Home რუბრიკები საზოგადოება მთავრობამ საბავშვო ბაღებში გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტი დაამტკიცა

მთავრობამ საბავშვო ბაღებში გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტი დაამტკიცა

2844
წიგნი

საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. მათი ამოქმედება 2024 წელს იგეგმება, მანამდე კი უნდა გადამზადდნენ აღმზრდელები.

სტანდარტები მოიცავს შემეცნებით, აღმზრდელობით და ჰიგიენის საკითხებს. ეს არის პედაგოგებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და იგი მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების სამინისტროს მიერ. ამ სტანდარტის მეცხრამეტე მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ:

თანასწორობა მოიცავს გენდერულ საკითხებსაც. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება თანაბრად კარგად შეუძლიათ კაცებსა და ქალებს, თითქმის ყველა პროფესიაში ნელნელა თანაბრდება კაცთა და ქალთა რაოდენობა. ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, როდესაც ჩვენი ბავშვები ზრდასრულნი იქნებიან. პროგრამა ბავშვებს ამზადებს როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი დღისთვის. აქედან გამომდინარე, აღმზრდელები:

* არ ახდენენ გოგონებისა და ბიჭების ხელოვნურად დაყოფას. მაგალითად, ჯგუფში დასწრების აღნიშვნისას გოგონებისა და ბიჭების რაოდენობის ნაცვლად, ითვლიან ბავშვების საერთო რაოდენობას. გენდერული დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ დასახულ მიზანს _ ბიჭებსა და გოგონებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას. აღმზრდელმა ბავშვების ჯგუფი შეიძლება დაყოს არა სქესის, არამედ სხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგალითად, მაისურის ფერის, სახელის პირველი ასოს, დაბადების თვის მიხედვით და .. ამ ტიპის კლასიფიკაცია, ამასთანავე, იძლევა სწავლასწავლების უფრო მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე ჯგუფის დაყოფა სქესის მიხედვით.

* უზრუნველყოფენ, რომ ყველანაირი აქტივობა და მასალა ყველა ბავშვისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. სასკოლო მზაობის ჯგუფში, ისევე, როგორც ზრდასრულთა ცხოვრებაში, არ არსებობს მკაცრად გამიჯნული საქმიანობები გოგონებისთვის ან ბიჭებისთვის.

* აქტიურად წაახალისებენ გოგონებისა და ბიჭების ერთობლივ თამაშსა თუ საქმიანობებს; საჭიროებისამებრ, ეხმარებიან მათ ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში; გეგმავენ აქტივობებს და მოიმარაგებენ ისეთ მასალებს, რომლებიც ორივე სქესის ბავშვებს დააინტერესებთ.

* აღმზრდელებს საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში შეაქვთ რეკვიზიტები და კოსტიუმები გოგონებისა და ბიჭებისთვის, კითხულობენ ან გაითამაშებენ ზღაპრებს, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები.

* პასუხობენ გენდერულად (სქესობრივი ნიშნით) დისკრიმინაციულ ქცევას, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით), დამცირება და დაცინვა. ამ ტიპის ქცევები არაფრით განსხვავდება ბავშვებს შორის სხვა აგრესიული თუ უხეში ქცევისგან, რომელიც აღმზრდელებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ”.

როგორც ხედავთ, საქართველოს მთავრობამ სკოლამდელი განათლების გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ბაღებში ბიჭებისა და გოგონების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელებმა ყველა ტიპის საქმიანობაში ბავშვების თანასწორად ჩართულობა უნდა უზრუნველყონ. მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიჭები ტრადიციულად ბიჭებისთვის საინტერესო საქმიანობითა და გართობით არ იყვნენ უპირატესად დაკავებულნი, ხოლო გოგოები ტრადიციულად გოგოებისთვის საინტერესო საქმიანობით და ისინი თანაბრად დაკავდნენ ყველა ტიპის გართობითა და საქმიანობით.

ეს გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემაში შეტანის პირველი ნაბიჯია. გენდერული იდეოლოგიის თანახმად, გენდერი ბიოლოგიურად განსაზღვრული მოცემულობა კი არა, არჩევითი მდგომარეობაა. გენდერული იდეოლოგიის სასწავლო სისტემაში შეტანა აუცილებლად გულისხმობს უკვე ბაღის ასაკიდან ბავშვებისთვის იმის სწავლებას, რომ ტრანსგენდერობა ნორმაა, ხოლო გენდერი _ არჩევითი მოცემულობა. გენდერულ იდენტობას, ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს და ამიტომ ბავშვებმა თვითონ უნდა აირჩიონ, რომელ გენდერთან ახდენენ თვითიდენტიფიკაციას. ეს არის სქესთა აღრევის თეორია, რომლის მიხედვით უკვე საბავშვო ბაღიდანვე სურთ, ბავშვებში წაშალონ განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის.

ეს ნორმა ჯეჯელავას სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ამ ნორმით გაიზრდებიან მომავალი თაობები და თავად გადაწყვეტენ, როგორი იქნება მათი გენდერული თანასწორობა(?!). საინტერესოა, რა მოცულობის გრანტის სანაცვლოდ შექმნა და დაამტკიცა მთავრობამ ეს ნორმა. ჯეჯელავა, რომლის ყველაზე წარმატებული რეფორმა სკოლებში ბავშვებისთვის ვაშლის დარიგებაა, საზოგადოებას აჩეჩებს სტანდარტს, რომლის თანახმადაც საქართველოს მომავალ თაობას საბავშვო ბაღიდანვე მოამზადებენ ლგბტ პირებად(!). იმედია, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის კომბლე მინისტრის უწყებაში მომზადებულ და მთავრობის მიერ დამტიცებულ საგანგაშო სტანდარტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here