მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომქმედი საპენსიო სისტემები თავიანთი ციფრებით ნუსხავენ და იწვევენ ქართველი საზოგადოების დიდ ინტერესს. ხშირად გვესმის რეპლიკები, იმის შესახებ თუ, რა საამურია სიბერე ევროპაში, რომ ადამიანებს ერთი სული აქვთ საპენსიო ასაკს მიაღწიონ. მართლაც, თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ქვეყანა საპენსიო სისტემის განსხვავებულ მოდელს იყენებს. განვითარებული ქვეყნებში ძირითადად მოქმედებს დაგროვებით-გამანაწილებელი სისტემა, რაც მაღალ პენსიებს უზრუნველყოფს.
პენსიის ოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით ითვლიან. ზოგ ქვეყანაში პენსია მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული, ზოგან კი პენსიას ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ფონდში გადახდილი თანხების მიხედვით იღებენ, სხვაგან კი პენსია ხელფასის ნახევრის ან მეტის ტოლია და ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ხელფასის გარკვეულ პროცენტს იღებს.
„საქართველო და მსოფლიო“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქვეყანას, სადაც პენსიონერებს ყველაზე დალხენილი სიბერე აქვთ:
- სინგაპური
სინგაპურში ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება არ არსებობს და ეს ჩაურეველი საბაზრო ეკონომიკის დამსახურებაა, ქვეყნის ეკონომიკური სასწაული. სინამდვილეში რეალობა და ამ ქვეყნის ისტორიული განვითარება საპირისპიროა. ეკონომიკა, ჯანდაცვისა და განათლების სფერო მნიშვნელოვნად რეგულირდება სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ.
სინგაპურში 1955 წლიდან მოქმედებს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული ფონდი CENTRAL PROVIDENT FUND, რომელიც დამზოგველი სისტემის შემადგენელი ნაწილია და ივსება როგორც დამქირავებელთა, ასევე დაქირავებულთა სავალდებულო შენატანებით. დაგროვილი სახსრებით ფინანსდება მათი პენსიები, ჯანმრთელობის ხარჯები, და ასევე გაიცემა სესხები საცხოვრებელი ფართების შესაძენად. ეს ფონდი დაზოგვის მაღალი ნორმის მისაღწევად სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ნებისმიერ პენსიონერს უფლება აქვს თანხა გამოიყენოს საცხოვრებელი და სამედიცინო ხარჯებისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. როდესაც ისინი საპენსიო ასაკს მიაღწევენ, ისინი იღებენ ფიქსირებულ ფინანსებს.
- დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის საპენსიო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და რთულია. ბრიტანელი პენსიონერები იღებენ როგორც ბაზისურ პენსიას სახელმწიფოსგან, ისე შრომით პენსიას ეროვნული სადაზღვევო სისტემიდან, რომელიც ხელფასსა და სტაჟზეა დამოკიდებული. საბაზისო სახელმწიფო პენსიას იღებენ 65 წელს მიღწეული მამაკაცები და 60 წელს მიღწეული ქალები. პენსიის დონე და რაოდენობა განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ ინფლაციის დონის გათვალისწინებით. არსებობს კერძო პენსიების დაგროვების სხვადასხვა სისტემაც, მათ შორის საწარმოებზე არსებული კორპორატიული პროგრამები და ნებაყოფილობითი საპენსიო დაგროვების განვითარებული სისტემა. დიდ ბრიტანეთში საშუალო სახელმწიფო პენსია 600 ევროს შეადგენს.
- ჩილე
ჩილეში მომქმედი საპენსიო სისტემის მიხედვით, ჩილეს მთავრობა ავალდებულებს დამქირავებლებს მუშებს გადაუხადონ პენსია დაზრვევასთან ერთად. მთავრობა სთავაზობს მათთვის სოციალურ დახმარების გაწევის უზრუნველყოფას. ექსპერტების პროგნოზით, ჩილეში საპენსიო სისტემა კიდევ უფრო განვითარდება თუ ქვეყანაში საოჯახო მეურნეობის საშუალო დონე ამაღლდება.
