Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): რომელ ისტორიულ მონაპოვარზეა საუბარი _ დაკარგულ ტერიტორიებზე, წაგებულ ომსა...

მამა გიორგი (რაზმაძე): რომელ ისტორიულ მონაპოვარზეა საუბარი _ დაკარგულ ტერიტორიებზე, წაგებულ ომსა და პოლიტიკურ სატყუარადქცეულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე თუ ოცნებად დარჩენილ ვერაღდგენილ სამართლიანობაზე?

“საქართველო არის ღირსებაშელახული და დაჩოქილი ქვეყანა, რომელსაც მართავს პატივაყრილი ხელისუფლება”

456
მამა გიორგი (რაზმაძე)

.. პროდასავლური ოპოზიციის მიერდემოკრატიულიდასავლეთის მხარდაჭერითა და წაქეზებით წამოწყებულ ახალ პროპაგანდისტულ შტურმს, რომლის მთავარი გზავნილიც საზოგადოებისადმი არის ის, რომ, თურმე, მიმდინარეპოლიტიკური რეპრესიებიქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ემუქრება, გარკვეული სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

ე.წ. ლიბერალური მედიის მიერ წლების განმავლობაში გაპიარებული და “პროგრესულებად” შერაცხილი მღვდლების მთელი არმია განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ, რომ ქვეყნის “ისტორიული მონაპოვარი” საფრთხეშია; ითქვა და დაიწერა, რომ საზოგადოების პოლარიზაციამ, შესაძლოა, 1990-იან წლებში დაგვაბრუნოს; რომ “ცივილიზებულმა სამყარომ” საქართველოზე საბოლოოდ შეიძლება ხელი ჩაიქნიოს და ა.შ. ამ შეფასებებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მეუფე მელქისედეკის განცხადება აღმოჩნდა, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს მედიასთან გაკეთებული კომენტარების პარალელურად სოციალურ ქსელშიც ვრცელი პოსტი მიუძღვნა: “ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე კრიტიკულია, ვიდრე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს. გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს _ ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება არავის ინტერესში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა”… მოგვიანებით ეს განცხადება “ლიბერალურმა” მედიამ აიტაცა, თუმცა მეუფე ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც მიმდინარე მოვლენების ფონზე მსგავსი პოზიცია გამოხატა, “ისტორიული მონაპოვრის” დასაცავად შეშფოთება სხვა სასულიერო პირებმაც გამოთქვეს…

რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში მაღალი იერარქის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომსაფრთხე ექმნება ქვეყნის ისტორიულ მონაპოვარს”, შეესაბამება თუ არა ეს პოზიცია მოსახლეობის უმრავლესობის თვალსაზრისს და თუ შეიძლება, ჩვენთვისმონაპოვარიიყოს თანამედროვე დასავლური ლიბერალური დემოკრატია _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ პოლიტიკურ კინკლაობას ხელისუფლებასა და მის .. პროდასავლურ ოპოზიციას შორის, ერთერთი მაღალი იერარქი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხე ექნება ქვეყნის ისტორიულ მონაპოვარს _ ევროატლანტიკურ სწრაფვას. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს პროცესები და განსაკუთრებით ბოლოდროინდელი დაძაბულობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაცლიბერალურიმედია, ფაქტობრივად, ქართული დემოკრატიის გადარჩენისთვის გადამწყვეტ ბრძოლად გვიცხადებს, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპექტაკლი. ოღონდ ეს არის პროცესი, რომელშიც ხალხი საერთოდ არ მონაწილეობს და ეს გარკვეულწილად იმედისმომცემია, იმიტომ, რომ ხალხი ხვდება, რეალურად რა ბინძური თამაშიც მიდის.

