Home რუბრიკები საზოგადოება ნუთუ ეს არის თავისუფლება?

ნუთუ ეს არის თავისუფლება?

“თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არი”

592
ნუთუ ეს არის თავისუფლება?

უამრავ გულანთებულ ქართველს სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლა ცხოვრების უმთავრეს მიზნად ექცა. მოვიპოვეთ კიდეც და რაზიზღითა და სიძულვილით დავანგრიეთ საბჭოთა საქართველოს ფაბრიკაქარხნები, სოფლის მეურნეობა თუ საკურორტო ინფრასტრუქტურა _ გავანადგურეთ ყველაფერი და, რომ იტყვიან, ცივ ქვაზე დავსკუპდით.

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი შიმშილს, უსახსრობას, სიდუხჭირეს კარგად გავუსინჯეთ გემო და ახლა ვეკითხებით საკუთარ თავს: ნუთუ ეს არის თავისუფლება? და საერთოდ, რა არის თავისუფლება?

ჩვენი დიდი წინაპრების ნააზრევს მოვიშველიებ ამჯერადაც.

ვაჟაფშაველა:

* “თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი”.

* “თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა”.

* “მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი”.

* “როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში”.

* “თავისუფლებამ უნდა მოგვცეს სიამოვნება. შეიძლება უსიამოვნებაც მიერგოს თავისუფალს ადამიანს, როგორც სასჯელი უხეირო საქციელისათვის, მაინც მისი თავისუფლება არ იქნება დარღვეული, რადგან ხალხისაგან შექმნილი კანონი, რომლის დადგენაში თვით იმასაც მონაწილეობა აქვს მიღებული, სჯის მას”.

* “თავისუფლებამ უნდა მისცეს მუშას მთელი ნაყოფი შრომისა. უნდა მისცეს სწავლა, განათლება, თავის თავისა, თავის ერისა და კაცობრიობის გონივრული სიყვარული”.

* “თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არი”.

* “გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა” (ვაჟაფშაველა, “რას ჰქვიან თავისუფლება?”).

ამ მწარე რეალობას, უკვე კარგა ხანია, ხედავს ხალხი; ის ხალხი, რომლის სახელითაც შექმნილი კანონები თავად ხალხს, მის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს; ხალხი, რომელიც ყოველი არჩევნების შემდეგ მოტყუებული და გაწბილებულია; ხალხი, რომელსაც ცრუ დაპირებებით კვებავენ პოზიციაც და ოპოზიციაც; ხალხი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გზა უნდა გამონახოს საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად, რადგანარ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა”.

მაგრამ

იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავგამოდებითსიკვდილი ან სიცოცხლე” (. . თავისუფლება)?!”

ნუთუ ეს არის თავისუფლება?

ვაჟა-ფშაველას აზრით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, თუ თავისუფალი იქნება არა მხოლოდ გარკვეული წრე პრივილეგირებული ადამიანებისა, არამედ მთელი ერი. ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც განურჩევლად ყველას არ ეძლევა საშუალება, პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსობისა, სადაც შრომა და ცოდნა ღირსეულად არ ფასდებაო.

თუმცა დღეს არც ხელისუფალნი არიან თავისუფალნი; იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება:

“მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშს ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა ამომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი, უნდა მომკლანო, ბოლო მგლისა მაინც ეს არი: უნდა მოკვდეს თოფით, საწამლავით ან ხაფანგში გაებას, სიკვდილი თან სდევს ყოველს ნაბიჯზე. მგელს ადამიანი მაინც სდევნის, თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი. ხოლო მგლად ქცეულს ადამიანს ასე არ უნდა მოვეპყრათ! იმის გაწვრთნა, ჩვენ, – ადამიანთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთ ბილიკები მგლური ინსტიქტების, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა.

