Home სხვადასხვა დაიჯესტი მეცნიერების დასკვნა: დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს კორონავირუსს, დახოცოს ადამიანები

მეცნიერების დასკვნა: დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს კორონავირუსს, დახოცოს ადამიანები

835
მეცნიერების დასკვნა: დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს კორონავირუსს, დახოცოს ადამიანები

კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერის მქონე რაიონებში ადამიანები უფრო ხშირად იხოცებიან კორონავირუსით.

აშშ-ის 3080 რაიონში შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შედეგად ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ, რაც უფრო მეტია ჰაერში პატარა ნაწილაკები კოდური სახელწოდებით PM2,5, მით მეტია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, _ წერს New York Times-ი.

PM2,5 _ ეს არის ჰაერის დამაბინძურებელი, პაწაწინა ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 2,5 მიკრომეტრია (მკმ). კვლევის შედეგების თანახმად, რაიონებში, სადაც პანდემიამდე ჰაერის დაბინძურება მაღალი იყო, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები უფრო მეტი ალბათობით დაიღუპებიან, ვიდრე უფრო კარგი კლიმატური ვითარების რაიონებში მცხოვრები პაციენტები.

რაც უფრო დაბინძურებულია ჰაერი, მით მეტია რისკი

ჰარვარდელი მეცნიერების კვლევა პირველია, რომელმაც ნათლად აჩვენა კავშირი COVID-19-ითა და სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და PM2,5 მიკრონაწილაკებით ხანგრძლივ ზემოქმედებას შორის.

“ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები შესაძლებლობას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება მნიშვნელოვნად ამაღლებს კორონავირუსით გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე გართულებების ალბათობას”, _ განაცხადეს სპეციალისტებმა.

გასაანალიზებლად მათ აიღეს აშშ-ის სხვადასხვა რაიონში ჰაერში ნაწილაკების შემცველობის ბოლო 17 წლის მონაცემები, აგრეთვე, კორონავირუსით დაღუპულთა სტატისტიკა 4 აპრილამდე. როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი ფრანჩესკა დომინიჩი ამბობს, ნორმაზე ოდნავ მეტად ჰაერის დაბინძურებაც კი, თუ ის ხანგრძლივად მოქმედებს ორგანიზმზე, იწვევს მძიმე დაავადების განვითარებას და პაციენტთა 15%-ის სიკვდილს. მისი აზრით, ამჟამად სამედიცინო რესურსები მიმართული უნდა იყოს იქ, სადაც ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, რადგან სწორედ იქ უნდა ველოდოთ ყველაზე მეტ ინფიცირებულს.

P.S. აღსანიშნავია, რომ, ბოლო კვლევებით, თბილისში ჰაერი მნიშვნელოვნად გაიწმინდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here