რაც შეეხება შეფასებებს, მათ შორის მაღალი იერარქისგან, რომ საფრთხე ექმნება “ისტორიულ მონაპოვარს”, ყველას თავისი აზრი აქვს და ვერავის კამათს ვერ დავუწყებ, შეურაცხყოფაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია საუბარი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, რომელ ისტორიულ მონაპოვარზეა საუბარი _ დაკარგულ ტერიტორიებზე, წაგებულ ომსა და პოლიტიკურ სატყუარად ქცეულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე თუ ოცნებად დარჩენილ ვერაღდგენილ სამართლიანობაზე, რომლის შედეგადაც ცხრა წლის განმავლობაში უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენ ადამიანებს არა თუ ვერ ასამართლებს მართლმსაჯულება და ლამის გმირებადაც გამოგვიცხადონ ისინი? ვისთვისაც ეს ყველაფერი მონაპოვარია, შეუძლია, მაგ რწმენით და შეგნებით იყოს მთელი სიცოცხლე, ჩემთვის კი მონაპოვარია ტრადიციული, ეროვნული სახელმწიფო, რომელშიც კაცისმკვლელებსა და გამაუპატიურებლებს, დავითგარეჯის გამყიდველებს, ეკლესიის დაუძინებელ მტრებსა და მაგინებლებს გმირებად კი არ გამოგიცხადებენ, არამედ თვითონ ღირსეულად, გარე ძალებთან შეუთანხმებლად შეძლებს მათზე მართლმსაჯულების განხორციელებას. ეს არ გვაქვს და, სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გვექნება. სამაგიეროდ, გვაქვს ფსევდოსახელმწიფო, რომელშიც პარლამენტზე შტურმის მომწყობ, სახელმწიფო გადატრიალების დამგეგმავ ადამიანს პროკურატურა ეხვეწება: გადაიხადე გირაო, მოგვეცი საშუალება, შინ გაგიშვათო; ხოლო რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საჯაროდ “გამპრავებელთან” ქუჩაში რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ, ორი თუ სამი წლით უშვებენ ციხეში. აი, ეს არის ჩვენი “მონაპოვარი…”

_ მელიას დაკავებაისტორიულ მონაპოვარსსაფრთხეს რომ უქმნის, ამაზე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც გვაფრთხილებენ. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება დაისაჯოს საქართველო?

_ საქართველო და ქართველი საზოგადოება უკვე დასჯილია. იმაზე მეტი დასჯა რა გინდა, როცა დღეს ისევ არსებობს საფუძვლიანი შიში, ვაითუ ნაციონალები დააბრუნონ და ხელახლა ჩააბარონ ძალაუფლებაო. ამ შემთხვევაში ეჭვიც არავის ეპარება, რომ ნაციონალების მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში დატრიალებული უბედურებები მონაგონი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ, თურმე, ძალიან ახლოს ვიყავით ნატოსთან, ევროკავშირთან და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მანძილი გაზარდა, მართლა მაინტერესებს, რამდენია დღეს მანძილი, იქნებ გაზომონ და ზუსტად გვითხრან, ორი ნაბიჯი გვაშორებს, ხუთი თუ ათი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე, ჩემი პირადი პოზიცია ასეთია: თუ საქართველოს მომავლის ბედი ერთი მუჭა კრიმინალებისა და კაცისმკვლელების ხელშეუხებლობაზე გადის, ასეთი არც მომავალი მინდა და არც ის ევროატლანტიკური პერსპექტივა, რომელიც, დიდი ხანია, ყბადაღებულ თემად იქცა

_ თავის მხრივ, დასავლეთს რა სურს ჩვენგან? რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, როცა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორისნაციონალურ მოძრაობას”, კბილებით იცავენ?

