Home რუბრიკები პოლიტიკა კორონავირუსი დაავადებაა თუ ადამისა და ევას ნაშიერთა უკანასკნელი გაფრთხილება?

კორონავირუსი დაავადებაა თუ ადამისა და ევას ნაშიერთა უკანასკნელი გაფრთხილება?

3095
კორონავირუსი დაავადებაა თუ ადამისა და ევას ნაშიერთა უკანასკნელი გაფრთხილება?

ტელევიზორს ჩართავ _ კორონავირუსი, რადიოშიც _ 24-საათიან რეჟიმში კორონავირუსი; სახლში მივალ და ჩემი ცოლი ოთახში არ მიშვებს, სანამ ფეხსაცმელს არ გავიხდი და ჯიბეებს ამომიტრიალებს (ისე, რომ მსგავსიშმონიგლდანის ციხისნადზირატელებსშეშურდებოდათ), ემანდ კორონავირუსის შესაძლო გადამტანი რაიმე (ცხვირსახოცი, სიგარეტი და ..) ნივთი არ მქონდეს; მერე ერთ ვედრო სპირტს გადამავლებს თავპირზე და მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს უფლება ოთახში შესვლისა და დივანზე წამოწოლისა. მოკლედ, რომ იტყვიან, სახლში მისვლა შემაზარა ამ ყოველი მხრიდან კორონავირუსმა, რომელსაც მსოფლიოში შემზარავი სურათის ფონზე ჩვენი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმისა და, პირველ რიგში, უფლის წყალობით ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება პატარა საქართველო.

სიტყვამ მოიტანა და, ჭეშმარიტად გმირი ქართველი სამედიცინო პერსონალის თავკაცებს, “საზიზღარი” სსრკ-ის უმაღლეს სასწავლებლებსა და კლინიკებში განათლებამიღებულ და პრაქტიკაგამოვლილ ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეს მსოფლიოსთვის ამ მძიმე დღეებში საკონსულტაციოდ და გამოცდილების გასაზიარებლად ხშირად უკავშირდებიან უმდიდრესი ქვეყნებიდან (ერთი შეხედვით პარადოქსია, არა? მაგრამ ამაზე _ ქვემოთ) მათი კოლეგები, რაც საამაყო ამბავია. სწორედ ამიტომ სარგებლობენ ჩვენი მედიკოსები საყოველთაო პატივისცემით (ლიბერასტი “ჟურნალისტებისა” და მათივე ჯიშ-ჯილაგის “პოლიტიკოს ექსპერტთა” და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სხვა ნეოლიბერალების გარდა), რაც მადლიერმა ქართველმა ხალხმა მანამდე უპრეცედენტო აქციით გამოხატა, როდესაც თბილისელებმა 18 მარტს, 21 საათზე, აივნებიდან ერთდროულად ისეთი ტაში დაცხეს, თავი საბურთალოზე კი არა (სადაც თქვენი მონა-მორჩილი ვცხოვრობ), იმ “დინამოს” სტადიონზე მეგონა, რომელზეც ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავები დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ეს მცირე ლირიკული გადახვევა, ქართველთა დღევანდელი მწარე ვითარების მცირე ხნით დასავიწყებლად, თორემ რა დროს ფეხბურთია, თუნდაც დიდი ფეხბურთი, როცა სამშობლო თავზე გვექცევა და არა მხოლოდ კორონავირუსის გამო.

ვირუსს, ადრე თუ გვიან, მაინც დავამარცხებთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მედიცინის მუშაკთა პროფესიონალიზმის, თავგანწირვისა და, უპირველეს ყოვლისა, უფლის შეწევნით…

როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგ მსოფლიო? სად იქნება და, საერთოდ, თუ იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ადგილი?

ამ კითხვას ემიგრაციაში გარდაცვლილი, ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სიმონიკა ბერეჟიანის ლექსით გავცემ პასუხს…

ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,

ერის ბრწყინვალე მომავალით, მსურს, გავიხარო,

თუ საქართველო არ მეყოლა თავისუფალი,

დე მტვრადქცეული დამენახოს მთელი სამყარო!”

