Home ახალი ამბები მსოფლიო ოლივერ სტოუნმა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ომის წარმოებაში დაადანაშაულა

ოლივერ სტოუნმა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ომის წარმოებაში დაადანაშაულა

226
ოლივერ სტოუნი

აშშ რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს ომს, რომელიც დაიწყო 2007 წელს, მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, _ განაცხადა პოპულარულმა ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და რამდენიმე წიგნის ავტორმა ოლივერ სტოუნმა ინტერვიუში, რომელიც მას The Washington Postმა ჩამოართვა.

“რუსეთის წინააღმდეგ, დიდი ხანია, მიმდინარეობს კამპანია, წარმოებს ომი. ის დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 2006-2007 წლებში, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მიუნხენში სიტყვით გამოვიდა. სინამდვილეში კი არ არსებობს რუსეთის აგრესიულობის მტკიცებულება. აგრესია მომდინარეობს ნატოს ძალებისგან, რომლებიც გარს შემოერტყნენ რუსეთს და რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ, გარს შემოერტყან ჩინეთსაც. ეს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პუნქტია, უზარმაზარი მნიშვნელობის”.

“ამერიკაში ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ მშვიდობას; იმას, რომ ვიყოთ პარტნიორები მსოფლიო საზოგადოებრიობის დანარჩენ ნაწილთან; შევეწყოთ ჩინეთს, შევეწყოთ რუსეთს, ირანს და ა.შ.; ჩვენ უნდა შევიცვალოთ თვალსაზრისი, რადგან ჯერ კიდევ მივილტვით იქით, რომ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო და ვაკონტროლოთ ვითარება. ჩვენ არ უნდა განვაგრძოთ ამ გზაზე სვლა, ეს მომაკვდინებელი გზაა”, _ დარწმუნებულია ოლიერ სტოუნი.

ვფიქრობ, რომ ბევრი ამერიკელი მეთანხმება, მაგრამ პოლიტიკოსები ამაზე არ ლაპარაკობენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცებს ამბობენ, არჩევნებში ვერ იმარჯვებენ”, _ განაცხადა რეჟისორმა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here