_ ვფიქრობ, მათი მიზანია, ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს. როგორც ამერიკაში ცვლიან ერთმანეთს რესპუბლიკელები და დემოკრატები, აქ ერთმანეთს უნდა ცვლიდნენ ნაციონალები და “ოცნება”. ოღონდ საქართველოს შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით მახინჯი ფორმებით ხორციელდება, იმიტომ, რომ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულებში მხილებული ძალის პოლიტიკურ რეაბილიტაციაზე. მეორეც, აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ხალხი არ მონაწილეობს პროცესებში. დარღვეულია მათ მიერვე დეკლარირებული .. ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართებოდეს საზოგადოების უმრავლესობის ნების შესაბამისად. დღეს ყველაფერი ისე კეთდება და სრულდება, რომ ხალხის პოზიცია საერთოდ არ ჩანს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს პოზიცია არ არსებობს ან არ იციან მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ავანგარდში მყოფმა ურეიტინგო ძალებმა, არა იმიტომ, რომ ხალხის პოზიცია არავის აინტერესებს. საერთოდ, დღეს საქართველოში საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა და ფეხებზე დაკიდება ხელისუფლებისთვისაც და “ოპოზიციისთვისაც” ერთნაირად ადვილია. რატომ, იცით? იმიტომ, რომ იციან, საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, მისი უფლებების დარღვევისთვის პასუხს არავინ მოსთხოვთ _ არც დასავლეთი შეშფოთდება, არც “არასამთავრობოები” აყვირდებიან, არც სანქციებზე ალაპარაკდება ვინმე და ა.შ. რაც შეეხება მელიას დაკავებას, რომელმაც ყველაფერი გადაფარა, ობიექტური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კაცის დაჭერა გასახარი არ არის, მაგრამ ვთქვათ სიმართლე: მელია, ახლა კი არა, წლების წინათ უნდა დაეჭირათ. ამის უამრავი მიზეზი არსებობდა და, თუ ვინმეს ჰგონია, დაგვავიწყდა, მენაგვის ფორმაში გადაცმული რუსთაველზე მშვიდობიან დემონსტრანტებს როგორ არბევდა, ძალიან ცდებააქვე მინდა, გამოვეხმაურო გახარიას გადადგომის საკითხსაც. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ამით მან რაღაც სახე შეინარჩუნა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა და ა.შ. ეს აბსურდია. გახარიამ პოლიტიკური სახე დიდი ხნის წინათ დაკარგა, თუ გააჩნდა, საერთოდ. ამიტომ, თუ მას სახის შენარჩუნება სურდა, ახლა კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ მაშინ, როცა მისმა პატრონებმა შუაგულ რუსთაველზე, მსოფლიოს დასანახად, ნარკორეალიზატორების, მამათმავლებისა და მათი დამცველებისთვის ბოდიშის მოხდა უბრძანეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მრცხვენია უკვე, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. საქართველო არის ღირსებაშელახული და დაჩოქილი ქვეყანა, რომელსაც მართავს პატივაყრილი, გაუპატიურებული ხელისუფლება

_ დასაწყისში თქვით, საზოგადოება არ მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიო. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ვითარება თუნდაც ნაწილობრივ შეიცვალოს და მოსახლეობა გამოვიდეს ამ საყოველთაო ნიჰილიზმიდან, რომელიც დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს?

_ ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. აქამდე ვამბობდით, რომ აუცილებელია მესამე ძალის გამოჩენა და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირება იოლი ნამდვილად არ არის. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ძირეული, პოლიტიკური იდეოლოგიის დონეზე განხორციელებული ცვლილებებია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროცესში ჩართული ნებისმიერი ძალა, ნებისმიერი მოქალაქე, მზად უნდა იყოს სერიოზული წინააღმდეგობებისთვის. ბრძოლა ნამდვილად უთანასწოროა და ეს ჩანს ყველაფერში, აგერ რა უქნეს დონალდ ტრამპის მომხრეებს ამერიკაში. თუმცა, თუ გვინდა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდეს მავნე ძალებისგან, რომლებიც როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან ერთნაირად ღრღნიან სახელმწიფოს, ეს ბრძოლა გადასატანია. აი, ეს არის რეალობა, ამიტომ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სასწრაფოდ, უახლოეს ხანში მოსაწვევია ეროვნული კრება, რომლის ფარგლებშიც გაერთიანდებიან ჭკვიანი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები სხვადასხვა სფეროდან და იმსჯელებენ ქვეყნის მომავალზე. სხვა გამოსავალი მე არ ვიცი და ვერ წარმომიდგენია. სხვა გამოსავალი ამ ვითარებაში, ალბათ, არც არსებობს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here