Home რუბრიკები პოლიტიკა ნარმანიას 19 კოკისია

ნარმანიას 19 კოკისია

3024
ნარმანია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიუროკრატიის შემცირებისა და გადაწყვეტილების დროულად მიღების მიზეზით მისი წინამორბედის მიერ შექმნილი კომისიები გააუქმა. ეს ის სამსახურებია, რომელთა შესახებაც თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მის გაუქმებამდე არაფერი სმენია, არადა, იქ დასაქმებულებს სწორედ ჩვენ ვინახავდით.

ნუ იტყვით და, ყოფილა ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური ადგილების შესარჩევი სამუშაო ჯგუფი, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების პრობლემებზე მომუშავე კომისია, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განსახორციელებელი კომისია და სხვ. საინტერსეოა, ამ კომსიებს რომ ქმნიდა, ნარმანიას მერია რა ფუნქციების შემსრულებელი ეგონა?!

გთავაზობთ ნარმანიას მიერ შექმნილი და კალაძის მიერ გაუქმებული კომისიების ჩამონათვალს:

1.თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის უწყებათშორისი კომისია;

2.თბილისის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია;

3.თბილისის მერიის სისტემის, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწამეო იურდიული პირებისა და მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისია;

4.თბილისის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი;

5.თბილისის ტერიტორიაზე ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური ადგილების შესარჩევი სამუშაო ჯგუფი;

6.თბილისის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია;

7.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფი;

8.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფი;

9.თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კიმისია;

10.თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭო;

11.თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისია;

12.თბილისის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია;

13.თბილისში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი ჯგუფი;

14.მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭო;

15.2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია;

16.თბილისში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების სამუშაო ჯგუფი;

17.ე.. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;

18.თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის მუნიციპალიტეტის იურდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და გართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფი;

19.თბილისის მერიასა დაფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.- საქართველოს ფილიალსშორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი.

როგორც ხედავთ, ეს სრულიად უფუნქციო კომისიები არსებობდა მერიაში და არსებობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ნარმანიას არა მხოლოდ თავისი ახლობლები, არამედ პარტიული აქტივისტებიც დაესაქმებინა. ისე, კიდევ რამდენიმე კომისიის შექმნას აიტანდა მერია, მაგალითად, კატების გასასეირნებელი ადგილების შემრჩევი ჯგუფის კომისიას, წვიმის დროს ქუჩის შესაძლო დატბორვის თავიდან აცილების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, გარემოვაჭერეებისთვის გამოსაყოფი ადგილების უსაფრთხოების შემსწავლელ კომისიას, ქალაქში შექმნილი საცობების დროს მერიის მისამართით შესაძლო მაგინებლების მონიტორინგის კომისიას და ა. შ. ნარმანიას ფანტაზიისა და მარჯვე ხელების მადლი შეეწიოთ ამ კომისიებში ყავის მომდუღებელთა და დამლევთა პოზიციაზე მომუშავე “ქართული ოცნების” აქტივისტებს… რაღაც კომისიები ისევ გამოჩნდება მარჯვე ხელების წყალობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here