Home რუბრიკები ისტორია ისტორიის ფალსიფიკაცია, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი

ისტორიის ფალსიფიკაცია, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი

2102
კადრი ფილმიდან - მოგზაურობა წარსულში

გთავაზობთ ვებგვერდ ღუსვესნა.სუზე პავლე გორტაკოვის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალას სათაურითროგორ ებრძვის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რუსეთს ჰოლივუდური ფილმებისა და ისტორიის ფალსიფიკაციის დახმარებით”. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ახლო წარსულის ანალიზი დამაფიქრებელია არა მხოლოდ რუსეთის მოსახლეობისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისა და, საზოგადოდ, მსოფლიოს ნებისმიერი ერისთვის, რომლებიცსტრატეგიულ პარტნიორადმიიჩნევენ აშშ.

“გთავაზობთ კონსპიროლოგიურ ანალიზს ჰოლივუდის ბლოკბასტერებსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) მიერ ჩატარებულ ოპერაციებს შორის.

ცსს ჰოლივუდის “განსაკუთრებით დაახლოებულ” პროდიუსერებსა და რეჟისორებს, სხვა ყველაფერთან ერთად, ფილმების გადასაღები იდეებითაც ამარაგებს.

ამ იდეებს იღებენ სპეცსამსახურების მიერ შემუშავებელი ან არარეალიზებული სპეცოპერაციებიდან; გადაამუშავებენ, რათა არ მოხდეს სპეცოპერაციის მონაცემების გასაჯაროება და შემდეგ წარმოგვიდგენენ, როგორც უწყინარ თავგადასავალს.

ერთ-ერთი ასეთი ფილმი, რომლის გარეგანი უწყინარობის უკან იმალება აშშის (და ორიოდე განსაკუთრებით დაახლოებული სატელიტის) საშინელი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, არისუკან მომავალში”.

ფილმის არსი არის ის, თუ როგორ ცვლის წარსულის მოვლენების მსვლელობაში უმნიშვნელო ჩარევა მომავალს. ერთი მოქმედებით იწყება “ჯაჭვური რეაქცია”, რომელსაც შეუძლია “დაღუპოს მთელი ოჯახი”, წაიკითხე _ ქვეყანა. ეს კარგად არის ნაჩვენები ფილმის მეორე ნაწილში, სადაც ამერიკულ ქალაქ ჰილ ველის, მისუპირველეს მცხოვრებთადაამერიკის ცოცხალ ლეგენდებს შორის უდიდესბიფთან ერთად, შემთხვევითი მოვლენების შედეგად ცუდ პარალელურ მომავალში გადასვლა ძალიან ჰგავს 1990-იანი წლების რუსეთს, “განმათავისუფლებელიელცინის ხელმძღვანელობით.

ანალოგიურს, ოღონდ არა კინოში, არამედ რეალურ ცხოვრებაში, აკეთებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც.

საკმარისია, ჩავუღრმავდეთ წარსულს, გავაყალბოთ კონკრეტული მოვლენის მიზეზშედეგობრივი კავშირი, შევცვალოთ პლუსები მინუსებით და, “სიტყვის თავისუფლებით” (ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის _ სადავოდ, საკითხის _ სადისკუსიოდ გამოცხადებით) აღჭურვილებმა, დავიწყოთ წინასწარ დეფორმირებული ინტერპრეტაციის საზოგადოებისთვის თავს მოხვევა.

და დაიწყება შემდეგი განსაცვიფრებელი მეტამორფოზები:

სსრკში შიმშილი, რომელიც პროვოცირებული იყო დასავლეთის სასურსათო ბლოკადით, გარდაიქმნება უკრაინელთაგოლოდომორად” (მსხვერპლი გადაიქცევა მოძალადედ); ფაშიზმისგან მსოფლიოს გადამრჩენი იქცევა ტირანად (გმირი _ ბოროტმოქმედად), ხოლო ხალხი, რომელმაც პლანეტა კოლონიალიზმისა და რასიზმისგან გაათავისუფლა, აღმოჩნდებაპათოლოგიური აგრესორი”, “გენეტიკური ნარჩენიდა ..

