Home რუბრიკები საზოგადოება მასობრივი აცრა “ბოლივუდური” ვაქცინით?

მასობრივი აცრა “ბოლივუდური” ვაქცინით?

378
მასობრივი აცრა “ბოლივუდური” ვაქცინით?

თებერვალმა ბოლო კვირის ათვლა დაიწყო და დაპირებული ვაქცინა არ ჩანს. მასობრივი ჩაკეტვისა და კომენდანტის საათის ფონზე ხელისუფლებამ მოახერხა და ვირუსის გავრცელებისა თუ გარდაცვალების მაჩვენებელი შეამცირა, მაგრამ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაშია. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია და გამონაკლისიმხოლოდ საქართველოა. საქართველოა გამონაკლისი ევროპაში, აზიაში, რეგიონში, მოკლედ, ყველგან. ამაოდ ველოდებით დაპირებულფაიზერის” 29 ათას ვაქცინას. მოლოდინი და მოთხოვნა ისეთი დიდია, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები რიგრიგობით აცხადებენ, _ აი დღეს იქნება, აი ხვალ იქნებაო

ვაქცინაციის საკითხი პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაფარა. ბოლო კვირაა, თითქოს ყველას დაავიწყდა, რომ ქვეყანაში ვირუსი მძვინვარებს, რომ ადამიანები იხოცებიან და ახლა მთავარი კითხვა ის კი არ არის, როდის შემოვა ვაქცინა და როდის გვეშველება, არამედ ის, რატომ გადადგა გახარია და დაიჭერენ თუ არა მელიას. არადა, კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს ყველაზე მეტად სწორედ მაშველ რგოლად შერაცხილი ვაქცინა აინტერესებს.

“ნებისმიერი ტიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. ამ აღიარების გარეშე არც ერთი ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა. აქ იგულისხმება ის, რომ ჩვენთან იქნება მხოლოდ ხარისხიანი და ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიით. რაც შეეხება დაანონსებულ თარიღებს “ფაიზერის” ვაქცინის 29 000 დოზის შემოტანის შესახებ, ეს პირდაპირ დამოკიდებულია “კოვაქსის” წარმომადგენლობაზე. როდესაც ისინი გადაწყვეტენ, გზავნიან. შეიძლება, ეს იყოს თებერვლის ბოლო ან მარტის დასაწყისი. შემდგომ მათი გეგმით, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის 184 000 დოზის გამოგზავნა. საქართველოს ინდივიდუალური მოლაპარაკება აქვს მიღწეული ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან “ასტრაზენეკას” ვაქცინის 150 000 დოზის შეძენაზე, ამიტომ ვფიქრობ, გაზაფხულის პერიოდში ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას”, _ განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სხვათა შორის, ბატონი ბიძინა (კულუმბეგოვი) ხშირად გამოირჩევა მწარე სიმართლის თქმით. ახლაც მან პირდაპირ განაცხადა: ვაქცინას მაშინ კი არ მივიღებთ, როცა ჩვენ გვექნება სურვილი, არამედ _ როცა მწარმოებლები გადაწყვეტენო. მწარმოებლებმა კი ჩვენამდე ევროპას ჩაუხსნეს რამდენიმე ათეული ათასი ვაქცინა, ვერ ვასწრებთო; და როგორ გგონიათ, არჩევანზე რომ მიდგება საქმე, ისინი ჯერ “ცისფერსისხლიან” ევროპელებს დააკმაყოფილებენ თუ საქართველოს, რომელსაც პარტნიორად მხოლოდ ფურცელზე აღიარებენ?!

მასობრივი აცრა “ბოლივუდური” ვაქცინით?

საქართველოში, ალბათ, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც წამალი არ დასჭირვებია და მათ უმრავლესობას აუცილებლად ექნებოდა შეხება ინდურ პრეპარატებთან. ნამდვილად არავის შეურაცხვყოფთ, მაგრამ ნებისმიერ აფთიაქში ფარმაცევტებიც კი გვირჩევენ ხოლმე, რომ ინდური წარმოების წამალს მოვერიდოთ. ის ხარისხით ჩამორჩება როგორც ევროპულსა და ამერიკულს, ისე ნებისმიერ აზიურ პრეპარატს. ახლა კი ირკვევა, რომ სწორედ ინდოეთში ნაწარმოებ ვაქცინაზე ვართ დამოკიდებულნი და მასობრივი აცრა სწორედ “ბოლივუდური” ვაქცინით უნდა დავიწოთ. იმას რატომ არ ახსენებს არავინ, ჩვეულებრივი, სეზონური გრიპის ვირუსის აცრაზე შემოტანილი ინდური ვაქცინა 15 ლარი რომ ღირდა და ფრანგული თუ გერმანული 120 ლარამდე ადიოდა? სხვაობა იქაც იყო და ახლა, ამ მომაკვდინებელი ვირუსის შემთხვევაში არ იქნება?!

