Home ახალი ამბები საქართველო ნოემბერში ხილი 30,3 %-ით, ბოსტნეული 16,2 %-ით, რძის პროდუქტები 15,4 %-ით, ხორცი...

ნოემბერში ხილი 30,3 %-ით, ბოსტნეული 16,2 %-ით, რძის პროდუქტები 15,4 %-ით, ხორცი 13,1 %-ით, პურპროდუქტები კი 11,9 %-ით გაძვირდა

2884
ნოემბერში ხილი 30,3 %-ით, ბოსტნეული 16,2 %-ით, რძის პროდუქტები 15,4 %-ით, ხორცი 13,1 %-ით, პურპროდუქტები კი 11,9 %-ით გაძვირდა

საქსტატისმონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13,4 პროცენტით გაძვირდა.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, ხილი 30,3 %-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 16,2 %-ით, რძე, ყველი და კვერცხი 15,4%-ით, თევზეული 14,5 %-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13,1 %-ით, პური და პურპროდუქტები 11,9 %-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11,5 %-ით, მინერალური და წყაროსწყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8,2 %-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 3,9 %-ით, ზეთი და ცხიმი კი 2,8 %-ით გაძვირდა.

ერთი წლის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 15,4%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29,9%-ით), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,4-ით%).

ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7 პროცენტით. ამასთანავე, ტრანსპორტის ჯგუფში აღირიცხა ფასების 3,1-პროცენტიანი მატება, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე ფასები მომატებულია 7,4 პროცენტით, რაც 0,32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8,4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1,0 პროცენტი).

ცნობისთვის: “საქსტატის” მონაცემებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here