Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ბუნებრივი წყალსატევი (ვიდეო)

მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ბუნებრივი წყალსატევი (ვიდეო)

დედამიწაზე არსებულ ულამაზეს წყალსატევებში (აუზებში) ცურვა წარმოადგენს ყველაზე საამურ საშუალებას შევიგრძნოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია: ბუნებრივი, სუფთა და ძალიან ლამაზი. ოკიანეების და ზღვების სანაპიროები არც ჩანჩქერებს, არც ტბებს, არც მდინარეებს და არც წყალსატევებს ჩამოუვარდებიან თავიანთი სილამაზით, მაგრამ ისინი ამავდროულად გაცილებით საშიშნი და მლაშენიც არიან. დედამიწაზე უამრავი ადგილია, სადაც უმშვენიერესი ბუნებაა,  ასევე უამრავი წყალსატევი, რომელებიც თავიანთი სილამაზით დამთავალიერებელს გულგრილს ვერ ტოვებენ. 


„საქართველო და მსოფლიო“ წარმოგიდგენთ, 10 ყველაზე ლამაზ წყალსატევს, რომლის მონახულების შანსიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ.

  1. „ჰავასუს ჩანჩქერი“ არიზონაში, აშშ:

აშშ-ში, არიზონას შტატში, დიდი კანიონის შუაგულში არსებული Havasu-ს ჩანჩქერი წარმოადგენს სამოთხის ერთ-ერთ ფანჯარას დედაბუნებაში. აუზი, რომელიც კონტრასტულად ერწყმის ჩანჩქერს და კამკამა მომწვანო-მოლურჯო წყალს, ტურისტების სიმრავლეს ვერ აუდის. ჩანჩქერის სიმაღლე 27-30 მეტრია. თუ გიყვართ მოგზაურება, წყალი და ბუნებაში დროის გატარება ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.

  1. „გროტო“ ონტარიო, კანადა:

კანადაში, ონტარიოს ცენტრალურ პროვინციაში („ცოცხალ წყალს“ უწოდებენ)  არსებული გროტოს წყალსატევი მდებარეობს საიდუმლო, „მოფარებულ“ ადგილას – მიწისქვეშეთში. აუზი მოქცეულია გამოქვაბულის კედლებში. მღვიმეში თქვენ წინ გადაიშლება ულამაზესი ბუნებრივად წარმოქმნილი აუზი  ‘The Grotto’, მის სანახავად მოგიწევთ 30 წუთიანი დისტანციის გავლა. ვისაც არ გაშინებთ და მოგწონთ წყალქვეშა მოგზაურობები ეს იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის.

  1. „კუანგ სის ჩანჩქერი“, ლაოსი:

ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პროვინცია ლუანგპრაბანგში არსებული Kuang Si-ს ჩანჩქერი წარმოადგენს პროვინციის მარგალიტს, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ჩანჩქერი მოგაგონებთ ჯუნგლებს, წყალსატევის ჩანჩქერები საოცარ კონტრასტში მოდის მოცისფრო-მომწვანო აუზთან, კიდეებზე მორძეო შეფერილობის წყლით.

https://vimeo.com/172105783

  1. „ტუ სუას ოკიანის თხრილი“, სამოა:

სამოაში, კუნძულ უპოლუზე მდებარე To Sua-ას წყალსატევი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ აუზადაა მიჩნეული. წყალსატევი უერთდება ოკიანეს და მის თავზე მრგვალად ამოკვეთილი მღვიმეა. აუზიდან ზედაპირზე ამოსვლას ტურისტები კიბის საშუალებით ახერებენ. ეს მართლაც ერთ-ერთი თვალის მომჭრელი ადგილია დედამიწის ზურგზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

  1. „ცისფერი ლაგუნა“, ისლანდია:

მთელს მსოფლიოში ცნობილი ისალანდიის ყველაზე ლამაზი წყალსატევი „Blue Lagoon“ ყოველწლიურად უამრავი ტურისტის ყურადღებას იქცევს თავისი ულამაზესი გარემოთი. უზარმაზარი აუზი მოქცეულია კლდის ლოდებში, წყალი მორძეო-მოცისფრო შეფერილობისაა და უმეტესად გარშემო ყინულის პატარ-პატარა ლოდები აკრავს. თქვენს წინაშე გადაშლილი ეს ულამაზესი ხედი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოახდენს თქვენზე.

