Home ახალი ამბები მამა გიორგი რაზმაძე EMC-ს: რატომ არ აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს სკოლაში,...

მამა გიორგი რაზმაძე EMC-ს: რატომ არ აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს სკოლაში, წებოთი “კაიფს” ასწავლიან?

1502

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს განხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) გამოეხმაურა.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC – ში აცხადებენ, რომ განათლების სისტემა მზად არ არის, სკოლებში რელიგიის ისტორიის ნეიტრალურად და კრიტიკული მიდგომით სწავლებისთვის.

EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სასწავლო სისტემა მზად არ არის რელიგიის ისტორიის ნეიტრალურად სწავლებისთვის, ამიტომ, EMC-ის შეფასებით, ეს ინიციატივა შეიცავს რისკებს, რომ სწავლება არ იქნება თანასწორი, არაქსენოფობიური და კრიტიკული მიდგომების მქონე.

აღნიშნულ საკითხზე “საქართველო და მსოფლიო”ავჭალის წმიდა ქეთევან  წამებულის ტაძრის წინამძღვარს, მამა გიორგი რაზმაძეს  ესაუბრება.

არაკომპეტენტური, გრანტიჭამია ორგანიზაციები, რომლებიც ამ გრანტებს ისევ და ისვე ქართველი ხალხის ზურგით იფინანსებენ, ქვეყანას რამეში გამოსდგომიან?? – მანახეთ ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია. რატომ იმას არ კითხულობენ, მე-7 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში რომ წერია, თუ როგორ იკაიფონ ბავშვებმა წებოთი? ხელისუფლებასაც ეხება ეს, თვითონ ნარკოპოლიტიკას ებრძვიან და სკოლაში იმას ასწავლიან, როგორ იკაიფოს მე-7 კლასელმა წებოთი,“ – აღნიშნა მამა გიორგი რაზმაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, კი სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება.
„სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხებოდა. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება”,- განაცხადა გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს. 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here