ზემოჩამოთვლილს, შეკუმშული ფორმით, შეიცავს ფილმის ნახევრადშეშლი გმირის _ დოქტორ ბრაუნის სიტყვები: დროის კონტინუუმი დაირღვა _ აღმოცენდა ახალი მოვლენების თანამიმდევრობა, რომელმაც შეცვალა სინამდვილე”.

ფაქტობრივად, წარმოებს მილიონობით ადამიანის აზროვნების “ნეირომოდიფიკაცია” მათი მომავლის აშშ-ის სასარგებლოდ შეცვლის მიზნით.

ეს კოლოსალური მასშტაბის ოპერაცია მოიცავს პლანეტას: ისტორიის ფალსიფიკატორების სია უსასრულოა, შედეგები _ კატასტროფული, მსხვერპლი _ მილიონობით.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის აშშ-სა და ევროპაში მუშაობს ასეულობით დახურული ინსტიტუტი, რომლებიც სწავლობენ თითოეული მსხვერპლი ქვეყნის ინსტიტუციურ საყრდენებს (კულტურა, ისტორია, განათლება, ეკონომიკა), რათა მონახონ მათი გათქვეფისა და დანგრევის შესაძლებლობები ამ ქვეყნის დამორჩილებისა და კოლონიზაციის მიზნით.

ერთერთი ეფექტიანი ხერხია წარსულის დეფორმაცია. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით აქტიურდება მტრობა საზოგადოების შიგნით. ერთ ნაწილს ეჩვენება, რომ მათ, ბოლოს და ბოლოს, შეიტყვეს სიმართლე”, მეორე ნაწილი კი ამ ახალსიმართლესდივერსიად მიიჩნევს, მესამე პირველებსაც და მეორეებსაც მტრებად აღიქვამს, მეოთხე ნაწილს კი ყველას შერიგებას ცდილობს (საქართველოშიც ხომ ასეა? _ ..).

ელცინი

გარედან ინსპირირებული უთანხმოებისგან მოსახლეობა ფსიქოლოგიურ სტრესშია, ადამიანები, განსაკუთრებით _ ახალგაზრდა თაობა, კარგავს დაბალანსებული მსოფლმხედველობის მკაფიო ორიენტირებს. საზოგადოება დეგრადაციას განიცდის და სახელმწიფო სუსტდება. ეს ყველაფერი იწვევს სამოქალაქო ანტაგონიზმს, ქმნის რეალური აფეთქების წინაპირობას ან ქვეყნისა და ხალხის ბედისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფსიქოლოგტერმინატორებისთვის ნგრევის მთავარი მიზანი მსოფლმხედველობა და ორიენტირების სისტემაა.

ზიგმუნდ ფროიდმა, რომლის მასხრად აგდებასაც ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ლიბერალური ფსევდოინტელიგენცია მორწმუნე პატრიოტებთან ერთად, თქვა: “ადამიანის არსებობისთვის დამახასიათებელია ორიენტაციის სისტემის მოთხოვნა”, სწორედ ამიტომ შეიქნა ნგრევის პირველი მიზანი ზნეობრივი ორიენტირების მწყობრი საბჭოთა სისტემა.

დასავლეთის ამ ფსიქოლოგიური აგრესიის შეუფასებლობას კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ. ისტორიული დივერსიებისა და აზროვნების ნეირომოდიფიკაციის დასავლეთის დახურულ ინსტიტუტებში მუშაობენ ნამდვილი მეცნიერები _ დამახინჯებული სინდისით, მაგრამ მაინც მეცნიერები. ისინი წარმატებით ასრულებენ ცსს-ს შეკვეთას საცდელი ადამიანების მართულ ბიომასად გარდაქმნის შესახებ. ამ ბიომასას ძალუძს, ხელოვნურად მოტივირებული აგრესიით გაანადგუროს თავისი და სხვისი მეხსიერება, ღირსება, ჯანმრთელი აზროვნება და სიმართლე, როგორც ოპონენტებისა და სახელმწიფოებრიობის ფიზიკური განადგურების პირველი საფეხური, რაც ხდება კიდეც დღეს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ანალოგიური რამ ხდებოდა რუსეთშიც 1990-იან წლებში.

