდომას?

3240
პანკისი

21 აპრილს დაიძაბა ვითარება პანკისის ხეობაში, სადაც მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებდა. 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლება მუდამ ხაზს უსვამდა იმას, რომ, წინამორბედისგან განსხვავებით, პოლიციურ ძალას ძალიან ფრთხილად იყენებს, მაგრამ გასულ კვირას აშკარად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ბათუმში 2017 წლის მარტში და სხვა ანალოგიური კრიზისების დროს ჩავარდნილა. დაშავდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და პოლიციელები, დაიწვა შსს მანქანები და სამშენებლო ტექნიკა; შეიძლებოდა თუ არა ყოველივე ამის თავიდან აცილება, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ადეკვატურობა დღითიდღე მცირდება და მას სხვა ბოლოდროინდელი მოვლენებიც ადასტურებს?

ყველაზე დიდ ეჭვს მომხდართან დაკავშირებით ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას, პოზიცია იწვევს _ შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, პოლიცია მშენებლობის ტერიტორიაზე სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შევიდა. დავა ჰესის მშენებლობაზე საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება. ადგილობრივების ნაწილი დაჟინებით ირწმუნება, რომ სამუშაოების დაწყება და პოლიციის შემოყვანა მოლაპარაკების დასრულებამდე ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევა იყო.

21 აპრილს პანკისის მოვლენების კვალობაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში”. ბრალდება ინტერესთა კონფლიქტზე, ცხადია, დეტალების დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ, თუნდაც დროის ფაქტორიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ახალმა მინისტრმა არ გამოიყენა “მშვიდობიანი დარეგულირების” ყველა რესურსი და, პრაქტიკულად, დანიშვნისთანავე ძალისმიერ სცენარს მიემხრო. იმის პროგნოზირება, რომ მას ესკალაცია მოჰყვებოდა, არც ისე რთული იყო. შესაბამისად, უნდა არსებულიყო რაღაც სერიოზული მოტივი, რომელმაც ფიგურანტს ამ მიმართულებით უბიძგა.

გიორგი ქობულიას მინისტრობის პერიოდში თურნავა მოადგილის რანგში სწორედ ენერგეტიკას კურატორობდა. საინტერესოა, რომ მინისტრის მოადგილე ის როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილისა და ივანიშვილის მმართველობის წლებშიც იყო. თუმცა განხილულ კონტექსტში, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის წლების განმავლობაში ძმები ბეჟუაშვილების “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” მმართველი საბჭოს წევრი იყო და მასში შემავალ “საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციაშიც” მოღვაწეობდა. ამავე კორპორაციის გენერალური დირექტორი 2010-12 წლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახლდათ. საინტერესოა, რომ 2012-ში ორივემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საკმაოდ დიდი თანხა შესწირა, ბახტაძემ _ 20 ათასი, თურნავამ კი _ 35 ათასი. დღევანდელი მთავრობა ბეჟუაშვილების კადრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მაგალითად, ბახტაძემ დანიშვნისთანავე შექმნა ახალი სტრუქტურა _ პრემიერმინისტრის აპარატი და მის ხელმძღვანელად ბეჟუაშვილების კუთვნილი “საქართველოს მედია ჰოლდინგის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭოლაძე დანიშნა. სხვათა შორის, შპს “ფერი”, რომელმაც 21 აპრილს (კვირას, ბზობას) დაიწყო ჰიდროელექტროსადგურ “ხადორი-3”-ის მშენებლობა, რაც კინაღამ სისხლისღვრით დასრულდა, იყო “სააქციო საზოგადოება დარიალი ენერჯის” მთავარი აქციონერი, რომლის დირექტორი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე გახლდათ (ცნობილი “ნაც-შემწირველი” _ 35 ათასი ლარი). მაგრამ მთავარი პრობლემა, ალბათ, არა მაღალჩინოსნების წარსულია, არამედ ის, რომ მსხვილი, ოლიგარქიული ტიპის ბიზნესიდან მოსულმა კადრებმა აღმასრულებელ სტრუქტურებს, მათ შორის ძალოვან ორგანოებს, შეიძლება შეხედონ, როგორც ლობირების ინსტრუმენტს და შესაბამისად გამოიყენონ.

