Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ვიღაცის უხილავი ხელი ყველანაირად ცდილობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას

ლევან ჩაჩუა: ვიღაცის უხილავი ხელი ყველანაირად ცდილობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას

413
ლევან ჩაჩუა

13 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩის მახლობლად მრევლისა და ადგილობრივი ეპარქიის მიერ გაგის ციხეკოშკზე აღმართული ჯვარი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ მოპარული ჯვრის ადგილას დაიდგა, ისევ დაარბიეს. ინფორმაცია, შესაბამის ფოტოებთან ერთად, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, განცხადებაში, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განთავსდა, აღნიშნულია, რომ ფაქტი გარკვეული ძალების მხრიდან რეგიონში რელიგიური შუღლის ჩამოგდების მცდელობაზე მიუთითებს, რაც ყოველგვარ ზღვარს ცდება და არის როგორც სარწმუნოების, ისე სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული: “როგორც ჩანს, მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება, რომელიც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული…”

მოგვიანებით მედიასთან კომენტარი ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმაც (ჯამდელიანი) გააკეთა და განაცხადა, რომ ჯვრის ასე დაზიანება? ხელით რამდენიმე ადამიანიც კი ვერ შეძლებდა: “ამოგდება ძირფესვიანად სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს და რაღაცნაირად მოახერხეს ტექნიკის თუ რაღაცის გამოყენებით…” (რა სახის ტექნიკითა და საშუალებებით შეიძლებოდა, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო, მეუფეს არ დაუკონკრეტებია). მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო _ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სასჯელის ზომად ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნენებთ, რომ დაუდგენელმა პირებმა გაგის ციხე-კოშკზე ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა მიმდინარე წლის იანვარში მოგლიჯეს, რის შემდეგაც ადგილობრივმა ეპარქიამ და მრევლმა ახალი ჯვარი მალევე აღმართეს.

ვინ და რა ძალები დგანან მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ამ პროვოკაციის მიღმა და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარტიაქართული იდეისხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ბოლო 4-5 თვეში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩის მახლობლად, გაგის ციხეკოშკზე ჯვარი ორჯერ დაარბიეს. ამას, ბუნებრივია, საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კეთდება განცხადებები, რომ ეს ყველაფერი რეგიონში რელიგიური შუღლის ჩამოგდების მცდელობაათქვენი აზრით, რა ხდება სინამდვილეში?

_ უწინარესად, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას, იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა ბოლო პერიოდში ეს ეპარქია. ამას უკვე ყველა ვხედავთ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება. მინდა, გაგახსენოთ, რომ პროვოკაციები ამ რეგიონში დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცაოცნებისხელისუფლებამ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი დემონსტრაციულად დადგა მარნეულის ცენტრში. თანაც ეს გაკეთდა 26 მაისს _ დამოუკიდებლობის დღეს და გახსოვთ, ალბათ, მაშინ ამას საზოგადოების უმძაფრესი რეაქცია მოჰყვა, თუმცა მმართველი გუნდისთვის ამას ხელი არ შეუშლია. აი, ამის შემდეგ უკვე იყო გაგის ციხეკოშკზე ჯვრის გადაჭრა და გაუჩინარება საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, რომელიც იქვე იყო აღმართული რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვფიქრობ, ის, რაც უკვე მეორედ მოხდა, ვგულისხმობ ხელახლა დადგმული ჯვრის ისევ დარბევას, არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში უკვე მოურიდებლად მოქმედებენ გარკვეული ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფები, რომლებიც ყველა გზასა და ხერხს მიმართავენ, მათ შორის დესტაბილიზაციის პროვოცირებასაც, თავიანთი იდეოლოგიურპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სხვათა შორის, მეუფემაც განაცხადა და ეს ნამდვილად ასეა, რომ ერთი და ორი ან თუნდაც ხუთი ადამიანი იმ ჯვრის წაქცევას ვერ შეძლებდა. მე ვმონაწილეობდი ჯვრის აღმართვაში და ის საკმაოდ მყარად, ღრმად იყო ჩაბეტონებული. როგორც ჩანს, იქ გარკვეული ტექნიკა გამოიყენეს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ორგანიზებულად გაკეთდა ეს ყველაფერი… რაც შეეხება შეფასებებს ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობებზე, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, რომ ვიღაცის უხილავი ხელი ყველანაირად ცდილობს იქ ეთნიკური შუღლის გაღვივებას. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუმცა მანამდე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო

ვიღაცის უხილავი ხელი ყველანაირად ცდილობს ეთნიკური შუღლის გაღვივებას

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს ჰუჯაბის ეპარქიაში ხდება, ერთგვარი გაგრძელებაა ანტისაეკლესიო პროცესისა, რომელიც ჭყონდიდში განვითარებული მოვლენებითა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო ატეხილი ხმაურით (და არა მხოლოდ) ვლინდება?

_ რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციები იმისთვის, რომ მრევლი მდგომარეობიდან გამოვიდეს, რაღაც მოხდეს და დაიწყოს ფიზიკური დაპირისპირება. მერე ეს მოვლენები .. ლიბერალური მედიით გაშუქდება ისე, როგორცსაჭიროადა ყველაფერი ქრისტიანებს დაბრალდება. აი, ეს არის მიზანი და ამას ემსახურებოდა პეტრეს სექტის შევარდნა ჭყონდიდის ეპარქიაში, ძალადობა სასულიერო პირებზე, შემდეგ ვითომ აქცია საპატრიარქოსთან, სადაც პროვოკატორები პირდაპირ ფიზიკურად ცდილობდნენ მრევლის გამოწვევას და .შ. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ვიღაც ცდილობს დმანისში მიმდინარე მოვლენების ამ კუთხით გამოყენებას. შეხედეთ, როგორ აშუქებს ფაქტს ე.წ. ლიბერალური მედია _ ყველაფერი ბრალდებათ ქართველებს…

_ ერთერთმა მედიასაშუალებამ ასეთი ტექსტიც კი გამოიყენა: დაპირისპირება ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდაოსვანები, თურმე, მიგრანტები ყოფილან საქართველოში.