თავისუფლების კანონთა თანახმად, შეიძლება მაშ, სხვას ცოლი, ცხენი წაართვა კაცმა, ვსთქვათ, ივანემ პეტრეს, რადგან პირველს მოსწონს პეტრეს ცოლი და ცხენი? არა, თავისუფლება ამას არ გვიქადაგებს, რომ ყოველი ჩვენი სურვილი, გრძნობა, ყოველი ჩვენი ვნება დავაკმაყოფილოთ წინდაუხედავად. ჩვენის გრძნობების დაკმაყოფილება და ჩვენთა სურვილთა მხოლოდ მაშინ არის შესაწყნარებელი, თუ ამით ჩვენ სხვას, ცალკე ადამიანს ან საზოგადოებას თავისუფლებას არ წავართმევთ: რად უნდა წაართვას ივანემ პეტრეს ცოლი, როცა თვით პეტრე არა სწუნობს თავის ცოლს, არამედ მოსწონს და უყვარს იგი? ხომ ცოდოა, უნდა ტანჯვა-დარდში და ვარამში ჩავარდეს კაცი და მისი თავისუფლება შეილახოს. ვსთქვათ, პეტრე წუნობს ცოლს და არც ეწყინება, თუ იგი ივანეს წაჰყვება, მაგრამ შეიძლება თვით პეტრეს ცოლს არ მოსწონდეს ივანე. განა აქვს უფლება, ნება ივანეს შეახოს მას ხელი? არა, ასჯერ არა. ამისთანა კანონებს არ ქადაგობს თავისუფლება. თუ ეს ასეა, მაშ რად ვართმევთ დიდის მამულის, ტყის პატრონს თავიანთ საკუთრებას მამულ-დედულს? ხომ იმასაც უყვარს თავის მამული? მამულის ჩამორთმევით ხომ ვართმევთ იმას თავისუფლებას? ვხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში სიმართლის გრძნობით, თუ არა? იქნება უსამართლოდ ვიქცევით, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ? არა. არ ვიქცევით უსამართლოდ და აი რატომ: დიდი მამულის პატრონი ჯერ ერთი, რომ სხვებს, ასს, ათასს ართმევს თავისუფლებას, რადგან სხვის ნაშრომს იტაცებს, სხვას ლუკმას სტაცებს. ეს უწესობაა, უსამართლობაა და როგორც უწესოების ჩამდენს, მას უნდა მოესპოს საშუალება ამ გვარის ყოფაქცევის. მეორე, მამულ-დედული ხომ იმის შრომით შექმნილი არ არი, იგი ღვთისგან ბოძებულია. იგი ძალმომრეობს, როცა ბუნებას სტაცებს მომეტებულს, რაშიც სხვებსაც წილი უდევთ. ყველა ეს საჭირო ერთისთვის, როგორც ცალკე ადამიანისთვის, კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი”.

ადამიანს თავისუფლებამუნდა მიანიჭოს ნება, უფლება, იმ ხელობას დაადგეს, რომელიც მას მოსწონს და ეხერხება; იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, ისე რომ სხვის თავისუფლება ოღონდ არ შეზღუდოს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა უბასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს, საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა, დაშლა არავის შეუძლიან, უნდა გამოსთქვა შენი აზრი, დაჰგმო დასაგმობი, აქო საქებარი.

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? _ თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის.

მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ… ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს, იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: “ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო”.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და, რა თქმა უნდა, ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად”.

ნუთუ ეს არის თავისუფლება? ნუთუ ეს არის თავისუფლება?

იმას, რაც გვჭირს და რა დღეშიც ვართ, გარეშე ძალას რომ ვერ დავაბრალებთ, ამაში არა ერთხელ დაგვარწმუნეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც, ოღონდ ერთმანეთი დაამუნათონ, ქვეყნის ინტერესები და ხალხი საერთოდ ავიწყდებათ _ ერთმანეთის შეცდომებით ხარობენ, კარგზე კი თვალს ხუჭავენ. როგორც ჩანს, ეს არახალი სენია და ამაზე დიდ ვაჟაფშაველასაც გაუმახვილებია ყურადღება. “ამას ვამჩნევ მე და გული მტკივა. ამ ტკივილმა ისე იმატა, რომ თავსაც მატკიებს. ამგვარი საქციელი, ამისთანა ერთი მეორესთან დამოკიდებულება ჩემს თავში ვერა თავსდება, გონებას მიძრწუნებს. შენ რას იტყვი, აღარ ვიცი!” (“ამას ვამჩნევ”).

ჩვენც იმავეს ვამბობთ და ვამჩნევთ, რომაბა, კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავით ბოლომდე, მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძალგიძსო”.

დღეს ვინმეს უკვირს ეს?

რა თქმა უნდა, არა (თუ აღარ!).

არც ის გვიკვირს, რაზეც იგივე ვაჟაფშაველა თავის წერილშიგიკვირთ?” წერს.

გიკვირთ?

ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ.