ბოლო პატარა აბზაცში რამდენიმე ისეთი კითხვა გაჩნდება, რომლებიც ყველა გემოვნების მკითხველში ჰპოვებს გამოხმაურებას. ზოგი შემაჩვენებს პესიმიზმის გამო; ზოგსაც (ტაშს თუ არ დამიკრავს), სულ ცოტა, ჩააფიქრებს თქვენი მონა-მორჩილის მიერ დასმული ფატალური კითხვები.

ფატალიზმი სამი კატეგორიისაა: მითოლოგიური, რელიგიური და რაციონალისტური, რომელთა გამოც დისპუტის აუცილებლობას აქ ვერ ვხედავ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რელიგიური ფატალიზმის მიმდევარი ვარ _ მწამს, რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და არ მოხდება, მათ შორის კორონავირუსის პანდემიაც. არ ვიცი, იქნებ ამიტომაც ამ დღეებში ჩვენი სასიქადულო პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვები ამეკვიატა, რომ მეორედ მოსვლამდე მცირე დრო, შეიძლება დღეებიც არის დარჩენილიო და მრევლს ამ დღისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

მართალია, ფატალისტი ვარ, მაგრამ არა ფანატიკოსი და კორონავირუსის ირგვლივ შეთქმულებების ნაკლებად მჯერა. ზოგი ამერიკელებს აბრალებს ამ ვირუსის შექმნას და ზოგიც _ ჩინელებს, რომლებსაც კორონავირუსის ანტიდოტი ხელთ აქვთ და საჭირო დროს (ნახევარი მსოფლიო რომ გაწყდება) გამოაჩენენ. მაშინ კორონავირუსი ისევე მოულოდნელად გაქრება, როგორც გაჩნდა და ა.შ.

შეთქმულების თეორიებს თავი დავანებოთ და იმ ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, რომლებიც, როგორც იტყვიან, ზედაპირზე დევს.

საზოგადოდ, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციული, ეროვნული, პატრიოტული ღირებულებებისა თუ ფასეულობების მიმდევარია _ ე.წ. ტრადიციული რელიგიების (მართლმადიდებლობა, იუდაიზმი, მაჰმადიანობა, კათოლიციზმი) მიმდევარი, ანუ თავისი არსით კონსერვატიული.

სამწუხაროდ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებში ნელნელა მოვიდნენ უმცირესობები, რომლებსაც დღეს ნეოლიბერალებს ვუწოდებთ. ამ ანტიქრისტეების ტრიუმფალური აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც 1992 წელს გაეროს შესაბამისმა უწყებამ მამათმავლობა დაავადებების სიიდან ამოიღო, ხოლო ქალვაჟის სიყვარულს ფსიქიკური გადახრა უწოდა და ღმერთის მიერ ადამიანისთვის ნაბოძები სიყვარულის ნიჭის მაქსიმალურ ვადად 4 წელიწადი დაადგინა.

ამის შემდეგ შეიქმნა აქტუალური ლგბტ მიმდინარეობები, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებები, იუვენალური იუსტიცია და ღვთის განმარისხებელი სხვა გარყვნილებები. Lლგბტ პირებმა და მათმა თანამგრძნობებმა ნელ-ნელა სახელისუფლო სტრუქტურებშიც მოიპოვეს უმრავლესობა და აგერ უკვე 30 წელიწადია, კონსერვატიული დასავლეთის მოსახლეობის უმრავლესობას უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სახელისუფლო სტრუქტურები მართავენ.

დასავლეთის წამყვან ქვეყნებში უკვე აღარავის უკვირს ლგბტ ქალაქის მერები, მინისტრები, ელჩები. ლუქსემბურგის პრემიერი გეია, რომელიც დაქორწინებულია გეიზე და თავის წვერულვაშიან “პირველ ლედისთან” ერთად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დადის ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ურცხვად მასპინძლობენ სხვა ქვეყნების ჰეტეროსექსუალ პირველ პირებს…

ეს ნეოლიბერალები კორონავირუსით ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლით, რომელსაც საქართველოს ეკლესიის მაგალითზე განვიხილავთ. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების “რეკომენდაციების” მთავარი მიზანი კორონას დამარცხება კი არა, საქართველოს ეკლესიებში წირვების აკრძალვა და, საბოლოო ჯამში, ეკლესიების საერთოდ დაკეტვა.