ამავე თემაზე თურნავას წინამორბედის, გიორგი ქობულიას გადადგომაზეც მსჯელობდნენ. სოცქსელებში, ალბათ, ათასჯერ დაწერეს: “ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა”, ვინაიდან მინისტრის გადადგომის ფორმა საზოგადოებას აშკარად არ მოეწონა, ისევე, როგორც პრემიერმინისტრის ბუნდოვანი კომენტარი _ მან თითქოს შეაქო ქობულია და თან გააკრიტიკა. თვითონ ქობულიას არაფერი განუმარტავს და არც თურნავას წარდგენას დასწრებია, რასაც შეიძლება მხოლოდ ორი ახსნა ჰქონდეს _ არ აინტერესებს, რას იფიქრებს მასზე საზოგადოება, და მასთან ურთიერთობის მიღებული ფორმების დაცვა არ სურს; ან კიდევ _ არ შეუძლია ახსნას, რა მოხდა _ შიშის ან სხვა ფაქტორის გამო. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, თითქოს ხელისუფლებამ უთხრა ამომრჩევლებს: “ვისაც გვინდა _ მოვხსნით, ვისაც გვინდა _ დავნიშნავთ, თქვენი რა საქმეა”. ინფორმაციის ნაკლებობის გამო ფართოდ გავრცელდა კონსპიროლოგიური ვერსიები, რომელთა თანახმად ქობულია ივანიშვილთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესებს შეეწირა. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, პოლიტიკური თამაშის დღევანდელი წესები მოსახლეობას სწორედ ასეთი დასკვნისკენ უბიძგებს. “მინისტრი-ლობისტი” საქართველოში აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და არა გამონაკლისი, ეჭვები თურნავას მიმართ ესოდენ ფართოდ ამიტომ გავრცელდა. მისი უწყების პოზიცია კვლავ ხისტია. “სამინისტროს პოზიციაა, რომ ის ჰესები, რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს”, _ განაცხადა თურნავას მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა უკვე მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მიდგომიდან გამომდინარეობდა მშენებლობის განახლებისა და პოლიციის გამოყენების გადაწყვეტილება მოლაპარაკებისა და სასამართლოს დასრულებამდე (ადგილობრივები ჰესისთვის ნებართვის გაცემას ასაჩივრებენ).

ალბათ, გულუბრყვილო იქნება მსჯელობა იმაზე, რატომ გვევლინება ხელისუფლება მსგავს სიტუაციებში მსხვილი ბიზნესის ინტერესების მსახურად, რადგან არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის პირობებში ეს მისი “ბუნებრივი მდგომარეობაა”. საინტერესოა სხვა რამ: რატომ ირჩევს ხელისუფლება ესოდენ სულელურ ტაქტიკას? “კლასიკურ მაგალითად”, ალბათ, კანაფის კულტივირების კანონპროექტი უნდა ჩავთვალოთ. საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ივანიშვილს წყალში ჩაუყარა მოსამზადებელი სამუშაო, არჩევნების წინ კონსერვატიული ელექტორატის დიდი ნაწილი გადაიმტერა და საბოლოოდ ნულოვანი შედეგი მიიღო. შეგვიძლია გავიხსენოთ მოსამართლეების პრობლემაც _ ირაკლი კობახიძის თქმით, (პარტიის) თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა, რა თქმა უნდა, სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში”. შედეგი: უდიდესი სკანდალი, ფრაქციის დაშლა, დაპირისპირება არასამთავრობოებთან და “ქართული ოცნების” იმ ყოფილ მხარდამჭერებთან, რომელთათვის “კლანის” დატოვება სასამართლოში “წითელ ხაზს” მიღმა მდებარეობს. საკონსტიტუციო რეფორმა, რეჟიმის გამყარების გარდა, დემოკრატიული ფასადის შელამაზებას ემსახურებოდა. შედეგი: მმართველი პარტია დიქტატში დაადანაშაულეს, კონსტიტუციის შეცვლა მას სრულ იზოლაციაში მოუწია და იმის მტკიცება, რომ ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა სინამდვილეში პოზიტიური იყო (იმავეს დღესაც, მოსამართლეთა პრობლემის მიმართაც აკეთებს). ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ხელისუფლებამ მდგომარეობა გაიუარესა, ხოლო სასურველ შედეგს სრულად ან ნაწილობრივ ვერ მიაღწია. ნუთუ არ არსებობდა სხვა უფრო გონივრული სცენარი? გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე _ მოსახლეობის 90% რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო”, _ განაცხადა პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. ნუთუ ამ დასკვნის გაკეთება ქვების სროლამდე არ შეიძლებოდა?

ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ ეს ტაქტიკური ასპექტია, ხოლო მთავარი, სტრატეგიული პრობლემა, ალბათ, უარყოფით სელექციაშია, რომლის გამო ხელისუფლებაში, ერის საუკეთესო წარმომადგენლების ნაცვლად, უვარგისები ხვდებიან. ზიგმუნდ ფროიდი წერდა, რომ ძალაუფლების წყურვილი ნერვული აშლილობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იმის გამო ჩნდება, რომ ადამიანი სამყაროს წინაშე შიშს განიცდის და მას აუცილებლად სჭირდება მსხვერპლი, რომელთან ერთად სადომაზოხისტურ წყვილს შექმნის. ერიხ ფრომი ამბობდა, რომ “ფსიქოლოგიურ ასპექტში ძალაუფლების წყურვილი ეფუძნება არა ძალას, არამედ სისუსტეს… რაც უფრო ძლიერია ლტოლვა ძალაუფლების მიმართ, მით უფრო ვლინდება ინდივიდის დამოკიდებულება სხვებზე”. დემოკრატიულ სისტემებში გაცილებით დიდია იმის ალბათობა, რომ ამომრჩეველი პათოლოგიური მიდრეკილებების მქონე პირებს ხელისუფლებამდე არ მიუშვებს, მაგრამ დღევანდელ საქართველოში საკადრო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და მისთვის, როგორც ჩანს, სავსებით მისაღებია ფსიქოლოგიურად სუსტი და, შესაბამისად, მართული პოლიტიკოსების მოხვედრა ზედა ეშელონში. აქ, სავარაუდოდ, შემდეგი მექანიზმი ირთვება: ივანიშვილთან ურთიერთობაშიქართული ოცნებისლიდერები დამცირებას განიცდიან, შემდგომ კი მის კომპენსირებას მათზე დაბალი სტატუსის მქონე პირებთან ურთიერთობაში ცდილობენ. მათ, სავარაუდოდ, ჰგონიათ, რომ მართვა მითითებების გაცემასა დალეგალიზებულ ძალადობასუდრის. “ქართული ოცნების” ფრაქციაში მომხდარი განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გარემოცვა დეპუტატებში ხელქვეითებს, ლამის მსახურებს ხედავდნენ, მათთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, “ბიძინობდნენ” და, როგორც ჩანს, არ ესმოდათ, რომ კოლეგების ნაწილს, ისევე, როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობას, არ ხიბლავს მსხვერპლის როლი ფროიდის მიერ ნახსენებ “სადომაზოხისტურ წყვილში”. ალბათ, სწორედ აქედან მოდის პრიმიტიული, ძალმომრეობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომელსაც სუსტი პიროვნებები და ცუდი პოლიტიკოსები იღებენ _ მნიშვნელობა არ აქვს, ჰიდროენერგეტიკას ეხება ეს, საპარლამენტო ფრაქციას თუ საკონსტიტუციო რეფორმას.

