Home სხვადასხვა დაიჯესტი ლიდერების ქედმაღლობა და ნარცისიზმი _ აშშ-ის პოლიტიკის არსი

ლიდერების ქედმაღლობა და ნარცისიზმი _ აშშ-ის პოლიტიკის არსი

119
ლიდერების ქედმაღლობა და ნარცისიზმი _ აშშ-ის პოლიტიკის არსი

აშშის ლიდერები რეგულარულად ამტკიცებენ, რომ ქვეყანა მოქმედებსსაერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებული წესებითდა ვაშინგტონი ყოველთვის ცდილობს, ითამაშოს კეთილგანწყობილი გლობალური ლიდერის როლი. სინამდვილეში ყველაფერი ნაკლებად ფერადოვანი და გაცილებით ეგოისტურია.

“ვაშინგტონის პოზიცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ _ ეს არის ქედმაღლური ეროვნული ნარცისიზმი და დღეს ეს პრობლემა მოგვარებული არ არის”, _ წერს ტედ გალენ კარპენტერი The American Conservative-ში რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამ თვალსაზრისის ყველაზე ლაკონური გამოხატულება იყო ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის, კომენტარი, რომელიც მან გააკეთა 1998 წლის თებერვალში ტელეარხ NBC-ისთვის მოცემულ ინტერვიუში:

*”ჩვენ ვართ ამერიკა, ჩვენ ვართ შეუცვლელი ერი. ჩვენ მყარად ვდგავართ და ვიმზირებით მომავალში უფრო შორს, ვიდრე სხვა ქვეყნები”, _ თქვა ოლბრაიტმა.

მსგავსი განწყობა ოლბრაიტამდეც არსებობდა. ეს განწყობა არსად წასულა პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ. ანალოგიური ტონი შეიძლება იპოვოთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშიუფროსის 1991 წლის მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი.

* “ამერიკაში თაობები სათავეში ედგნენ თავისუფლების სიკეთეების შენარჩუნებისა და გავრცელებისთვის ბრძოლას. და დღეს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ამერიკის ლიდერობის გარეშე შეუძლებელია. ამერიკელებმა იციან, რომ ლიდერობას მოაქვს ტვირთი და მსხვერპლი”, _ მიუთითებდა ბუში.

მაგრამ ჩვენ, აგრეთვე, ვიცით, რატომ არის კაცობრიობის იმედები ჩვენთან დაკავშირებული. ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გვეკისრება უნიკალური პასუხისმგებლობა _ ვაკეთოთ თავისუფლების მძიმე საქმე და, როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, თავისუფლება მუშაობს”, _ აღნიშნავდა ბუში.

2021 წლის თებერვალში უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გამოდის, “როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, და მსოფლიოს უგზავნის მკაფიო სიგნალს: “ამერიკა დაბრუნდა”.

ამერიკის ახალ ლიდერს უნდოდა, ეთქვა: წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პერიოდში აშშმა უგულებელყო, თუ სრულიად არ დაკარგა, გლობალური ლიდერის როლი. დიდი შვიდეულის ივნისის სამიტის შემდეგ ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომჩვენ უნიკალური ვართ, როგორც ქვეყანა”.

ქედმაღლობა და ნარცისიზმი არ შემოიფარგლება აშშ-ის ლიდერების რიტორიკით. ისინი ხშირად განსაზღვრავენ ვაშინგტონის პოლიტიკის არსს. ამის ერთ-ერთი მაგალითია, როგორ გადაწყვიტა ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ატომური პროგრამის პრობლემა ჩრდილოეთ კორეაში 1994 წელს.

თავის მემუარებში კლინტონი მიუთითებს, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ომის რისკის ფასადაც კი, ხელი შეეშალა ჩრდილოეთ კორეისთვის, შეექმნა ბირთვული არსენალი. თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ მოგვიანებით აღიარა, რომ ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავდა “ქირურგიულ დარტყმებს” ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტებზე”. საბედნიეროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დაარწმუნა კლინტონი, რომ მისთვის მიეცა შესაძლებლობა, ფხენიანს დალაპარაკებოდა და მშვიდობიანად მოეგვარებინა ეს კრიზისი. იმხანად სასწაულით მოხდა ტრაგედიის თავიდან აცილება. მაგრამ არც კლინტონსა და არც მის მრჩევლებს გაკვრითაც არ უხსენებიათ, რომ სამხრეთ კორეის სურვილებმა შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა დარტყმა კსდრ-ზე. ეს ეხება იაპონიას და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებსაც აღმოსავლეთ აზიაში, მიუხედავად იმ შედეგებისა (მათ შორის რეგიონის რადიოაქტიური დაბინძურება), რომლებსაც მიიღებენ ისინი აშშ-ის ავიადარტყმებით ბირთვულ ობიექტებზე.