- კანადა
მიუხედავად იმისა, რომ კანადას, სიაში მყოფ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი საპენსიო ასაკობრივი ზღვარი აქვს, ქვეყანაში ძალიან კომფორტული საპენსიო გადახდითი სისტემა მოქმედებს. მინიმალური ასაკი, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს პენსია მიიღონ აძლევს კანადას ამ ათეულში იმყოფებოდეს. კანადის აქვს უნივერსალური საპენსიო სქემა, რომლითაც განაკვეთით პენსიონერს ეძლევა თავშესაფარი და ასევე საშუალება ტესტირების საფუძველზე მოხვდეს იმ პენსიონერთა შორის, რომლებსაც ყველაზე მინიმალური გადასაგახების გადახდა უწევთ. კანადა მუდმივად სთავაზობს ადამიანებს შანსს, რომ შეინარჩუნონ საპენსიო სქემები, რომელებისგან ისინი იღებენ მაქსიმალურ სარგებელს და გარანტირებულ შემოსავლებს სიცოცხლის ბოლომდე.
- შვედეთი
შვედეთში პენსია სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია პირობით-დაგროვებითი, დაგროვებითი და გარანტირებული (სავალდებულო მინიმუმი). პირობით-დაგროვებითი ყალიბდება მუშაკთა შენატანით, რაც ხელფასის 16%-ია. ეს თანხა ანგარიშზე ირიცხება სახელმწიფო ვალდებულებების სახით, რომელიც იცვლება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. დაგროვებითი ნაწილი ასევე დამოკიდებულია მუშაკის ხელფასზე, მაგრამ ეს უკვე მის ანგარიშზე განთავსებული თანხაა. შვედეთში საშუალო პენსია 830 აშშ დოლარია.
- შვეიცარია
შვეიცარიაში მოქმედებს საერთო, საჯარო საპენსიო სისტემა. ქვეყანაში მუშები ასევე უზრუნველყოფილები არიან საპენსიო შემოსავლით, კომპანიაში მათ უხდიან კომპენსაციურ პენსიებს – ხანდაზმულობის ხაზითაც – რაც მეტად ხანდაზმულია მეტს უნიშნავენ. გარდა ამისა, შვეიცარიის სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ასევე სთავაზობენ ნებაყოფლობით პენსიებს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი დანაზოგების გაზრდის შემთხვევაში.
- ფინეთი
ფინეთში პენსიების გამანაწილებელი სისტემა მოქმედებს, რომლის ბაზისური ნაწილი უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის მინიმალურ ოდენობას, სადაზღვევო ნაწილი კი ყალიბდება შენატანებით სადაზვღევო კომპანიაში ან საპენსიო ფონდში. ფინეთში მინიმალური პენსია 600 ევროს შეადგენს, საშუალო კი 1 200 ევროს. საპენსიო ასაკი ფინეთში 63 წელია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ფინეთმა შეიძლება გააუმჯობესოს თავისი საპენსიო სისტემა სავალდებულო დანაზოგების დონის აწევით.
- ნიდერლანდები
ნიდერლანდებში კი სამდონიანი საპენსიო სისტემა მოქმედებს. პირველი დონე ბაზისურია და სახელმწიფო, გამანაწილებელ საპენსიო სისტემას გულისხმობს, ანუ პენსიები უზრუნველყოფილია მუშაკთა შენატანით. სახელმწიფო პენსია ერიცხება ნიდერლანდების ყველა მოქალაქეს, რომელმაც 65 წლის ასაკს მიაღწია და იგი 1 000 ევროს აღემატება. ამასთანავე, პენსიონერისთვის გათვალისწინებულია 700 ევროს ოდენობის თანხა შვებულებისთვის. პენსიის მეორე დონე წარმოადგენს საპენსიო შენატანს, რომელსაც მუშაკი და დამსაქმებელი იხდიან შრომითი საქმიანობის განმავლობაში, გარდა ამისა, არსებობს საპენსიო დანაზოგის სისტემაც, რომელსაც მოქალაქე შრომითი საქმიანობის პერიოდში აგროვებს, ხოლო პენსიაზე გასვლის დროს ერთიან თანხად იღებს.