პარალელურად, რუსეთში რეგისტრაციაში გაატარეს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, ადგილობრივი წარმოების მესამე ვაქცინა, სახელად კოვივაკი”, რომელიც ჩუმაკოვის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მუშაკების შექმნილია. პრეპარატი “მოკლული” ვირუსის პრინციპს იყენებს. ელოდებიან, რომ ამ პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია მისი გამოცდის მესამე ფაზის პარალელურად დაიწყება. რუსეთში სჯერათ, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის შეძლებენ კვირაში ვაქცინის 400 ათასი დოზის წარმოებას. შეგახსენებთ, რომ “კოვივაკამდე” რუსეთში რეგისტრაციაში გაატარეს ვაქცინები სპუტნიკ V” და “ეპივაკკორონა. ჯერჯერობით მხოლოდ “სპუტნიკი” იწარმოება მასობრივად და ამ პრეპარატის ეფექტიანობის მაჩვენებლად 91,6 პროცენტს ასახელებენ. ეს მაჩვენებელი კი ყველა ვაქცინის ეფექტიანობასთან შედარებით მაღალი და რეკორდულია.

მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო სომხეთშიც და როგორ გგონიათ, ჩვენს მეზობლად რომელ პრეპარატს იყენებდნენ? სომხეთის მთავრობასფაიზერისვაქცინის იმ დოზას დაჰპირდნენ, რომელიც ექიმების აცრისთვის იქნებოდა საკმარისი, .., ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, თუმცა, სანამ ეს დოზა მიუვიდოდათ, სომხებმა რუსეთთან გააფორმეს ხელშეკრულება დასპუტნიკ V”-ით მასობრივი ვაქცინაცია დაიწყეს. ანალოგიურად მოიქცა აზერბაიჯანიც. თურქეთი კი რუსების დახმარებით ქარხანას ააშენებს თავის ტერიტორიაზე დასპუტნიკისარა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მწარმოებელიც იქნება, ჩვენ კიჩვენ ველოდებით, ჩვენ არ ვაბრაზებთ დასავლელ პარტნიორებს, რუსეთისგან არაფერს ვყიდულობთ და ეს ყველაფერი ჩვენი, რიგითი ადამიანების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად გვიჯდება.

დიდი ალბათობით, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის ას პროცენტს აცრიან. როგორ გგონიათ, რომელი პრეპარატით აცრეს მოქალაქეები? ისრაელმა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მწარმოებლებს საჭირო დოზების მიყიდვა სთხოვა და, ვისგანაც უარი მიიღო, არ დაელოდა, რიგში არ ჩააყენა ერის სიცოცხლე და იყიდა სხვისგან. ასე აიცრნენ ისინი _ ზოგი “ფაიზერით”, ზოგი “სპუტნიკით”, ზოგი “ასტრაზენეკათი”… ჰო, ინდური ვაქცინა არ გამოუყენებიათ და ახლა მსოფლიო იმას აკვირდება, ექვსი თვის შემდეგ გამოვლინდება თუ არა აცრილ ადამიანებში ვირუსი.