როგორც გენმოდიფიცირებულ მცენარეებს, ნეირომოდიფიცირებულ არსებებსაც აქვთ მედეგობა გარეგანი ზემოქმედების მიმართ. არანაირ ანალიზს, არანაირ მსჯელობას არ შეუძლია შეარყიოს მათი რწმენა “ახალი სიმართლის” (სიმართლის მსგავსი ტყუილის) მიმართ, ამიტომ მეცნიერულად მოტყუებული მოქალაქეების უმრავლესობა სამუდამოდ რჩება სპონტანურად მტრულად განწყობილი, როდესაც სიტყვას გადაუკრავენ ლოგიკასა და საღ აზრზე.

მაგალითად, 80 წლისწინანდელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთაგამოტირებახელს არ უშლის ამ მოქალაქეებს დღეს, აპლოდისმენტები არ დაიშურონ  მკვლელობისთვის იმ ადამიანებისა, რომლებსაც სურთ, ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე ან წინ აღუდგნენ ტერორიზმსა და ფაშიზმს.

ეს ადასტურებს ხელოვნურად გაჭიანურებულიგამოტირებისხელოვნურ ხასიათს, რომელიც გამოწვეულია მოტირალთა არა გულწრფელი მწუხარებითა და ჰუმანიზმით, არამედ მათი პატრონების გეოპოლიტიკური ამოცანებით. მაგალითად, რუსეთის უპრეცედენტო ლიბერალური ძარცვა და განადგურების მცდელობა გადაფარონსტალინურ ტირანიასთან ბრძოლის” “პოზიტიურიწესრიგით, იმ ტირანიასთან, რომელიც, თუკი მართლა იყო, უკვე დიდი ხანია, დამხობილია სხვა ტირანიით.

ამრიგად, ადამიანები, როგორც საცდელი ცხოველები, სჩადიან მათი და სახელმწიფოს ერთიანობის საწინააღმდეგო საქციელს.

ნეირომოდიფიცირებულ ტვინებში მათი პატრონების ყოველი ახალი ბარბაროსობის შემთხვევისას ადვილად იწერება ახალი “პროგრამები” და “დებულებები”, ამიტომ დასავლეთის აგრესიის გამართლებისა და საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოქმედებების დაგმობის მათი ნებისმიერი არგუმენტი, “ფაქტი”, “მტკიცებულება”… მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. შაბლონებს აქვს უცხო “თვალსაზრისების” პირდაპირ გადმოღებისა და ბრმად მინდობის ნიშნები. ამიტომ მათთან, როგორც პატივსაცემ და საინტერესო ოპონენტებთან, უნაყოფოა კამათი; უაზრობაა, ელოდო მათი მოღვაწეობის დადებით შედეგს დასავლეთის მიერ ოკუპირებულ სახელმწიფო თანამდებობებსა და კომერციულ საწარმოებში.

ყველა ნეირომოდიფიცირებულს შეეძლო, ყოფილიყო საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი ნორმალური მოქალაქე (როგორებიც იყვნენ სსრკ-ში), ავადსახსენებელ დასავლეთს რომ არ ჰქონოდა მათ ყურებთან წვდომა, ან რუსეთს ჰქონოდა ნებისყოფა, გაეთვითცნობიერებინა თავსმოხვეული თვალსაზრისის მცდარობა, რომ სიტყვის თავისუფლება ხარისხის კონტროლისა და პროპორციების გარეშე არის “უზენაესი ფასეულობა”.

