Home რუბრიკები ისტორია “ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

“ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

1030
ილია

საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას ნაცბანდის საბოლოოდ დასამარებაში დაეხმარა, სიახლეების მოლოდინშია

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიოცნებისმხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებამ თვალნათლივ დაანახვა ხელისუფლებას, რომ ქართველმა ერმა, სრულიად საქართველომქართულ ოცნებასნდობის გამოცხადებით კიდევ ერთხელ მისცა შანსი ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად, რადგან სჯერა, რომცხოვრებასაცა აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასადა რომცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნებარომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება”.

ეს დღეებია, 28 ოქტომბერს გამარჯვების სიხარულით გაცისკროვნებულ ღიმილიან სახეებს ტელეეკრანებზე უმზერს მთელი საქართველო, ამომრჩეველი, რომელმაც თავისი მისია შეასრულა და ახლა ელოდება, ახალი გზის სათავესთან მდგომი ხელისუფლება როდის აღირსებსღიმილიან საქართველოს”, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულმა კანდიდატმა ბრძანა. საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას ნაცბანდის საბოლოოდ დასამარებაში დაეხმარა, სიახლეების მოლოდინშია.

წამმზომი ჩართულია!

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა”, _ დიდი ილიას ეს სიტყვები და საერთოდ, მისი ნააზრევი კარგი გზამკვლევია საქართველოს ნათელი მომავლის ასაშენებლად, თუ, რა თქმა უნდა, მის შეგონებებს ყურად იღებს და გაითვალისწინებს ქვეყნის მმართველი ძალა, რომელიც ადრეც არა ერთხელ აღნიშნავდა, რომ ილიას გზით მიდიოდა, თუმცა საკმაოდ ასცდა მას.

ვფიქრობთ, “ილიას გაკვეთილებიარა მხოლოდ მმართველ ძალას, არამედ თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისას კარგ სამსახურს გაუწევსღიმილიანი საქართველოსაშენებაში. მაშ, ყური ვუგდოთ ერის მამას:

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულება, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მოუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ, კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა სწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის – თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, “სხვა სხვის ომში ბრძენიაო”, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე სთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმის მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, _ ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუს ღმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავის თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულ-უშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე.ი. ცხოვრების შიგ-მდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისა და თესლიც მომავალისა. არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილში ამოუგდია ზედაპირზედა, _ ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა, თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება _ იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაცა აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა. მაცხოვნებელია პირველი ქროლა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა ერთი-ერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალის ცხოვრებისა _ ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს, როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალ-გაღვიძებულს ბავშსა. გული სხვა-რიგად სცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო სხვა-რიგადა სცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა… მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება, თუ ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის. მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი. ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, _ აზრისა კი თავის-დღეში არა; მის აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდავებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ, გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, _ ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს _ მეცნიერება და ხელოვნება სადაც ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა _ შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!.. ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება, რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და ნაყოფიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა განახლებული, განათლებული სიახლის მშვენიერ გვირგვინითა _ ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს სამარისაკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.

რა აახლებს, რა სცვლის და, თუ ცხოვრება ჯანმრთელია, რას მიჰყავს წინ? ცოდნასა, მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან.

“ხე ცხოვრებისა, _ ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი, _ და ხე ცნობადისა ერთს ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვა-და-სხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი და ამ ნაყოფის თესლი წარმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა”.

ამ მოსწრობილს და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ მართალ შედარებაში მშვენივრად არის გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ და მეცნიერებაზედ. ჩვენ ვეცდებით, უფრო გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება…”

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ჟურნალისაქართველოს მოამბე”,

1863 . #1

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here