ნიდერლანდების საპენსიო შემოსავლების სისტემა შედგება ბინა-საპენსიო საზოგადოებრივი პენსიისგან და შემოსავლებთან დაკავშირებული პროფესიული პენსიისგან, რომელიც უკავშირდება სამრეწველო შეთანხმებებს.
- ავსტრალია
ავსტრალიის საპენსიო სისტემა სახელმწიფო და კერძო პენსიისგან შედგება. სახელმწიფო – ტრადიციული პენსიაა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ერიცხება 65 წელს მიღწეულს მოქალაქეებს. სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია და დაახლოებით 500 აშშ დოლარს შეადგენს, ის არის დამოკიდებული სამუშაო სტაჟსა და ხელფასის ოდენობაზე დასაქმების პერიოდში. ამ პენსიის მთავარი დანიშნულება ასაკოვანი ავსტრალიელის სასიცოცხლო მინიმუმით უზრუნველყოფაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო საპენსიო ფონდები, სადაც თანხის გადარიცხვა ავსტრალიის მოქალაქეს პენსიაზე გასვლამდე შეუძლია.
- დანია
გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, ყველაზე განვითარებული და სანდო საპენსიო სისტემა დანიაშია. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, თუმცა, ბევრი პენსიონერი შრომით საქმიანობას ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც განაგრძობს. დანიაში პენსიები ფიქსირებული არ არის. იგი დგინდება მოქალაქის შრომითი სტაჟისა და დანიაში ნაცხოვრები წლების ოდენობის მიხედვით.
სახელმწიფო პენსიის გარდა, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დაგროვებით სისტემას, ანუ შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელფასის გარკვეულ ნაწილს ფონდში რიცხავენ. პენსიაზე გასვლის შემდეგ მათ ეს თანხა ერთიანად უბრუნდებათ. დანიაში პენსიის საშუალო ოდენობა 2 800 დოლარია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 78,3 წელი.
* * *
მსოფლიოში ყველაზე კარგი პენსია ასევე აქვთ ლუქსემბურგელებს, რომლებიც საპენსიო ასაკის (60 წელი) მიღწევის შემდეგ ყოველთვიურად იღებენ ხელფასის 87,4%-ს. იქ კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 4,3 ათასი ევროა. გამოდის ლუქსემბურგელების პენსია თვეში დაახლოებით 3500 ევროა, ანუ 9450 ლარი.
* ნორვეგიაში _ დაახლოებით 2250 დოლარი, ანუ 5850 ლარი. ამ ქვეყანაში პენსიაზე გადიან 67 წლის ადამიანები.
* ისრაელში პენსია დაახლოებით 1500 დოლარია (3900 ლ). საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 67 წელი, ქალებისთვის 62 წელია.
* ევროპაში ყველაზე მცირე პენსია აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს: ბულგარელებს _ 140 ევრო და რუმინელებს _ 175 ევრო.
რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს:
* ბელარუსში საშუალო პენსია 175 დოლარია (475 ლარი). საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელია, ქალებისთვის _ 55;
* ყაზახეთში 2015 წელს საშუალო პენსია 250 დოლარი, ანუ დაახლოებით 650 ლარი იყო. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 63 (მამაკაცებისთვის) და 58 (ქალებისთვის) წლებია.
* უკრაინა _ საშუალო პენსია 72 დოლარი, ანუ 187,2 ლ.; საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელი, ქალებისთვის _ 55 წელი.
* ლატვიაში პენსია 335 დოლარის ტოლია, ლიტვაში _ 245 დოლარის, ესტონეთში _ 255 დოლარის.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:
* აზერბაიჯანში საშუალო პენსია 210 მანათია, ანუ დაახლოებით 300 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;
* სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 85 დოლარს შეადგენს (221ლ);
* თურქეთში მამაკაცები პენსიაში 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1200 ლარი.
ამ სიაში არ გვყავს მოყვანილი რუსეთი, გერმანია და აშშ, მაგრამ გვინდა ამ ქვეყნებში მომქმედ საპენსიო სისტემაზეც გითხრათ ორი სიტყვა.
