Home სხვადასხვა დაიჯესტი ობამასგან ნათხოვარი “ბაიდენის 6 მეგობარი” _ რუსოფობები და ქორები

ობამასგან ნათხოვარი “ბაიდენის 6 მეგობარი” _ რუსოფობები და ქორები

516
ობამასგან ნათხოვარი “ბაიდენის 6 მეგობარი” _ რუსოფობები და ქორები

დონალდ ტრამპის შტაბმა ბოლო კვირაში რამდენიმე სასამართლო წააგო და უზენაეს სასამართლომდე საქმის მიყვანის პერსპექტივა, თვითონ ტრამპის აღიარებით, კარგი არ არის. ამასთანავე, ტრამპი გეგმავს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და ეს გააკეთოს 2021 წლის 20 იანვარს _ ბაიდენის ინაუგურაციის დღეს. ჯო ბაიდენმა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე დასანიშნი პირების სია გამოაქვეყნა.

კამილა ჰარისი
კამილა ჰარისი

თვალშისაცემია, რომ “ბაიდენის ექვსივე მეგობარი” მას ბარაკ ობამასგან ერგო მემკვიდრეობით. ეს პირები საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებდნენ პირველი BLM-პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

* ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს დაიკავებს ენტონი ბლინკენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში (2015-2017 წლებში) იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, მოადგილე იყო.

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ბლინკენს ძველ ადმინისტრაციაში დიდი წარმატებები არ ჰქონია, უფრო პირიქით: რუსეთისთვის სანქციების დაწესების არქიტექტორმა ვერ მიაღწია ამ ქვეყნის ეკონომიკის “ნაკუწებად დაგლეჯას”; სირიის მიმართ სტრატეგიის შემმუშავებელი ბაშარ ასადისა და სირიის გამარჯვებას შორიდან უცქერს; ლიბიაში კი ყველა გამარჯვებულია, ვაშინგტონის გარდა. ბლინკენი კლინიკური რუსოფობია. ფართო რეზონანსი ჰქონდა მის ფრაზას: “ყველა რუსმა პასუხი უნდა აგოს პუტინის გამო”, რომელიც მან 2014 წელს ყირიმის მოვლენებზე თქვა.

ცნობილია, რომ ბლინკენი, ისევე, როგორც ბაიდენის გუნდის სხვა წევრები, შეფის მაქინაციებსა და ავანტიურებში მონაწილეობდა უკრაინაში.

* ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტს დაიკავებს ჯეიკ სალივანი, რომელიც ბაიდენთან ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა ის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი იყო. სალივანს პირდაპირი ურთიერთობა აქვს მინესოტას შტატის გავლენიან წრეებთან და BLM-ის აქტივისტების მიერ გაჩაღებული ქუჩის ძალადობის ერთერთ ჩრდილოვან ფიგურად მიიჩნევა. პოლიციელების მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეულმა არეულობებმა ძალიან დააზარალა დონალდ ტრამპის რეპუტაცია. სალივანი, რომელიც საიდუმლო დიპლომატიის დიდი სპეციალისტია, ჰილარი კლინტონსა და ობამას ემსახურებოდა, ახლა კი ბაიდენს ერგო მემკვიდრეობით.

ალეხანდრო მაიორკასი
ალეხანდრო მაიორკასი

* შიდა უსაფრთხოების მინისტრად დასახელებულია ალეხარნდრო მაიორკასი, კუბელი ემიგრანტი, ობამას ადმინისტრაციაში შიდა უსაფრთხოების მინისტრის ყოფილი მოადგილე. ცნობილია, რომ მაიორკასი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია. ექსპერტთა აზრით, ესპანურენოვანი იმიგრანტი, კუბელი ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დემოკრატიული პარტიისადმი ნაციონალური უმცირესობის სიმპათიის მოსაპოვებლად და განსამტკიცებლად დაინიშნება.

