Home სხვადასხვა დაიჯესტი იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის

იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის

978
იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის

იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ოლქის _ პიემონტის საბჭომ და პანდემიასთან ბრძოლის კრიზისის კომიტეტმა ოფიციალურად მიმართეს სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტს თხოვნით, მათ ოლქს დაეხმარონ რუსი სპეციალისტები. ამის თაობაზე 10 აპრილს განაცხადა პარტიაიტალიის ძმებისფრაქციის თავმჯდომარემ, საბჭოს წევრმა მაურიციო მარონემ. მან დააზუსტა, რომ თხოვნა შეთანხმებულია გუბერნატორ ალბერტო ჩირიოსთან.

“გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი მიმართვა რუსეთიდან მისიით “სიყვარულით რუსეთიდან” ჩამოსული სპეციალისტების ნაწილის ჩვენთან გადმოყვანის შესახებ დეზინფექციისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად კორონავირუსთან ბრძოლის ჩარჩოებში. ჩვენ ვიცით ლომბარდიაში მათი ეფექტიანი მუშაობისა და სამედიცინო მასალების გაგზავნაზე ანულიაში _ ოლქში, რომელიც ნაკლებად დაზარალდა პანდემიისგან, ვიდრე პიემონტი”, _ ნათქვამია მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ოლქებს შორის ვირუსის გავრცელების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის მხრივ პიემონტი მესამეა. აქ ინფიცირებულთა რაოდენობამ 14,5 ათასს გადააჭარბა, მათგან 1,5 ათასი გარდაიცვალა. ადგილობრივ საავადმყოფოსთან არსებული საველე ჰოსპიტლის მთავარი ექიმის _ ოლივიერო ვალოტის თქმით, რუსების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რუსული მოწყობილობები, რომლებითაც არის აღჭურვილი კლინიკა. ლაპარაკია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე. ამ მომენტისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების რუსმა სამხედრო ექიმებმა და სპეციალისტებმა იტალიელ სამხედროებთან ერთად დეზინფექცია ჩაუტარეს მოხუცთა პანსიონატებს ლომბარდიის 13 დასახლებულ პუნქტში. დამუშავებულია 47 შენობა 270 ათასი კვ.მ ფართობით, აგრეთვე, 26 ათასი კვ.მ გზის მონაკვეთი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here