რაც დიდხანს დარჩება ეს შეუმჩნეველი, მით გარდაუვალი და მწვავე იქნება კონფრონტაცია ჯგუფებს, სტრუქტურებს, დიასპორებს, საიდუმლო თუ ვითომსაზოგადოებებსშორის, რომელთა უმრავლესობას აქვს ანტისაზოგადოებრივი, მარგინალური პრინციპები. ეს საზოგადოებები შექმნილია თავიანთ ორბიტაზე ჩასათრევად იმ ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს ზნეობრივი ზრუნვის გარეშე დარჩნენ. სწორედ ამიტომ ანადგურებს დასავლეთი გააფთრებით ხსენებასაც კი სახელმწიფო იდეოლოგიისა, რომელსაც შეუძლია ერის გამოჯანმრთელება და შეკავშირება.

1985 წელს “უკან მომავალში”-ს პირველი ფილმის გამოშვება, ანუ მისი “იდეის” გაჟონვა ჰოლივუდში, ადასტურებდა იმას, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაასრულეს მზადება მასშტაბური დივერსიისა სსრკ-ის დაშლის შესახებ და დარწმუნებულნი იყვნენ პროცესის შეუქცევადობაში.

ეს თავდაჯერებულობა ეფუძნებოდა არა მხოლოდ კადრების წარმატებით გადაბირებასა და ჩანერგვას ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და კულტურის ინსტიტუტებში, სასურსათო და სამრეწველო საბოტაჟს, სიმართლის მსგავსი სიცრუის საინფორმაციო ნაკადის გაძლიერებას და სხვ., არამედ ცოდნის ფსიქოლოგიის სფეროში, რომელიც იძლეოდა ქვეყანაში ვითარების გაუარესების გარანტიას წარსულში “ოპერატიული” ჩარევის შემდეგ.

აშშ მსგავს ცდებს წარმატებით ატარებდა ბევრი ქვეყნის მოსახლეობაზე, აგრეთვე, თავის მოქალაქეებზე, რომლებმაც შედეგად გულწრფელად დაიჯერეს, თავიანთი ქვეყნისგამარჯვებამეორე მსოფლიო ომში, მთვარეზე გაფრენა, ირწმუნეს სიტყვის თავისუფლებისა და კერძო კაპიტალის

უკვე 1985 წელს დასავლეთი, პრაქტიკულად, 100%-ით იყო მზად სსრკ-ის დასაშლელად, ხოლო 1989 წელს, მეორე ფილმის გამოსვლის მომენტში, დეტალურად იცოდა, როგორ მოხდებოდა ეს. დარჩენილი იყო ბოლო მიზანი _ სსრკ-ის უმაღლესი პოსტი. გორბაჩოვის მოყვანის შემდეგ პროცესები დაჩქარდა.

“პლურალიზმითა” და “საჯაროობით” (“გლასნოსტ” _ “სიტყვის თავისუფლების” ადაპტირებული ვარიანტი) გამოწვეული გორბაჩოვის სამოქალაქო ანტაგონიზმი სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში და დასრულდა სახელმწიფო გადატრიალებითა და დედაქალაქის ცენტრში ელცინის მიერ ტანკებიდან გასროლით საკუთარი მოქალაქეების მიმართ და იმავე ელცინის მიერ კავკასიაში გაჩაღებული ომით.

სახელმწიფოს ასეთ შეუქცევად დაცემას იწვევს მისი მოქალაქეების აზროვნებაზე ბოროტი განზრახვით ნეიროინფორმაციის ზემოქმედება. მსგავსი რამ ხდებოდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის მთელ სივრცეზე. არანაირ სტიქიას არ შეუძლია გამოიწვიოს ასეთი მასშტაბური და ხანგრძლივი ნგრევა! თავისი წარსულის ძალადობრივი გზით “გადასახარშავად” ფსიქოლოგიური ჩარევის ძალა რუსეთმა საკუთარ ტყავზე იწვნია და ეს ხდება დღესაც.

