Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ღმერთი არ გაგიწყრეთ!

მამა გიორგი (რაზმაძე): ღმერთი არ გაგიწყრეთ!

3857
მამა გიორგი (რაზმაძე)

ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი საკანონმდებლო ვალდებულებების კვალდაკვალ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს მომავალში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მკაცრ “საკანონმდებლო” ჩარჩოებში მოაქცევს. კანონპროექტი, რომელზეც კომისიის წევრებთან ერთად უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და “უფლებადამცველები” აქტიურად მუშაობდნენ, მედიაში “სიძულვილის ენის” აკრძალვასა და უმცირესობებისადმი “ნეგატიური განწყობების გამღვივებელი ინფორმაციის” შეზღუდვას გულისხმობს.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებაზე მხოლოდ ადგილობრივი “ექსპერტების” მუშაობა საკმარისი არ არის და მეტი სანდოობისთვის აუცილებელია, პროცესში “საერთაშორისო პარტნიორებიც” ჩაერთონ. მათივე ცნობით, განხილვების ფარგლებში რამდენიმე ტრენინგი ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა მედიაექსპერტებმა უკვე ჩაატარეს და უწყების თანამშრომლებს დასავლეთის გამოცდილება გააცნეს. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკიც, რომლის უშუალო დაფინანსებითაც ცვლილებების პაკეტზე, კომისიის წევრებთან ერთად, რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელიც მუშაობდა. ცნობისთვის: ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სადაც “სიძულვილის ენის” ასაკრძალავად მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს, კონსერვატიულ მედიას, მათ შორის, ანტილიბერალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში, პრობლემები შეექმნა. მოიმატა იმ შემთხვევების რაოდენობამ, როცა სასამართლომ ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალების მიმართ “ლიბერალურ” სტანდარტებთან შეუსაბამო ლექსიკისა თუ ტერმინოლოგიის გამოყენების გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. შედეგად უკიდურესად შეიზღუდა იმ მედიასაშუალებების მოქმედების არეალი, რომლებიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის რეალური ინფორმაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. მეტიც, ზოგიერთ მათგანს (ძირითადად ინტერნეტგვერდებს) საერთოდ აეკრძალა საქმიანობა აბსურდული მიზეზებით…

როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული ცვლილება საქართველოშიც იმ მიზანს ემსახურება, რომ კონსერვატიული საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვის ხარჯზე “ლიბერალურ” პროპაგანდას მედიასივრცეში კონკურენტი არ ჰყავდეს…

რას მოიტანს ეს ცვლილება და რა ძალები დგას დღეს ამ პროცესის უკან? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უცხოეთიდან დაფინანსებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მედიაში “სიძულვილის ენის” ასაკრძალავად რეგულაციების მიღებას გეგმავს, რომელიც, ცხადია, გარკვეულ შეზღუდვებსა და სადამსჯელო მოქმედებებს გულისხმობს განსხვავებული აზრისადმი. კონკრეტულად რა შეზღუდვებზე შეიძლება იყოს საუბარი? რა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან?

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში ლიბერალურმა ტირანიამ განსაკუთრებით მწვავე და რეპრესიული ხასიათი მიიღო და ადრე თუ მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა დემოკრატიულობის ფასადურ სახეს, ახლა უკვე განსხვავებული აზრის პირდაპირ დევნაზე გადავიდნენ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გულისხმობს ეს ცვლილება. ცხადია, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ადამიანებს, რომელთა ცნობიერებასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერაფერს “უხერხებს” 24-საათიანი ლიბერალური პროპაგანდა, ნაჯახის პრინციპით მიადგნენ, რათა წაართვან ლაპარაკის, აზროვნების უფლება. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში ეს ცვლილება მიმართულია ეკლესიის, სამღვდელოების წინააღმდეგ. ეს არის ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო კამპანია და ჩვენ ვნახავთ, რომ მალე ეს კამპანია საშინელ რეპრესიებში გადაიზრდება.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, თუ პატრიარქი ან ნებისმიერი სხვა სასულიერო პირი ქადაგებისას იტყვის, რომ მამათმავლობა უმძიმესი ცოდვაა და ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანი სინანულს უნდა მიეცეს, ეს შეფასდება “სიძულვილის ენად”, ოღონდ არა მხოლოდ შეფასდება, დანაშაულის კვალიფიკაციაც მიენიჭება და დაწესდება ჯარიმები. ეს პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქით, რომ ყველაფერი, რაც დასავლური “ნეოლიბერალური” დღის წესრიგისთვის ხელისშემშლელია, გაანადგურონ. თუმცა მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტერი დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რასაკვირველია, გავლენიან პოლიტიკურ წრეებს ვგულისხმობ, და ევროკავშირი.

რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მტრებისგან დაკომპლექტებული კრიმინალური სინდიკატი, რომელიც მზად არის ნიჩბებით, ხელკეტებით, ტყვიითა და სხვა მსგავსი საშუალებებით დაუპირისპირდეს მოსახლეობას, ოღონდ კი უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიღაც გაურკვეველი სქესის არსებებს მამათმავლობის ზეიმი ჩაატარებინოს. მაგრამ ყველამ და მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებიც ახლა იმ რაღაც რეგულაციებზე მუშაობენ, უნდა იცოდნენ ერთი რამ: ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება თუ რეგულაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ერის ტრადიციულ ფასეულობებსა და კულტურას, ყოველთვის დარჩება ფარატინა ქაღალდად და ხალხი მას არ დაემორჩილება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად მიიღებენ ამ ცვლილებებს და მერე უკვე დამტკიცებული კანონებით დაზაფრავენ მოსახლეობას, ძალიან ცდება. ვერ გააჩუმებენ ვერავის. რაც უფრო რეპრესიული იქნება მათი პოლიტიკა, მით მეტ უკმაყოფილებასა და პროტესტის წამლეკავ ტალღებს მიიღებენ. ეს ერთი და მეორე _ ამ სოციალურ ქსელებს რომ ბლოკავენ და ადამიანებს თვალში ნაცარს აყრიან, რა ჰგონიათ, ეს უშველით?! რაც მეტად შეეცდებიან თავისუფალი სიტყვის დაბლოკვას, მით მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. ამას ვერ შეაჩერებენ, მით უმეტეს, ძალადობით, იმიტომ, რომ “ლიბერალური” ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება… აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო საფრანგეთის ელჩს საქართველოში, რომელმაც 17 მაისს განაცხადა, რომ არ აინტერესებს ჩვენი ფასეულობები, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს დასავლეთთან აღებული ვალდებულებაო. ხელისუფლებას ვალდებულებები, პირველ რიგში, აღებული აქვს ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის არჩევანი არ არის გარყვნილება. ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა სამართლიანობაზე, მაგრამ სულ რაღაც ექვს წელიწადში ამ უნიათო ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში უნდა ისხდნენ, მორალს გვიკითხავენ და მოძალადეებს გვეძახიან… აი, ეს არის მწარე სიმართლე, ბატონო ელჩო…

_ ამ პროცესების უკან გავლენიანი დასავლური ინსტიტუტები დგანან და ისინი კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ დასახული მიზნების მისაღწევად. მაგალითად, “სიძულვილის ენის” ასაკრძალავ კანონპროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს ფინანსურ დახმარებას… რა საშუალებებით შეიძლება, საზოგადოება წინ აღუდგეს ამ ყველაფერს?

_ ვფიქრობ, საზოგადოება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული ანტისახელმწიფოებრივი ლიბერალური გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლით, იმიტომ, რომ ეს შეიძლება სატყუარა აღმოჩნდეს. მიზანი უნდა იყოს ერთი _ ძირეული პოლიტიკური ცვლილებები. ის კი არა, რომ ერთი სახე მეორემ შეცვალოს, არამედ ფუნდამენტური იდეოლოგიური ცვლილებები უნდა განხორციელდეს…

_ არის კი მზად ამისთვის საზოგადოება?

_ ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა დაგუბებული, რაც, ჩემი აზრით, მალე გადმოხეთქავს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ამას წინათ ამერიკიდან ახალჩამოსული პრემიერი მამუკა ბახტაძე დაიმუქრა ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ ყველა მოძალადეს ციხეში მივაბრძანებთო… ბოდიში და, ფეხებს ვერ მოჭამთ ვერავის! შინაგან საქმეთა სამინისტო, რომელსაც იმის თავი არ აქვს, რომ უმძიმესი დანაშაული აღკვეთოს და დასჯის ნაცვლად ბოდიშებს უხდის ნარკოტიკების გამსაღებლებს, ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება. აღუდგება და მიიღებენ სამოქალაქო ცუნამის… ისე, თუ ასეთი დიდი წარმოდგენა აქვს პოლიციას თავის თავზე, კვირიკაშვილს ნარკომანებმა და ნარკობარიგებმა ბოთლები და კვერცხები რომ დაუშინეს, ეს არ იყო ადამიანის უფლების დარღვევა?! და შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაეკავებინა, ამ ხროვას ეახლა და ბოდიშები მოუხადა, იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდა ამერიკელი “პარტნიორებისგან…”

მინდა მივმართო იმ პოლიციელებს, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ყველა სამარცხვინო დავალებას იმ გამართლებით, რომ თურმე სამსახურია და რა ქნან, ოჯახები ჰყავთ, სოდომიის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდა ბიჭებს აკავებენ: ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ შეეხოთ არც ერთ ახალგაზრდას, რომელიც გარყვნილებას წინ აღუდგება, თორემ იმ ზნედაცემულ ადამიანებთან და მათ სამარცხვინო ხელისუფლებასთან ერთად წაილეკებით! მხოლოდ თქვენ არ გაქვთ სამსახური და მხოლოდ თქვენ არ გყავთ ოჯახები. რანაირი ოჯახის პატრონები იქნებით, როცა თქვენს შვილებს მისაბაძ მაგალითად (მისაბაძ მაგალითად ჯერჯერობით, თორემ მერე პირდაპირ ძალადობაზე გადავლენ) მამათმავლებს დაუყენებენ, ამაზე არ გიფიქრიათ? სოდომიის პროპაგანდის დაშვებითა და არაღკვეთით თქვენს და ჩვენს შვილებს პოტენციურად გაუკუღმართებისთვის, საქართველოს კი გადაგვარება-განადგურებისთვის იმეტებთ, ამაზე იფიქრეთ თქვენც და სხვებმაც. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ღამის აქციაზე რვა შვილის მამა დააკავეს, რომელსაც ძალიან უჭირს ფინანსურად და სრულიად უმიზეზოდ 700 ლარით დააჯარიმეს. და რამდენია კიდევ ასეთი?.. ეკლესია ასეთ საკითხებში პრინციპული უნდა იყოს…

_ ეკლესიის პრინციპულობაში რას გულისხმობთ?

_ თითოეული პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა ვინმე, ვინც ხელს უწყობს მამათმავლობის პროპაგანდას და უპირისპირდება ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს, ანათემას უნდა გადაეცეს. ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ქართველებისა და საქართველოს მტრები, ამიტომ მათი და მათი შთამომავლების ხსენება უნდა ამოიძირკვოს ქართული ცნობიერებიდან.

_ ამ დღეებში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძირეული ცვლილებებისთვის გაცილებით მეტია საჭირო. გამოვა ხალხი იმ რეპრესიების შემდეგ, რაც ვიხილეთ?

_ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ნებისმიერი რეპრესია, დევნა და წნეხი, რომელიც მიმართულია ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დასატერორებლად, მხოლოდ ახალი მუხტია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლიერებს; ამიტომ არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ, დღეს თუ დაგვარბევენ, შეგვეშინდება და ხვალ აღარ გამოვალთ გასაპროტესტებლად. აღარ არის შიშის დრო. მათ თავიანთი გარყვნილებით უკვე მიაღწიეს იმას, რომ ხალხს არა რეპრესიების, არამედ დუმილისა და ინერტულობის ეშინია. ზუსტად ეს არის მათი აღსასრული და ვერაფერი ვერ შეაჩერებს _ ვერც პოლიცია, სპეცრაზმი, ნიჩაბი და ხელკეტი… მათი ძალადობა სამარცხვინოდ დასრულდება. მათი ლიბერალური ტირანია სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here