ჯეიკ სალივანი
ჯეიკ სალივანი
ევრილ ჰეინსი
ევრილ ჰეინსი

* ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უხელმძღვანელებს ევრილ ჰეინსი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს ბაიდენთან და დაზვერვაში გამოუცდელი პირი არ არის. იყო ცსს-ის დირექტორის მოადგილე. აქვს აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება. მიმომხილველთა აზრით, მთავარი საკითხი ის კი არ არის, პერსონალურად ვინ უხელმძღვანელებს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, არამედ ის, გაგრძელდება თუ არა ცსს-ის პოლიტიზაცია და დაუბრუნდება თუ არა ეს უწყება ძველ მოვალეობებს _ ჯაშუშობასა და ფსიქოლოგიურ დამუშავებას. საიდუმლო არავისთვის არის, რომ სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფის, მაიკ პომპეოს, დანიშვნა სახელმწიფო მდივნად ცსს-ზე მის შეფობასაც გულისხმობდა.

ლინდა ტომას-გრინფილდი
ლინდა ტომას-გრინფილდი

* გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად ლინდა ტომასგრინფილდის დანიშვნა ბაიდენის შტაბის საჩუქარია ლიბერალური ამერიკისთვის. ეს არის ქალი “სამი ერთში”: ქალი, შავკანიანი და დიპლომატიური გამოცდილების მქონე. ობამას ადმინისტრაციაში ლინდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო აფრიკის საკითხებში. აფრიკაში მის მოღვაწეობაზე ღია წყაროებში ნათქვამი არაფერია, მაგრამ პორტალი Axios-ი ბაიდენის შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ დეიდა ლინდას გაეროში აშშ-ის “მორალური სულისკვეთების მკვეთრად ასამაღლებლად” მიავლენენ, სულისკვეთების, რომელიც სამანტა პაუერის ქმედებებით მკვეთრად დაეცა.

* დასასრულ, თანამდებობა, რომელიც სინეკურად _ შემოსავლიან თანამდებობად _ ჩანს, ყოველ შემთხვევაში საჭიროა კონკურენტების ეკოლოგიური შანტაჟისა და მათთვის ფულის გამოძალვისთვის ამერიკის სასარგებლოდ _ ეს არის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში. თუ საჭირო იქნება, მარსის კლიმატის საკითხებშიც. და ამ თანამდებობას უმზადებენ ობამასდროინდელ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის.

ჯონ კერი
ჯონ კერი

მთავარი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს ბაიდენის ადმინისტრაციაში “ციკლონების ზედამხედველზე”, ეს არის მისი “გმირობები” დიპლომატიურ ასპარეზზე და ცრემლნარევი შეძახილები “სირიაში რუსული ბომბებით ბავშვების დახოცვის” შესახებ. არც უკრაინაში მის მიერ ვიქტორ იანუკოვიჩის კაპიტულაციის იძულების დავიწყება შეიძლება. ჯონ კერი პროფესიონალი ქამელეონია. როცა სჭირდება გმირი და ვიეტნამის ომის ვეტერანია, ძველი ჯარისკაცი, ხოლო, როცა ეს სარგებლიანი არ არის _ პაციფისტი და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად გააფთრებით მებრძოლი.

კერი ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელია, სწორედ მან უბიძგა ობამას მუამარ კადაფის დამხობისა და ლიბიის ქაოსში ჩაძირვისკენ, რომლის გამოც აშშ-ის ელჩი და კიდევ სამი ამერიკელი დოპლომატი სიცოცხლეს გამოასალმეს.

აღსანიშნავია, რომ ქალმა-ქორმა კამილა ჰარისმა ამ დანიშვნების გამოცხადებამდე კარგა ხნით ადრე დაიბევა ვიცეპრეზიდენტის ადგილი, ამიტომ “ბაიდენის მეგობრების” ამ სიაში ვერ მოხვდა. ეს პოსტი ქალბატონ კამილას უკონკურსოდ ერგო. კამილა ჰარისი ბაიდენის გუნდის განსაკუთრებული წევრია, რომელიც ვიცეპრეზიდენტად დანიშნეს იმისთვის, რომ “მძინარე ჯოს” ზურგს ამოფარებულმა სახელმწიფო მოხელეებს უხელმძღვანელოს.

როგორც ვხედავთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებზე ძველი სახეები დაინიშნენ _ ქორები და რუსოფობები, რომლებსაც უკან ძველი “დამსახურებების” შლეიფი მოჰყვებათ.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here