Home სხვადასხვა დაიჯესტი იაპონიის სანაპიროზე ჰიროსიმას დაბომბვის კვალი 74 წლის შემდეგ იპოვეს

იაპონიის სანაპიროზე ჰიროსიმას დაბომბვის კვალი 74 წლის შემდეგ იპოვეს

950
იაპონიის სანაპიროზე ჰიროსიმას დაბომბვის კვალი 74 წლის შემდეგ იპოვეს

იაპონიის სანაპიროზე ზღვამ მილიონობით მცირე ზომის სფეროს ფორმის შუშის ნაწილაკები გამორიყა. იაპონელი გეოლოგების შეფასებით, ეს არის ჰიროსიმას ატომური აფეთქების კვალი. კერძოდ, ატომური აფეთქების შედეგად მოგროვილი ნარჩენები.

2015 წელს ქალაქ ვანიეში ზღვის ეკოსისტემას სწავლობდნენ. მეცნიერებმა მოაგროვეს ქვიშის ნიმუშები ჰიროსიმასთან ახლოს მდებარე სანაპიროზე. მეცნიერების ყურადღება მიიპყრო სფეროს ფორმის შუშის ბურთულებმა, რომელთა დიამეტრიც 0,5-1 მილიმეტრი იყო. ჰიროსიმას 11-კილომეტრიან სანაპიროზე 3 100 ტონა ასეთი ნარჩენია.

ნარჩენების ატომურ აფეთქებასთან კავშირი მეცნიერებმა მალე დაადასტურეს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბურთულები შეიცავდა კალციუმსა და რკინას. ასევე ბერკლის ლაბორატორიაში კვლევისას დადგინდა, რომ ბურთულებში იყო ნივთიერება, რომელიც 1800 გრადუსზე წარმოიქმნება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფეთქების შემდეგ ატომური ბომბის ნარჩენები გარემოში გაიფანტა. და ახლა ეს შუშის ბურთულები არის ახალი არტეფაქტები და სამახსოვრო მათთვის, ვისაც არ უნდა, რომ ჰიროსიმას საშინელი აფეთქება დაავიწყდეს.

აშშ-მა ბირთვული ბომბი 1945 წელს ჯერ ჰიროსიმაში ჩამოაგდო, ხოლო შემდეგ _ ნაგასაკიში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here