მნიშვნელოვან საკითხებში მოკავშირეების სურვილებისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ტიპური მაგალითია ვაშინგტონის საქციელისა ათწლეულების განმავლობაში. კიდევ ერთი მაგალითი, როგორ მუშაობდნენ უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეების ნებისმიერი ინიციატივისთვის ძირის გამოსათხრელად.

ვაშინგტონის .. მახრჩობელა პოზიცია სრულად გამოვლინდა ეპიზოდში, რომელიც მოხდა 1990-იანი წლების ბოლოს. საფრანგეთი და სხვა რამდენიმე ევროპული ქვეყანა ცდილობდნენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შექმნას ევროპისთვის. მას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ევროპული სამხედრო პოტენციალი და ემოქმედა ნატოს ჩარჩოებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. მოკავშირეებმა წამოაყენეს წინადადება, შეექმნათ სწრაფი რეაგირების ძალები ევროპელთა კონტროლით.

ამას აშშ-ის ხელმძღვანელებმა დამდუღრულივით უპასუხეს. ზოგიერთი უარყოფა ისტერიკასთან ახლოს იყო. თავდაცვის მინისტრმა უილიამ კოენმა 2000 წლის დეკემბერში ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ყველა გააფრთხილა, რომ, თუ ევროკავშირი სამხედრო პოტენციალს ნატოს ფარგლებს გარეთ შექმნიდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიგადმონაშთადიქცეოდა.

ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსაც ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ. 2003 წლის ოქტომბერში ნატოში აშშ-ის ელჩმა ნიკოლას ბერნსმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა დამოუკიდებელი სამხედრო პოტენციალის შექმნის შესახებ. ბერნსმა ევროპელთა ძალისხმევას “ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის ყველაზე დიდი ხიფათი უწოდა”.

ჯონ ბოლტონი, რომელიც შემდგომ მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწე იყო ბუშის ადმინისტრაციაში, მოგვიანებით კი _ დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, განსაკუთრებით აკრიტიკებდა სწრაფი რეაგირების ძალებს და მას უწოდებდა “ნატოს გულისკენ მიმართულ ხანჯალს”. ბოლტონის გავლენით, ტრამპის ადმინისტრაციამ მწვავედ გამოავლინა მტრობა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ააღორძინა ევროკავშირში არმიის შექმნის იდეა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციები, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული, რეგულარულად დაიჩივლებდნენ ხოლმე, რომ ევროპის ქვეყნები არასაკმარისად აფინანსებდნენ თავიანთ თავდაცვას და საკუთარ მხრებზე არ იღებენ ტვირთის საკმარის წილს, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ მოკავშირეების დამოუკიდებელ ინიციატივებს უსაფრთხოების სფეროში. აშშის ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება კი სურთ, მაგრამ მხოლოდ ნატოს ჩარჩოებში, სადაც ყველაფერს ვაშინგტონი წყვეტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკელები მიისწრაფვიან იქით, რომ ევროპის ქვეყნებმა უფრო აქტიური ზომები გაატარონ აშშის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

აშშ-ის ოფიციალური პირები ზოგჯერ არა მხოლოდ გულგრილად ეპყრობიან ამერიკის პარტნიორებს უსაფთრხოების საკითხებში, არამედ მათ მიმართ ზიზღსაც გამოხატავენ. ეს ცხადად გამოჩნდა, როცა ევროპელი მოკავშირეები ცდილობდნენ, გამკლავებოდნენ 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ბუში-უფროსის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხაზი გადაუსვა ევროპელთა ამბიციებს და დაცინვით თქვა, რომ “ევროპელებს სამი ავტომობილისგან შემდგომი კორტეჟის ორგანიზებაც კი არ შეუძლიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაზე მათი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.

ელის რუზველტ ლონგვორტმა, პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ქალიშვილმა, ერთხელ განაცხადა: მამაჩემი ისეთი ეგოისტი იყო, დაკრძალვებზე უნდოდა, ცხედარი ყოფილიყო, ქორწილში კი _ პატარძალიო. აშშ-ის ქედმაღალი ოფიციალური პირები ცდილობენ, ანალოგიური სტატუსი მიანიჭონ აშშ-საც. მათ უნდათ, რომ ვაშინგტონი ყველაფერში ერეოდეს, მაშინაც კი, თუ ასეთ პოლიტიკას მოაქვს როგორც ფინანსური ტვირთი, ისე სამხედრო რისკები ამერიკელი ხალხისთვის.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here