დიმიტრი მონიავა

2 COMMENTS

  1. ხელისუფლების ,,შეცდომები” ყოველთვის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ურტყავს ყოველთვის (გასაკვირად), აი მაგალითად ეთნოკონფლიქტების ახალი კერების გაჩენის სურვილი ყოველთვის არსებობდა საქართველოში, აბა ტყუილად კი არ ჩამოუსახლებია საბჭოთა კავშირს( ამ ბოროტების მპერიას ) თავის დროზე აქ სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები, ჩრდილო კავკასიელი გადამთიელები. აბა რა გგონიათ რომ, ეს უბრალოდ ,,მიამიტური” დასახლებანას თამაშია? რა უნდათ აბა ამ ქისტებს საქართველოს ძირძველ მიწაზე? განა იმას ვამბობ რომ არ უნდა ცხოვრობდნენ მეთქი, კი ეხლა უნდა იყვნენ, რადგან საქართვლო უკვე მათი სამშობლო გახდა, მაგრამ თავის დროზე ესენი ზუსტად რუსმა ღორებმა დაასახლეს აქ. მაგ მიზეზით, აფსუებიც კი დაარწმუნეს რომ აფხაზები არიან, არადა აფხაზი იგივე ქართველია და ვიღაც გადამთიელები შეაგულიანეს და შეაიარაღეს და აგერ ბატონო რაც მივიღეთ, მეასეჯერ მოუნდებათ იგივეს გაკეთება, რადგან მაგათ სცენარი ერთი აქვთ. გადააგდონ სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება, დასვან მარიონეტები, მერე მისცენ დირექტივები ,,მუსკკუვიდან” და ესენი როგორც მათხოვრები შეასრულებენ ყველაფერს. რამდენ რუბლზე დოლარზე, თუ ევროზეა მოლაპარაკება ამ ყოველივეს სანაცვლოდ ჯერ ვერ მივხვდით, მარა თანდათან გავერკვევით ქართველებო მაგაშიც, დრო წინაა, ამიტოა სულ დაძაბულობა რომ არის ამ საცოდავ ქვეყანაში, სულ კონფლიქტი, არასტაბილურობა, ენერგორესურსებით შანტაჟი, ჩვენი მუდამ გაუთვითცნობიერებელ მდგომარეობაში ყოფნა.. დაკნინება ჩვენი ერობნული, ტრადიციულის, ზნეობრივი ინტერესების და ბოლოს შეტევა გონებაზე. ყოველთვის რუსის პრობლემა იყო ქართველის სიჯიუტე და აჰა მონახეს აგერ ახალი ოინი, მოდით დავუკნინოთ განათლების სისტემა საქართველოს და გამოვალენჩოთ ადამიანებიო და რაც მოგვესურვება იმას გავაკეთებინებთ მერეო და აჰა, ასეაც ხდება, მოგვახვიეს თავს მარიხუანის ლეგალიზაცია… ბიძო და მიშა კი გამალებული ასრულებენ დავალებას რომ ,,ნაც და ქოც” ბანაკად იწოდებოდეს საქართველო დღეს, ანუ გაიხლიჩოს, მოენატრა რუსეთს ეტყობა საქართველოს ორ ბანაკად გახლეჩვა და თუ დავერევით ერთმანეთს მთლად გაგიჟდება სიხარულით. აბა თქვენ იცით ორგრამიანო იხვის ჭუჭულებად ქცეულო ჩემო უბედურო საქართველოს მოსახლეობავ ჩააცქერდით იმედზე და რუსთავ 2-ზე მოკალათებულ აგენტებს და წაქეზდით, ისინი შეგიკიკინებენ და თქვენც ავარდით, ერთი ეთნო კომფლიქტი და ძმათა მკვლელი ომი კი მოგვიწყვეს და ახლა მეორე რაუნდისთვისაც მოემზადეთ აბა თქვენ იცით. არ გამოტოვოთ იმედის და რუსთავი 2 ის სიუჟეტები სხვადასხვა ჭრილში დადგმული და ათასგვარად შენიღბული, რომელიც მარტო ზიზღს, ტყუილს და დეზინფორმაციას შეიცავს. ის რასაც დღეს ქართული ტელევიზიები და უმთავრესად ეს ორი არხი აკეთებს არის საერთაშორისო დანაშაული ( რომ იცოდეთ), ავანტიურა და ყოველგვარი ჟურნალისტური თუ მორალური კოდექსის თავზე გადაფხრეწა, დამიჯერეთ ასეთ არხს ასეთ აგრესიულ და დეზინფორმაციულ, სუბიექტურ და მაპროვოცირებელ არხს ვერსად იპოვით დედამიწის ზურგზე, ამას რას ხედავს ჩემი თვალები რო პირდაპირ ეთერში წამყვანი უშვერ სიტყვებს გაიძახის. ( ანუ მიდით) დაერიეთ პირობით მოწინააღმდეგესო, ესენი წევენ აგრესიას და იმედი აქვთ ამ მოღალატე არხებს რო ხალხი ერთმანეთს დაერევა და მოხდება სისხლის ღვრა. ამიტო გამორთეთ ეს დამპალი არხები, ხალხი თავად უნდა გადავიდეს სხვა სისტემაზე, ჩვენ თავად უნდა გადავიდეთ სხვა რეჟმზე ( თორე ამათ აყვა ჩემი მტერი)რადგან ეს სისტემა რაც სახელმწიფო მანქანამ შექმნა წინააღმდეგია ჩვენი ადამიანობის, ნორმის, წესრიგის და ყოველივე ადამიანურის, არ დაემორჩილოთ მთავრობას, არ დაემორჩილო მათ მოხვეულ კანონებს, არ უსმინოთ ქართულ არხებს, არავის დაუჯეროთ არცერთ პოლიტიკურ ძალას ( მთლად რო ცრემლად იღვრებოდეს), ( არა აქ მნიშვნელობა ოოპოზციაა თუ პოზიცია, უბრალოდ ორივე როლშია) გამოდით ამ სივრციდან ხალხო თავი გადაირჩინეთ და ნუ აიშლით ნერვებს!!! ძირს რუსეთის მიერ შქმნილი ვითარება საქართველოში!! ძირს მისი დაფინანსებული ყველა ორგანიზაცია, ძირს ყველა პოლიტიკოსი!!! (რადგან მართლა საქართველოს ინრტერესების დამცველს არავინ მოუშვებს სადავეებთან) სიკვდილი ყველა საქართველოს ბოროტმოსურნეს!!!!!!!!!!!!!!!!!!! სიკვდილი ყველა მოღალატეს!!! გადავიდეთ დაუმორჩილებლობის რეჟმზე და როგორც თვითონ გვიშლიან ნერვებს ისე მოვშალოთ ნერვებზე, დღეიდან ჩვენც ვეთამაშოთ ამ ნაგვებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    რა სიტყვაა შეაგულიანეს, რა ჩვენ არ შეუწყვეთ ხელი? თუ დღეს უარესს არ ვაკეთებთ. დღეს რუსები გისახლებენ “მეზობელ” გადამთიელებს? თურქეთი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი. სად არის აქ რუსეთის ხელი. სწორი ანალიზის გარეშე ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here