Home ახალი ამბები საქართველო ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი წერეთლის ამბავი

ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი წერეთლის ამბავი

256

საზოგადოების უმეტესობამ, ალბათ, არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.

ილია ჭავჭავაძე ქართველებმა ორჯერ არ აირჩიეს საქალაქო საბჭოში. მისთვის თბილისელმა ამომრჩევლებმა 80 მანდატიდან ერთიც ვერ გაიმეტეს.

ივანე ჯავახიშვილი კენჭს იყრიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში, მაგრამ ქართველებმა ის არ აირჩიეს.

აკაკი წერეთელი არჩევნებში მონაწილეობდა და კენჭს იყრიდა მშობლიურ საჩხერეში. მან არჩევნები წააგო მეღვინე ხუსკივაძესთან, რომელმაც ამომრჩევლებს ღვინო უფასოდ დაურიგა. ეს ამბავი აკაკი წერეთელმა არჩევნების დასრულების შემდეგ გაიგო. პოეტს გაეცინა და თქვა:

– არ მიკვირს, კენჭისყრა ჭკუისა და სინდისის საქმეა, ეტყობა, ამომრჩევლებს ორივემ უღალატა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here