მთელი მსოფლიო _ ცივილიზებული თუ ნაკლებად ცივილიზებული _ წვალობს, “ჩალიჩობს”, რომ როგორმე მოახერხოს და მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყოს. ერიდებიან საეჭვო პრეპარატებს, მაგრამ ყიდულობენ ისეთს, რომელსაც ეფექტი აქვს და არ აქცევენ ყურადღებას, რა რეაქცია ექნებათ ამაზე სტრატეგიულ პარტნიორებს. ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე ზრუნავენ. დასავლეთს კი უჭირს აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედსპუტნიკ V”-ის შექმნისა და რეალიზაციის წყალობით რუსეთის ეკონომიკა ისე წამოიწია, მისთვის ბოლო წლების განმავლობაში დაწესებული სანქციები წყალში გადაყრილი აღმოჩნდა; ამიტომაც არის, დასავლეთი ჯიუტად რომ სთხოვს საქართველოს დარ ქვეყნებს, დაელოდონ ევროპულ თუ ამერიკულ ვაქცინას და არ გაიხედონ რუსეთისკენ. მერე რა, თუ ეს ლოდინი ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლედ გვიჯდება, მთავარი ხომ დიდი პოლიტიკაა და პაიკებივით ვეწირებით იმას, რასაც დასავლეთი პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. რაც მთავარია, რუსული მხარე თავის ვაქცინას ცხვირში არავის ტენის: გაქვს სურვილი _ იყიდე, არ გაქვს და _ არც არაფერი, არავინ გაძალებს, დანარჩენი მსოფლიოა მსურველი. ახლაც, ახალი ვაქცინის წარმოებას რომ დაიწყებენ, მარტის შუა რიცხვებისთვის კვირაში 400 ათას ცალს რომ დაამზადებენ, ორი კვირის ნაწარმი რომ შევიძინოთ, 800 ათას ადამიანს ავცრით, ანუ პრაქტიკულად ყველა რისკჯგუფს ლამის 100%-ით მოვიცავთ, თუმცა არ გვინდა, გვირჩევნია იმ 29 ათასს დაველოდოთ, რომელიც ბოლომდე სამედიცინო პერსონალსაც კი არ ეყოფა. მერე ნახეთ, იმის გარჩევა რომ წავა, რომელ საავადმყოფოში მუშაობენ აცრილი ექიმები და რომელში _ არა. ესეც ერთი დიდი შეთქმულების თეორიას ჰგავს და რატომ უნდა დაღალოს მოქალაქემ ტვინი იმაზე ფიქრით, რომელ კლინიკაში მივიდეს და რომელ ექიმს შეხედოს თამამად, არავის ადარდებს.

30 წელია, ევროპას პირდაღებული უყურებს ჩვენი ხელისუფლება და რაღაცას ელის. ეს ჯერ ის დახმარება იყო, რომლითაც თურმე უზრუნველად უნდა გვეცხოვრა, მერე _ ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა თავის მაპზე უკეთესით, ახლა _ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და რეალურად ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არაფერი მიუღია. როცა რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას მხარში ამოდგომა, დასავლეთისგან მხოლოდ შეშფოთებას ან აღშფოთებას ვიღებდით. ისინი მუდმივად ერეოდნენ ჩვენს საშინაო საქმეებში და წყვეტდნენ არა ისე, როგორც კარგი იქნებოდა ჩვენთვის, არამედ ისე, როგორც ხელს აძლევდათ მათ. დალაგებული და ძლიერი საქართველო ცალკე პრობლემა იქნება; ზუსტად ისეთი პრობლემა, როგორიც ახლა რეგიონში თურქეთი და აზერბაიჯანია, წელში გამართული სახელმწიფოები, რომლებიც დასავლეთს არ ემონებიან, ტოლ-სწორად ელაპარაკებიან. რომელიმე ევროპელი ლიდერისგან მოგისმენიათ, ალიევი დიქტატორია ან ერდოღანი არასწორად იქცევა, ყოველთვიურად რამდენიმე ათას ადამიანს რომ აკავებს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით? არა, ისინი ამას ვეღარ ბედავენ, იმიტომ, რომ თურქეთიცა და აზერბაიჯანიც ამ ყველაფერს ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევად მონათლავენ და უმკაცრეს პასუხს გასცემენ. ჩვენ კი ერთი კაცის დაკავებაარდაკავებას ვუთანხმებთ ცალკე ევროპარლამენტსა და ცალკე ამერიკის კონგრესს.

გავიდა ზამთარი, ვაქცინა არ ჩანს… დასავლეთის მიერ დაპირებული და სამადლოდ გადმოგდებული ვაქცინა. დანარჩენი მსოფლიო კი რუსული ვაქცინით იცრება და ბედნიერია. ჩვენ ეს აკრძალული გვაქვს, სიცოცხლის უფლება გვაქვს აკრძალული სტრატეგიული პარტნიორებისგან. თურმე ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, სიცოცხლეზე ზრუნვა დასავლეთის ინტერესების ღალატი იქნება. ამას “ვაი, ჩვენს პატრონს”-აც აღარ ჰქვია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here