Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვაქცინაცია _ ერთი ჯაჭვის რგოლები

მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვაქცინაცია _ ერთი ჯაჭვის რგოლები

“ორმაგი კრიზისის” გლობალისტური იდეოლოგია

146
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვაქცინაცია _ ერთი ჯაჭვის რგოლები

გერმანელი ეკონომისტის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის უცვლელი პრეზიდენტის, კლაუს შვაბის, მიერ დიდი გარდაქმნის, ანუ დიდი გადატვირთვის გამოცხადებიდან რამდენიმე თვე გავიდა და პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიგადასატვირთადუკვე გადაიდგა. მთავარი მიზანია გადასვლა ამჟამინდელი კაპიტალიზმიდან ინკლუზიურ კაპიტალიზმზე, რომლის უკანაც ახალი მონათმფლობელური წყობილება იმალება. ადამიანის ცხოვრების ყველა მხარის და თვით ადამიანის გარდაქმნა მოხდებაპანდემიასადაკლიმატური კატასტროფის საშიშროებასთანბრძოლის საფარველით.

გაერომ და მისმა სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა (ჯანმო, იუნისეფი) შეასრულეს კაცობრიობის დაშინების ამოცანა და აიძულეს ის, დათანხმებოდა “ჯანმრთელობის დიქტატურასა” და “კლიმატის დიქტატურას”. შემდეგ “დიდი გადატვირთვის” გეგმის რეალიზაციაში ჩართავენ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ინსტიტუტებს (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი).

მსოფლიო ბანკი წლების განმავლობაში სპეციალიზდებოდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საინვესტიციო პროექტებისთვის სესხის გაცემაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტებს აძლევდა და აძლევს სახელმწიფოებს წევრი ქვეყნების ეკონომიკების გასაჯანსაღებლად.

გასულ წელს მათ მოღვაწეობაში ცვლილებები მოხდა: ჯერ მსოფლიო ბანკში, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდში მთავარ პრიორიტეტებად იქცა ორი ამოცანა:

1.ბრძოლა “პანდემიასა” და მის შედეგებთან; 2. პლანეტაზე დათბობის თავიდან აცილება.

სხვა ყველაფერი ამიერიდან დაფინანსდება ნარჩენის პრინციპით. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბევრ დოკუმენტში “პანდემია” და “კლიმატური დათბობა” გვერდიგვერდაა მოხსენიებული, ამასთანავე, გაჩნდა სპეციალური ტერმინი “ორმაგი კრიზისი” (Double crisis).

ცოტა ხნის წინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაიწყო თავისი ვალუტის Special Drawing Rights – SDR-ის (სესხების აღების სპეციალური უფლება) ემისიისთვის მზადება.

ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა Dის რამდენიმე ემისია განახორციელა, ეს ვალუტა, რომელსაცქაღალდის ოქროდაარქვეს, შეიძლება განთავსდეს წევრი ქვეყნების სპეციალურ ანგარიშზე და დასაშვებია მათი კონვერტაცია სხვა სარეზერვო ვალუტაში. ის კრედიტის სახით შეიძლება წარედგინოს ფონდის ერთ წევრს მეორის მიერ, მაგრამ არ გადის სპეციალური ანგარიშების საზღვრების გარეთ, 1970 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოშვებულია 200 მლრდმდე SDR.

“ქაღალდის ოქროს” ახალი ემისიის მოცულობა განსაზღვრულია 650 მლრდ დოლარის ოდენობით, დოლარის კურსის მიმართ SDR-ის კურსის გათვალისწინებით. გამოდის, რომ დაგეგმილი ემისია 2,3-ჯერ გადააჭარბებს ფონდის მიერ ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოშვებული “ქაღალდის ოქროს” მოცულობას.

ამ ოპერაციის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ფონდმა და მისმა წევრმა-ქვეყნებმა ფინანსური პოტენციალი უნდა გააძლიერონ კრიზისებთან საბრძოლველად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის 21 მარტის პრეს-რელიზში მოყვანილია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვები, რომ SDR-ის ახალი ემისიის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იმავე პრესრელიზში გაისმა ახალი ნოტა: “ახალი განაწილების დამტკიცების შემთხვევაში SDR ქვეყნებს შეჰმატებს ლიკვიდირებას ვალის ტვირთის მომატების გარეშე”. ეს წევრ ქვეყნებს გამოუთავისუფლებს უკიდურესად საჭირო რესურსებს პანდემიასთან საბრძოლველად, მათ შორის ვაქცინაციის პროგრამების მხარდასაჭერად და სხვა გადაუდებელი ზომებისთვის.

ამრიგად, “ქაღალდის ოქროსემისია და ვაქცინაცია მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრქვეყნებს კრედიტები მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ვაქცინაციის პროგრამა. და, თუ ქვეყანას აქვს პროგრამა, მაგრამ არ აქვს ვაქცინაციის თანხა, მაშინ კრედიტის გახარჯვის პრიორიტეტი ვაქცინის შესყიდვაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადრე ამბობდა, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად და სწრაფად გასავითარებლად საჭიროა წევრი ქვეყნების მიერ სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, უცხოური კაპიტალის ლიბერალიზაცია, სახელმწიფოების მიერ ეკონომიკების მართვის გაუქმება, სოციალურ პროგრამებზე საბიუჯეტო გასავლების შემცირება და სხვა ზომები ვაშინგტონის კონსენსუსის არსენალიდან. ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკის გამოცოცხლების მთავარ საშუალებად მასობრივ ვაქცინაციას ასახელებს.

მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი სესია, რომელზეც გამოითქვა კმაყოფილება, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. სესიის მონაწილეთა აზრით, სწრაფი ეკონომიკური გამოჯანმრთელების ფაქტორი იყო ბევრ ქვეყანაში დაწყებული ვაქცინაციის პროცესი. დაისახა ამოცანები მომავალი წლისთვის, კერძოდ, გამოცხადდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანამშრომლობის სხვა მიდგომებს ამზადებს წევრ ქვეყნებთან. ადრე ეს მიდგომები განსაზღვრული იყო .. ვაშინგტონის კონსენსუსით, ახლა კი კონსენსუსის ახალი ვერსია მზადდება: ქვეყნებს, რომლებსაც კრედიტების აღება სურთ, დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ: მოსახლეობის სრული ვაქცინაცია, საკარანტინე ზომები, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ტრანსპორტის დეკარბონიზაცია, სამეურნეო ბრუნვიდან .. დაცული ტერიტორიების ამოღება.

ივნისში ინგლისში გაიმართა G7-ის შეხვედრა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევაც მონაწილეობდა. სამიტის დასრულების შემდეგის მან შედეგებით კმაყოფილება ვერ დამალა: “…მინდა, მადლიერება გამოვხატო შვიდეულის ჯგუფის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის აღების სპეციალური უფლების (SDR) ახალი განაწილების მხარდაჭერისთვის, 650 მლრდ ევრო ისტორიაში ყველაზე დიდი ემისიაა. ეს დაგვეხმარება მსოფლიო რეზერვის მომატებაში და შექმნის აცილებელი საბიუჯეტო ხარჯების შესაძლებლობებს პანდემიიდან გამოსასვლელად”. SDR-ის ემისია ზაფხულის ბოლომდე მოხდება, თუმცა ყველაფერი იდეალურად არ არის.

SDRის განაწილება წევრ ქვეყნებს შორის დაიწყება კაპიტალის ფონდში მათი წილების პროპორციულად. .. განვითარებადი ქვეყნები, დიდი ხანია, ცდილობენ თავიანთი წილის გაზრდას და განვითარებული ქვეყნების წილის შემცირებას. არსებული განაწილებით განვითარებად ქვეყნებს შეიძლება შეხვდეთ საერთო ემისიის მხოლოდ მესამედი (220 მლრდ დოლარი). ეს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს მიმდინარე ვალების დასაფარავადაც კი არ ეყოფათ. საპროცენტო გასავლებისა და მით უმეტეს ვალის ძირითადი თანხის დასაფარავად დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს გაცილებით მეტი თანხა დასჭირდებათ.

სხვაგვარად “ოქროს მილიარდის” ზონის ფარგლებს გარეთ ვაქცინაციისა და დეკარბონიზაციის პროგრამები ჩაფლავდება.

უკვე დაახლოებით განსაზღვრულია თანხა, რომელიც საჭიროა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების პირველი რიგის ამოცანების გადასაჭრელად ვაქცინაციისა და დეკარბონიზაციისთვის _ 100 მლრდ დოლარი. დანარჩენი 100 მლრდ დოლარს მიიღებდნენ კაპიტალში წილების (კვოტების) გადახედვის შედეგად, მაგრამ “დიდ შვიდეულს” ასეთი ვარიანტი, ბუნებრივია, არ მოსწონს. ინგლისში გამართულ შეხვედრაზეოქროს მილიარდისქვეყნებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება, საიდან უნდა აიღონ 100 მლრდ დოლარი, რომელიც აკლდებათ. გლობალური ვაქცინაციისა და დეკარბონიზაციის გეგმები შეიძლება ბოლომდე ვერ შესრულდეს.

15 ივნისს, G7-ის სამიტის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი “ორმაგ კრიზისთან” ბრძოლის ხელშესაწყობად. დაწესდა მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის საკონსულტაციო ჯგუფი (მდსჯ).

როგორც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ ჯგუფის მიზანია ეკონომიკის პოლიტიკისა და იმ ინსტიტუციური საკითხების გაგების განვითარება, რომლებიც განსაზღვრავს ორმაგ კრიზისთან ბრძოლისადმი მიდგომას.

მდსჯ-ის ხელმძღვანელობას ერთობლივად განახორციელებენ მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი მარი პანგესტუ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრატეგიის, პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი ჩეილა პაზარბაშოღლუ და ლორდი ნიკალას სტერნი _ ეკონომიკის ლონდონის სკოლიდან.

ორივე ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა მდსჯ-ის შექმნაზე. “ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფები ყველაზე ძლიერად დააზარალა პანდემიამ და კლიმატურმა ცვლილებებმა. ვიმედოვნებ, რომ ეს მაღალი დონის საკონსულტაციო ჯგუფი ახალ იდეებს შემოგვთავაზებს როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის…” _ განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ კი აღნიშნა: “მსოფლიო შეეჯახა ორ მასშტაბურ კრიზისს _ პანდემიასა და სავალუტო კლიმატურ ვითარებას, რომლებიც მოითხოვს რადიკალურ და შეთანხმებულ ზომებს. მდსჯ საკვანძო როლს შეასრულებს ამ მუშაობაში.

უახლოეს მომავალში, სახელდობრ, მდსჯ დაეკისრება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის წინადადებების მომზადებაორმაგ კრიზისთანსაბრძოლველად. ამჟამად ეს ორი ფინანსური ინსტიტუტი 2021 წლის ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებით არის დაკავებული, როგორიც არის G20-ის სამიტი რომში (ოქტომბერი), გაეროს 26- სესია კლიმატის ცვლილებებზე გლაზგოში (ნოემბერი). ორივე სამიტზე მთავარი საკითხიორმაგი კრიზისიიქნება.

Ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here