ტყუილია? არ არის ასე? რომ ჩემი ნათქვამი მართალია და არა ჭორი, მოგაგონებთ ბ. საღათელიანის ნალაპარაკევს პეტერბურგში, ერთ რუსის ოჯახში და იმის გამო ჩვენს მწერლობაში აღძრულს მითქმა-მოთქმას და აყალმაყალს: უყურეთ ჩვენ ძმა-მეზობლებს გულში რა სდებიათ და ჩვენ კი არ ვიცოდითო.

გიკვირთ? რად გიკვირთ?.. ნუთუ ეს ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ და, თუ ვიცით, ამ ცოდნას რადა ვმალავთ? რად ვხუჭავთ განგებ თვალებს და რად არ გვინდა სინამდვილე დავინახოთ? დიაღ, არ გვინდა დავინახოთ, რადგან სინამდვილის დანახვა თვალებს გვატკენს, უსიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს, მოითხოვს ჩვენგან შრომას, ხელების განძრევას… არ გვინდა, ჰო, ავადმყოფი დედის ნახვა, რადგან ეს ნახვა საზრუნავ საგანს გაგვიჩენს: უნდა მოვუაროთ ავადმყოფს, უნდა ექიმი მოვიწვიოთ, ხარჯი გავწიოთ, ვიდრე კარგად არ შეიქნება, გვერდს უნდა ვყავდეთ და სხვ. და სხვ?! ვერაფერი დედაშვილობაა!

რა საჭიროა ამგვარი ცნობების მომცემი კორესპონდენტები, რომელნიც ვითომ ერთგულობას გვიწევენ, ჩვენის მხრით მადლობის გრძნობას იწვევენ და გულში რა აქვთ, ალაჰმა უწყის, როცა ჩვენც კარგად ვხედავთ ყველაფერს, მაგრამ არ გვინდა, დავინახოთ. განგებ თვალებსა ვხუჭავთ და ვემსგავსებით იმ სირაქლემას, რომელსაც მონადირე ეპარება, ის კი ნაცვლად იმისა, გაექცეს, გაერიდოს, ქვიშაში თავსა ჰყოფს, ჰმალავს, არ დავინახო ჩემი მკვლელიო.

ასი წელიწადია, ჩვენ ვიყვლიფებით ჩარჩებისაგან, როგორც ბ. საღათელიანი აღიარებს, ვილანძღებით, ვხდებით დაცინვის საგნად და არ ვიცით, რა ამბავია ჩვენს თავს. საიდან მომდინარეობს ჩვენზე ეს ვაება?.. ამისთვის რად გვინდა ჩვენ უცხო მოენე, რომელიც ვითომ სიკეთეს გიშვრებათ _ აი თქვენზე ამას ამბობენო და გულიგულში თავადაც დაგვცინის, ცდილობს, რაღაც აბლაბუდა გააბას, წყალი აამღვრიოს და თევზები დაიჭიროს. მე, ჩუმად მრცხვენიან უცხოელის მიერ ჩემს თავზე ამისთანა ამაგის გაწევისაჩვენ უკეთესი დოკუმენტი გვაქვს ჩვენი საუკეთესო მამულიშვილისა (ქვათა-ღაღადი). შაიდანაც, ვისაც თვალნი არა აქვნ ხედვად, მაინც დაინახავენ ცხადად საგანს და თუნდ ყრუ იყვნენ, მაინც შეისმენენ ყველაფერს.

მაშასადამე, აქ ცოდნაზე, თუ ვინ რა აზრისა არის ჩვენზე, – ქართველებზე, ვინ რას გვიპირობს, რა ხაფანგს გვიგებენ, ლაპარაკი მეტია. ეს არამც თუ ნასწავლმა, უსწავლმა ჩვენმა ტეტიამაც კარგად იცის, მაგრამ ის ხმას არ იღებს. არ იღებს იმიტომ, რომ არ იცის, ამ ქსელს როგორ დააღწიოს თავი, იმ ბარდიდან როგორ გამოძვრეს, რაშიც გაბმულია, რა გზით განითავისუფლოს თავი. დღეს, თუ გნებავთ, აი, ამაზე ვილაპარაკოთ, ვიბაასოთ, თორემ სომეხი ჩარჩი აქ არაფერს შუაშია, სომეხ ჩარჩს გარდა სხვა რომ ყოფილიყო, ჩვენი დამდურების მნახველი, ისიც ასე მოიქცეოდა, როგორც გვეპყრობიან ჩვენი ძმა-მეგობრები.

