Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოველი ფერმერები მოსავალს კარგავენ: მოლდოვის ბაზარი გაუფასურებულია, რუსეთის _ ჩაკეტილი

მოლდოველი ფერმერები მოსავალს კარგავენ: მოლდოვის ბაზარი გაუფასურებულია, რუსეთის _ ჩაკეტილი

101

მოლდოველი ფერმერები სასოწარკვეთილების ზღვარზე არიან. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. პრობლემა შეიქმნა გასაღების ბაზრის არარსებობის გამო, მას შემდეგ, რაც ვადა ამოეწურა ხელშეკრულებას რუსეთში ბაჟის გარეშე ბოსტნეულის შეტანის შესახებ.

ივლისის დასაწყისში ათეულობით მოლდოველმა ფერმერმა საპროტესტო აქცია მოაწყო კიშინიოვში პრეზიდენტის სასახლესთან. მათ პრეზიდენტ მაია სანდუსგან მოითხოვეს წინასაარჩევნო პერიოდის დაპირების შესრულება სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსების შესახებ. ფერმერებმა აქციაზე მიიტანეს ხილითა და ბოსტნეულით სავსე ყუთები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის კიბეზე დატოვეს.

“გააღე რუსეთის ბაზარი!” _ მოითხოვდნენ აქციის მონაწილენი, რადგან მოლდოვაში ძალიან იაფია ადგილობრივი პროდუქტები.

პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომისთანავე მაია სანდუმ თავისი პოლიტიკის პრიორიტეტად ევროკავშირთან თანამშრომლობა დაასახელა და განაცხადა, რომ განზრახული აქვს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა.

ორიოდე დღის წინათ კი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვში ჩავიდეს ოფიციალური ვიზიტით, თუ მიიწვევენ. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მას სურს ეკონომიკური და სავაჭრო, აგრეთვე, რეგიონიდან რუსი სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხების განხილვა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here