და არაფერი შეიცვლება მტრების საქციელში, სანამ რუსეთი არ დაუბრუნდება თავის ისტორიას და არ გაათვითცნობიერებს, რომ სხვის წარსულში ქექვა გამოწვეულია მხოლოდ დასავლეთის სურვილით, თავისი საშინელი დანაშაულები გადააბრალოს მათ, ვინც ყველაფერს აკეთებდა ამ დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.

მოძალადეებისა და მკვლელებისთვის ხელსაყრელია სიბნელე, თაღლითებისთვის _ გულუბრყვილობა, ისევე, როგორც აშშ-ისთვის _ გაუნათლებლობა.

რუსეთმა მწვანე შუქი უნდა აუნთოს სიმართლეს (უწინარესად, თავის სახლში), რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ყველა დამნაშავისთვის არაკომფორტული იქნება შავბნელი საქმეების კეთება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ: დასავლეთის აგრესიის შედეგია არა მხოლოდ გადატრიალებებითა და სამოქალაქო ომებით გამოწვეული ურიცხვი მსხვერპლი იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში, არამედ მის სინდისზეა დიდი სამამულო ომის მსხვერპლიც, მათ შორის სსრკ-ში განხორციელებული რეპრესიებიც, რომელსაც დასავლეთმა სახელი გადაარქვა და განზრახ უწოდა “სტალინური რეპრესიები”.

1936 წელს გერმანიამ და იაპონიამ გააფორმეს ანტიკომინტერნული პაქტი, რომელსაც 1937 წელს შეუერთდა იტალია, ფინეთი, რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, ესპანეთი, უნგრეთი. სახელდობრ, ამ ალიანსის შექმნა მიიჩნია საბჭოეთის ხელმძღვანელობამ დასავლეთის საფინალო ნაბიჯად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების გზაზე, რომლის მთავარი მიზანი იქნებოდა სსრკ-ისა და სოციალიზმის განადგურება.

სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად და მოსახლეობის მასშტაბურად დასაცავად მოსალოდნელი ფაშისტური აგრესიისგან, სტალინის მთავრობა იძულებული შეიქნა, დაეწყო ქვეყნის გაწმენდა მეხუთე კოლონისგან. ძალები არათანაბარი იყო _ მთელი დასავლეთი ერთი ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ნებისმიერი შეცდომა და მტრის შეუფასებლობა შეიძლებოდა საბჭოთა ხალხის ამოჟლეტით დასრულებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ 37 და 38 წლების რეპრესიებში დამნაშავეა არა სტალინი, არამედ ქვეყანას სახიფათოდ დამუქრებული დასავლეთი.

“სტალინური რეპრესიები” “ბოროტების იმპერია” და სხვ., სახელმწიფოს გამანადგურებელი ამერიკული ფუნდამენტური ფალსიფიკაციაა.

ნეირომოდიფიცირებულები ამის აღქმას ვერ შეძლებენ, არა იმიტომ, რომ ამის გაგება რთულია, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით რთულია, აღიარო სიმართლე შენს საშინელ შეცდომებზე. რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ხომ მომხმარებელია ამა თუ იმ ხარისხით, ესე იგი მსხვერპლია ამერიკული წარმოების ინფორმაციული ინფექციისა.

ყველაფერი ცუდი, რაც მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიტყვეს თავიანთ ქვეყანაზე, მტრული გამონაგონი და მეცნიერული სიცრუეა.

“საზოგადოებრივი აზრით” ჩახშობილი სიმართლის შინაგანი ხმა ცდილობს რა ცნობიერებებში შეღწევას, ქმნის ნერვიულ დაძაბულობას, რომელიც გადაიზრდება პათოლოგიურ აგრესიაში საჯაროდ წარმოთქმული ნებისმიერი მართალი სიტყვის წინააღმდეგ.

აი ასე მუშაობს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი სისტემა, სიცრუისა და სიგიჟის ამერიკული სისტემა”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here