ვირუსული დაავადებები საქართველოს (და მსოფლიოს) ისტორიამ ბევრი იცის. უბრალოდ, ადრე მედიცინის დაბალი დონე იყო და, გრიპი თუ ანგინა არავინ იცოდა, რა იყო და, შესაბამისად, არც ტერმინოლოგია არსებობდა, ამიტომ ნებისმიერი სახის ეპიდემიას ერთ სახელს _ ჭირს უწოდებდნენ, მაგრამ იმ “ბნელ” დროსაც კი თავში არავის მოსვლია აზრად, ადამიანებისთვის მოეწოდებინათ, ეკლესიებში არ მიხვიდეთო. თანაც, ვინ მოუწოდებს ხალხს ამისკენ? _ გიგა ბოკერია და მისი მსგავსნი, რომლებსაც ეკლესიასთან ახლოსაც კი არ ჩაუვლიათ და პირჯვრის გადაწერაც არ იციან.

არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ მოახლოვებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მე ვერ წარმომიდგენია ლიტანიის გარეშე ჯვარი და სვეტიცხოველი, სამება თუ ანჩის ხატი და ა.შ.

რაც შეეხება ზიარების წესის შეცვლას, ეს რწმენის ამბავია და გამორიცხულია, რომ ზიარების ღვინოში რაიმე ბაქტერია იყოს, რადგან ის იმ წუთში მორწმუნე ადამიანისთვის ქრისტეს სისხლია.

ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაცია _ აი ჭეშმარიტი მიზანი ბოკერიებისა. პირველს ციანიდის სკანდალითა და მეუფე პეტრეს გამყიდველობით ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, მაგრამ პატრიარქის სახელს ვერაფერი დააკლეს. სწორედ ეს აგიჟებთ და აცოფებთ ბუდარა და ბუდარიხა ხლისტებს.

ახლა გთავაზობთ, 5 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა მიხედვით, ლიდერი ქვეყნების პირველ ხუთეულს და წაკითხულიდან დასკვნები ერთად გამოვიტანოთ (იხ. ცხრილი).

შემდეგ მოდის ჩინეთი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ათეულს კეტავს შვეიცარია. დააკვირდით პირველ ხუთეულს. ეს ქვეყნები დასავლეთის უმდიდრესი და ამასთანავე, უგარყვნილესი ქვეყნებია, რომლებიც ლგბტ პირების სამოთხეა.

ამას წინათ, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი ნაცარტუტად იქცა, ჩემნაირმა ფატალისტებმა ღვთის მინიშნებაგაფრთხილებად მივიღეთ, პასუხად კი ნეოლიბერასტებმა დამცინავად იქირქილეს. და აჰა, კაცობრიობისთვის მეორე მინიშნებაგაფრთხილება: ღვთის უარყოფის გზას თავი ვანებოთ, თორემ მესამე აღარ იქნება.

მესამე, როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ღაღადებს, მეორედ მოსვლა იქნება, რადგან უფალმა ადამი და ევა გააჩინა და არა გიგა და გიგო…

დავით მხეიძე

P.S. თუ დააკვირდებით, კორონავირუსით დაზარალებულთა სიაში ლიდერებთან ახლოსაც არ არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ნეტავ, რატომ ასეთიუსამართლობა”?

თუმცა ეს სხვა თემაა.

1 COMMENT

  1. გაიხარეთ ზუსტად მეც მაგ აზრის ვარ , რატო პირველი ის 5 ქვეყანა. სადაც ლგბტ ასე ბედნიერად მძინვარებს და უარყოფენ ღმერთს. ეს ყველაფერი ჯერ ჟურნალია, მალე სერიალური ფილმები იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here