  1. „იკ კილ სენოტი“, მექსიკა:

მექსიკაში არსებულ ბუნებრივ წყალსატევ  Ik Kil Cenote-ს მაიას ტომები წყლის ჭებად და მსხვერპლშესაწირ ადგილად იყენებდნენ. ყველაზე ცნობილი სამსხვერპლო ადგილი წმინდა სენოტი ჩიჩენ-იცაშია. მაიას ენაზე სენოტი ჟღერდა როგორც „ცონოტ“ — რაღაც ღრმა. წყალსატევს გარშემო კლდის შვერილები აქვს. მაიას ტომებს სენოტები „საიქიოს კარიბჭედ“ მიაჩნდათ, ხოლო ამ ჭებიდან ამოღებული წყალი — წმინდად. სენოტების გაჩენა წვიმისა და ჩამდინარე წყლებს უკავშირდება, რომლებიც მიწისქვეშა მდინარეებს უერთდება. სენოტების უმეტესი ნაწილი ნახევარკუნძულ იუკატანზეა აღმოჩენილი. იუკატანის ზოგიერთი სენოტი, მაგალითად, დოს-ოხოსი (ესპ. Dos Ojos) და ჩაკ-მოლი (Chac Mol) დაივინგის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  1. „ბიმაჰ სინკ-ჰოლი“ („კარსტული ძაბრი“), ომანი:

კარსტული ძაბრი (ცნობილია აგრეთვე როგორც „დოლინა“ ან „წკვარამი“) გახლავთ დედამიწის ზედაპირზე არსებული ულამაზესი ბუნებრივი ორმო, რომლის შუაგულში მოქცეულია წყლის აუზი.  კრისტალურად გამჭირვალე წყლის აუზი საოცარ კონტრასშია ორმოსთან და სწორედ ეს იზიდავს დამთვალიერებლებს.

  1. „დედოფლის აბაზანა“ , ჰავაი:

ჰავაის ულამაზეს ლანდშაპტში არსებული Queen’s Bath-ის ჭრილი მნახველს სუნთქვას შეუჩერებს. ეს ბუნებრივად ამოჭრილი აუზი, რომელიც განსაკუთრებული, კრისტალური გამჭირვალეობით გამოირჩევა ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. მას ეს სახელი უწოდეს, რადგან აუზში ბანაობა ნამდვილად ასოცირებას იწვევდა მის დღევანდელ სახელწოდებასთან – მეფურ აბაზანასთან. მასში ბანაობა აკრძალულია ზამთარში, ასევე სახიფათოა აუზიდან ზღვაში  გადაცურვა, გაუფრთხილებელი მოქმედებების შედეგად 28 დაიღუპა აუზში. თუმცა ეს ის ადგილია ჰავაიზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

  1. „მარიეტას კუნძულის დაფარული სანაპირო“, მექსიკა:

მექსიკაში არსებული მარიეტას კუნძულის ეს სანაპირო ყველაზე ლამაზ ადგილებს შორის ულამაზეს ადგილადაა მიჩნეული დედამიწის ზურგზე.  კუნძულს აქვს ფარული  სანაპირო, რომლის ზედაპირი ამოკვეთილია, სანახევროდ ნაპირი ჩანს სანახევროდ წყალი და ყოველივე წარმოუდგენლად ლამაზ კონტრასს ქმნის. ორიგინალური წყალსატევი ცნობილია სახელით „სიყვარულის სანაპირო“ . ყველაზე მრავალრიცხოვანი დამთვალიერებელი სწორედ ამ ადგილს ყავს ჩამოთვლილთაგან.

  1. „მომაჯადოვებელი მდინარე“, ფილიპინები:

ფილიპინებში მდებარე ეს წყალსატევი უერთდება წყნარ ოკიანეს. ამ ადგილის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, არავინ იცის და ხვდება რეალურად საიდან ჩნდება, საიდან მოდის წყალსატევში წყალი. საოცრად ცისფერი და კრისტალურად გამჭირვალე წყალი იზიდავს ტურისტებს აურაცხელ რაოდენობას მსოფლიოს გარშემო, ადგილის ნახვის შემდეგ დამთვალიერებლები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ტოვებენ ადგილს.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here