პენსია პირველად გერმანიაში, კანცლერ ბისმარკის პოლიტიკის წყალობით დაწესდა. ეს 1889 წელს მოხდა და პენსია 70 წლის ადამიანებს დაუწესდა. თუმცა, მაშინ გერმანიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელი იყო, ამიტომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათით ერთეულები სარგებლობდნენ.
1953 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ადენაუერმა საპენსიო სისტემის რეფორმირება გადაწყვიტა. უპირველეს ყოვლისა, საპენსიო ასაკი 65 წლამდე დაწიეს, ასევე დაწესდა “თაობათა სოლიდარობის” პრინციპი, რომლის მიხედვით, დასაქმებული და დამსაქმებელი ასაკოვანი ადამიანების სასარგებლოდ თანხებს რიცხავდნენ.
გერმანიაში საპენსიო სისტემა “თაობათა სოლიდარობის” პრინციპს ეფუძნება. დასაქმებული მოქალაქეები პენსიონერებისთვის განკუთვნილ თანხას სახელმწიფო ფონდში რიცხავენ, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას, მათთვის პენსიას უკვე ახალი თაობა უზრუნველყოფს. საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდია მათი ფულადი შენატანი საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მით უფრო მეტ საპენსიო უფლება ენიჭებათ ასაკში.
საშუალო შენატანი საპენსიო ფონდში ყოველთვიური ხელფასის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, აქედან ნახევარს იხდის დამსაქმებელი. მოქალაქის არმიაში გაწვევის ან დეკრეტში გასვლის შემთხვევაში, აღნიშნული შენატანი შეაქვს სახელმწიფოს.
სახელმწიფო პენსიის გარდა, გერმანიაში პენსიებს კომპანიებიც იხდიან, ბევრი დამსაქმებელი კერძო საპენსიო ფონდშია გაწევრიანებული, ასევე აქვს პირადი საპენსიო გეგმაც. გერმანიაში საშუალო პენსია 1 200 აშშ დოლარს შეადგენს.
აშშ-ში კი მოქმედებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საპენსიო სისტემები, რაც საშუალებას აძლევს ამერიკელებს, მიიღონ სახელმწიფო და ინდივიდუალური პენსია კერძო საპენსიო ანგარიშიდან.
სახელმწიფო საპენსიო სისტემა – საერთო ფედერალური პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ პენსიას. საშუალო სახელმწიფო პენსია აშშ-ში დაახლოებით 1100- 1200 აშშ დოლარია.
რუსეთის ფედერაციაში არსებული ინფლაციის პირობებში უკვე მეორედ განხორციელდა პენსიების და სოციალური დახმარებების ინდექსაცია. რუსეთში საარსებო მინიმუმი 7 965 რუბლი ანუ 343 ლარია, ჩვენთან მხოლოდ 168 ლარი, ქართველები ხომ მაინც ამტანი და გამძლე ერი ვართ.
ინდექსაციის ცნება გულისხმობს ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით, ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად ვალდებულებით გადასახდელი (პროცენტი, ფიქსირებული დივიდენდი, შრომის ანაზღაურება და სხვ.) თანხის გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.
ინდექსაციის ცნებას საქართველოს ხელისუფლება რატომღაც არ ცნობს. დღეისათვის რუსეთის ფედერაციაში, ლარებში გადაანგარიშებით სოციალური პენსია 377 ლარია, სადაზღვეო პენსია- 589 ლარი, 16 წლამდე ასაკის ინვალიდ ბავშვებს და I ჯგუფის ინვალიდებს – 571 ლარი აქვთ, უფრო მეტი ძალოვანი უწყებების პენსიონრებს და ინვალიდებს -1300 ლარი.
საქართველოში პენსიის კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. პენსია, ისევე, როგორც მშშ პირების და ასაკით პენსიონერებისათვის ერთნაირია, 180 ლარი. ჩვენთან პენსიონერთა რაოდენობა 713 ათასია, რუსეთში ეს ციფრი 42 მილიონზე მეტია.