რა გავაკეთეთ ჩვენ იმ თავით ამ ნიადაგზე? ჩვენმა ინტელიგენციამ რა გზაზე დააყენა ერი? საუბედუროდ, იმას დაუწყო კეთება, რაც ჩვენ დაგვღუპავდა, რაც ჩვენს ერს ცხოვრების გზაკვალს აურევდა. ამას ინტელიგენცია, რა თქმა უნდა, შეგნებით განგებ არა სჩადიოდა, ხოლო საქმე ასე გამოვიდა, ნაყოფი მათ მოღვაწეობისა ამას გვამცნებს! ერისთვის უნდა ერგოთ, მაგრამ ჰვნებდენ.

მე-40 წლებიდან ხელი შეუწყვეს, რომ ჩვენი მეგობარ-მეზობლები გაძლიერებულიყვნენ ქონებით, ხოლო ჩვენ დავკნინებულიყავით და აი როგორ: ყველა ჩვენს კომენდიანჩიკს ანტონოვიდან დაწყებულს, პოეტს თუ პუბლიცისტს ზნედ სჭირდა, დაესურათებინა სომეხი მხდალად, რომ მისი ხელობა-ვაჭრობა _ საზიზღრობად. ვაჭრობა ნაცვლად იმისა, რომ შაეყვარებინა ხალხისათვის, შეაზიზღეს; ამისათვის არც ბევრი ტყვია-წამალი იყო საჭირო, რადგან რაინდული ხასიათის ქართველს ბუნებრივად არა აქვს მიდრეკილება ვაჭრობისაკენ, მით უმეტეს, რომ ამ ვაჭრობის სინონიმად გახდეს მხდალობა.

თამაშობდნენ სცენაზე იმისთანა პიესებს, სადაც სომეხი იყო გამოყვანილი, როგორც მატყუარა, მშიშარა. ვიცინოდით, ვხითხითებდით და დღეს კი ვსტირით. ყველაზე პოპულარული პიესა იმ დროს იყო “ძუნწი”. ამ პიესებს ესწრებოდა ჩვენი სოფლის ბელადი თავადაზნაურობა, რომლის ბედოვლათობას, დარდიმანდობას ამგვარმა ლიტერატურამ ხელი შეუწყო. მაშასადამე, იმთავითვე ჩვენ თვალებს ვხუჭავდით სინამდვილეზე. არ გვინდოდა დაგვენახა იგი, ღრმად ჩავკვირებოდით საგანს.

აკაკიმ 80-იან წლებში დაწერა ერთი ლექსი ცოტა სხვა სუნისა და ყაიდისა: “ვაჭარო, მაგ შენ აბაზში სისხლი და ოფლი ჩემია, რატომ არა გაქვს ღვთის შიში, ან კაცის არაგრცხვენიანო?” დაამთავრა ეს ლექსი შემდეგი სიტყვებით: “სისხლმეტი ხომ არ გაწუხებს, ხომ არ თხოულობ დალაქსაო?”. თვით ეს ლექსიც ვაჭარს და ვაჭრობას საძაგელ ხელობად გვიხატავს და მისი მოტივი განსხვავდება ძველი მოტივისაგან მხოლოდ იმით, რომ ნაცვლად იმისა, ეჩვენებინა კულტურულისაშუალება ბრძოლისა, თუნდ ეთქვა მაგალითად _ დადეგ, თორემ მეც სასწორ-ჩარექს და არშინს ავიღებო, ბაშიბუზუკური მუქარა, ჯავრის ამოყრა დასახა საშუალებად, ხსნად ჭირისაგან, რაიც წართმეულს ვერ დაგვიბრუნებს, მხოლოდ გაგვაბრაზებს, სისხლს გაგვიფუჭებს.

დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.

ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? _ რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა, ესწავლებინა თავის თავის მოვლაპატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე, შეიტანა ხალხში დამახინჯებული კოსმოპოლიტიზმი ერთობის სახელით, მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ: თავადაზნაურობა უცხოელებზე ჰყიდის მამულ-დედულს, ხოლო გლეხობა თავის “ნადელების” ნაღალურს უგდებს ხელში ჩარჩებს.… ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: “ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ, რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა”?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს.…

გიკვირთ? მე არ მიკვირს”.

ვიცი, არც შენ გიკვირს, ჩემო ერთგულო მკითხველო, უცხოელებზე მამულდედულის გაყიდვა და არც არავისგან ველოდებით გამოსაფხიზლებელ მუჯლუგუნს. ვართ ასე _ გულზე ხელებდაკრეფილნი და ბედს მინდობილნი

ტყუილია? არ არის ასე?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here