_ ყველაფრის თავიდათავი რა არის, იცით? _ ის, რომ საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საქართველოს მართავს უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურული ქსელი, რომელსაც ჰქვია ხელისუფლება და საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და სხვა ატრიბუტიკის ქვეშ აკეთებს უპრეცენდენტო მასშტაბის ანტიქართულ საქმეს. აი, ეს არის მიზეზთა მიზეზი, თორემ ისტორიულად ჩვენ ყოველთვის გვყავდა ეთნიკური უმცირესობები, მაგრამ არასოდეს არანაირი კონფლიქტი არ გვქონია არც აზერბაიჯანელებთან, არც სომხებთან, არც ბერძნებთან და არც სხვა რომელიმე ერის წარმომადგენლებთან

_ საინტერესო კიდევ ერთი მომენტია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187- მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობსრას ფიქრობთ ამაზე?

_ ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რა მიდგომები აქვთ მათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე და რა მიდგომები აქვთ, მაგალითად, რელიგიური ან სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემების მიმართ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვინმეს მუსლიმანების რელიგიური სიმბოლიკა რომ გაენადგურებინა, თანაც ასე დემონსტრაციულად ან წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვინმე რომელიმე ლგბტ ორგანიზაციის თუნდაც შენობას რომ შეხებოდა და უმნიშვნელო რაღაც დაზიანება მიეყენებინა ამ შემთხვევაში აშკარაა რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, რომელიც აგრესიული ფორმით გამოხატული ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური ქმედებაა და ესენი გამოძიებას იწყენებენ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით. ამაზე მეტი ორმაგი სტანდარტი და თავზე ლაფის დასხმა საკუთარი ხალხისთვის, რა გინდა?!

_ სექსუალური უმცირესობები ახსენეთ, ამაზეც შეგეკითხებით: ამას წინათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საქართველოში მოქმედმა საელჩოებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დროა, მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ თანასწორ უფლებებს. რა აზრის ხართ ამ განცხადებაზე?

_ საქართველოს თავისი “პარტნიორები” უკვე ისე აღარ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს. საქართველოს უყურებენ, როგორც კოლონიას, რომელსაც კარნახობენ აბსოლუტურად ყველაფერს: ვინ ვისზე დაქორწინდეს, ვის ერქვას კაცი და ვის _ ქალი, როგორ გავზარდოთ შვილები, როგორ ვიმეტყველოთ, როგორ ვიაზროვნოთ, რა იყოს მისაღები და რა _ არა… აი, ამას ნიშნავს რეალურად იმ ჩვენი ე.წ. კეთილისმსურველების ერთობლივი განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, როცა საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეყოლება, ამ ადამიანებს, კონკრეტულ დიპლომატებს ვგულისხმობ, თავიანთ ადგილს მიუჩენს. აქვე მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც: ამ დღეებში მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მსოფლიო ბანკთან, რომლის თანახმად, 85 მილიონ ევროს გვაძლევენ დახმარებად. ღარიბაშვილმა გვახარა, _ შეღავათიანი პირობებით გვაძლევენომინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი რამ: როდესაცოცნებამოდიოდა ხელისუფლების სათავეში, იყო ასეთი განწყობები, რომ მილიარდერმილიონერები არიან, ფული არ აკლიათ და იქნებ ქვეყანაზე იზრუნონო. აი, რა მივიღეთ _ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაახლოებით 11 მილიარდი იყო საგარეო ვალი, “ოცნებამ” კი გააორმაგა და კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ ყულფში გაგვაყოფინა თავი. სხვათა შორის, როგორც საბერძნეთს უქნეს თავის დროზე ვალების გადაუხდელობის გამო, ისე გვიზამენ ჩვენც _ ისეთი კანონების შექმნას მოგვთხოვენ, ვერც წარმოვიდგენთ, მერე კი მოგვთხოვენ მიწებს, პორტებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებსვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს 85 მილიონი ევრო, რომელიც დამატებით აიღოოცნებამ”, არის ბონუსი, რათა წარმატებით გააგრძელოსლიბერალურიტერორი და მიმდინარე კოვიდისტერია

_ როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი თუნდაც ნაწილობრივ ავიცილოთ?

_ ჩვენ ყოველთვის ველით, რომ ვიღაც გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არადა, პირიქით ხდება _ ვიღაც ყოველთვის აკეთებს ჩვენს საწინააღმდეგოს. აქედან გამომდინარე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი უნდა მივცეთ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ძლიერება განაპირობებს შემდეგ ჩვენს პირად კეთილდღეობას. ეს უნდა გაკეთდეს დიდი ლოცვის, შრომის და, შეიძლება, თავგანწირვის ფასადაც კი. სხვანაირად გამოსავალი ვერ წარმომიდგენია, ალბათ, არც არსებობს სხვა გზა იმისა, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ საშინელი, დამღუპველი მდგომარეობიდან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here