Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკო ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოსთვის ერთიანი ვალუტის შექმნას ემხრობა

ლუკაშენკო ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოსთვის ერთიანი ვალუტის შექმნას ემხრობა

1150
ლუკაშენკო ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოსთვის ერთიანი ვალუტის შექმნას ემხრობა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ერთობლივი ვალუტის შემოღებისა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ბელარუსული რუბლი და არც რუსული რუბლი. ეს უნდა იყოს “ნეიტრალური” ვალუტა.

“ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამ შეთანხმების არც ერთ პუნქტზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ერთობლივი ვალუტის შემოღების, მაგრამ ეს უნდა იყოს ნეიტრალური ვალუტა _ არც ბელარუსული რუბლი და არც რუსული რუბლი”, _ განაცხადა ლუკაშენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here