ადამიანი ოქროს უხსოვარი დროიდან მოიპოვებს. ოქროს უკვე კაცობრიობა ნეოლითის ხანაში გამოიყენებდა, თვითნაბადი ოქროს გავრცელების წყალობით. არქეოლოგების ვარაუდით ოქროს სისტემური მოპოვება დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ოქროს სამკაულები მიეწოდებოდა, კერძოდ, ეგვიპტეს. სწორედ ეგვიპტეში დედოფალი ზერისა და ერთერთი დედოფლის პუ-აბი ურის (შუმერების ცივილიზაცია) სამაროვნებში ნაპოვნი იქნა ყველაზე ადრეული პირველი ოქროს სამკაულები.
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 140 ათასი ტ. ოქრო (ეს ოქრო ერთად რომ შეგვედნო მივიღებდით კუბს რომლის გვერდის სიგრძე იქნებოდა 19 მ).
2007 წ. მოპოვებულ იქნა 2,38 ათასი ტ. ოქრო, 2008 წ. — 2,33 ათასი ტ.
“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ, მსოფლიოს იმ ლიდერ ქვეყნებს, რომლებიც ოქროს მოპოვებაში მოწინავე ადგილებზე იმყოფებიან:
- ჩინეთი;
- ავსტრალია;
- აშშ;
- რუსეთი;
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
- პერუ;
- კანადა;
- განა;
- ინდონეზია;
- უზბეკეთი;
- პაპუა-ახალი გვინეა ;
- ჩილე;
- მექსიკა;
- ბრაზილია.
მსოფლიოს გამოკვლეული ოქროს მარაგი შეფასებულია 100 ათას ტ. 2009 წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დატოვა ლიდერთა სამუული ოქროს მოპოვებაში. პირველი ადგილი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთს უჭირავს (314 ტ), შემდეგ მოდის ავსტრალია (227 ტ), და აშშ (216 ტ).
რუსეთის ოქროს მარაგი 2008 წ. დეკემბერში შეადგენდა 495,9 ტონა (2,2 % მსოფლიოს ქვეყნების რეზერვის).
10 ყველაზე დიდი ოქროს მარაგის მქონე ქვეყნებია :
- ამერიკის შეერთებული შტატები 8 134 ტ;
- გერმანია 3 407ტ;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2 967ტ;
- იტალია 2 452ტ;
- საფრანგეთი 2 435ტ;
- ჩინეთი 1054ტ;
- შვეიცარია 1 040ტ;
- იაპონია 765ტ;
- რუსეთი 669ტ;
- ნიდერლანდები 613ტ.