Home სხვადასხვა დაიჯესტი “თუ ევროპა მიგრანტების კონტინენტზე შეჭრას დაუშვებს, მაშინ ის განწირულია”

“თუ ევროპა მიგრანტების კონტინენტზე შეჭრას დაუშვებს, მაშინ ის განწირულია”

191

ევროპის ქვეყნები ომის საფრთხის წინაშე არიან, კონტინენტზე მიგრანტების ნაკადის შესვლა კი კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ბოლო პერიოდში, როცა ევროპის ეკონომიკა ლოკდაუნების შედეგებს იმკის, რა უნდა ქნან ევროპის ქვეყნებმა? ამას ემატებატორტზე ალუბალი” _ კორონავირუსი, და ყველასთვის ნათელია, რომბებერკონტინენტზე ვითარება ძალიან არასტაბილური და სახიფათოა, მაგრამ ოპტიმიზმის არარსებობის ფონზეც შეიძლება ვითარების დაღმავალი სპირალიდან გამოსვლის ერთადერთ გზაზე ლაპარაკი”, _ წერს Times of Israelის ფურცლებზე ისრაელელი ექიმი და ფილოსოფოსი მიხეილ ლაიტმანი.

“სულ უფრო ხშირად ვისმენთ ან ვკითხულობთ ინფორმაციას ევროპაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებაზე. ბევრი ადამიანი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობს, რომ მის ქვეყანაში ცხოვრება უარესდება. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინათ ვაფრთხილებდი, მაგრამ დღეს იგივე ამოცანებია გადასაწყვეტი, რაც ადრე იყო: ევროპელების განკურნება ეგოცენტრული ურთიერთობისგან და მიჩვევა ყუადღების გამოჩენისკენ. ეს ბებერი კონტინენტისთვის ერთადერთი გამოსავალია.

ამჟამად არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ რაღაც მაინც გაუმჯობესდეს.

ცნობები, რომლებიც მომდის პროდუქტებისა და საცხოვრებლის გაძვირებაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთიდან სამუშაოს საძებნელად წასულებზე, უთანასწორობის მატებაზე ესპანეთის შიდა და პერიფერიულ რაიონებში, სხვა უამრავ პრობლემაზე, რომლებზეც მაქვს ინფორმაცია _ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. მას ემატება მდიდარი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ევროპაში მეორე და მესამე ეშელონის ქვეყნების ბრძოლა, რომელიც არაფერში ეხმარება არც ჩაგრულებს და არც მჩაგვრელებს.

ევროპის ქვეყნები ომის საფრთხის წინაშე არიან და კონტინენტზე მიგრანტების ნაკადის შესვლა კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ამას ემატება ლოკდაუნებით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგები, როგორც “ტორტზე ალუბალი” _ კორონავირუსი, და ყველასთვის ნათელია, რომ ვითარება ძალიან არასტაბილური და სახიფათოა.

ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ, სანამ არსებობს იმედი, უნდა შევეცადოთ, ვიპოვოთ ერთადერთი გამოსავალი ვითარების დაღმავალი სპირალიდან. ევროპის გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები და ერები შეწყვეტენ მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებაზე ზრუნვას. ეკონომიკაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ცნებაპირადი სარგებელისაერთოდ არ არსებობს. “ურთიერთდამოკიდებულებადაპირადი” _ ეს, გარკვეულწილად, ოქსიმორონია (ერთმანეთთან “შეუთავსებელი” ცნებების დაკავშირება, რომლითაც ახალი ცნება, ახალი წარმოდგენა იქმნება _ ლ.მ.).

არავის შეუძლია, მიუთითოს ევროპას, რა გააკეთოს; ევროპელებმა თავიანთი ცხოვრების მართვის სადავეები ხელში უნდა აიღონ. მათ უნდა გაითვალისწინონ თითოეული ადამიანის და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესები, სხვაგვარად ისინი ყველას ცხოვრებას დაანგრევენ. ევროპამ უნდა ისწავლოს, რას ნიშნავს, იყო ყურადღებიანი, რათა თითოეულ ქვეყანასა თუ ადამიანს ჰქონდეს ის, რაც სჭირდება. თუ ეს უნდა იყოს საერთო ბაზარი, როგორც ევროკავშირი ამტკიცებს, მაშინ ის უნდა ზრუნავდეს საერთო კეთილდღეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა არის საერთო ბაზრის უპირველესი ამოცანა?

იმისათვის, რომ მართლაც შეიქმნას საერთო ბაზარი, აუცილებელია საერთო ინტერესების არსებობა. ეს ნიშნავს, რომ ევროპამ, უწინარესად, უნდა შეაჩეროს მსოფლიოს ყველა კუთხიდან წამოსული ადამიანების ნაკადი, განსაკუთრებით _ აზიიდან და აფრიკიდან. მათი ინტერესები მკვეთრად განსხვავდება ევროპელთა ინტერესებისგან და მათ კულტურას საერთო არაფერი აქვს ევროპულ კულტურასთან. ეკონომიკური და სტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, ამჟამად ევროპას არ შეუძლია უცხოტომელთა შეჭრის მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარება და მათი კულტურული და რელიგიური სახის შეცვლა.

შემდეგ, როგორც კი შეაჩერებენ მიგრაციულ ნაკადს, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ევროპაში ყველას ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. თუ არაფრად ჩააგდებენ ევროპული ბაზრის ერთ ნაწილს მაინც, მთელი სისტემა ხუხულასავით დაინგრევა.

საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვა მოცემულობა უნდა იყოს და აიგოს ისეთივე პრინციპით, როგორიც არის ზრუნვა ოჯახის წევრზე, რომელსაც არავინ მიატოვებს, მაგრამ, ასე რომ იმოქმედოს, ევროპას მოუწევს ქვეყნებს შორის ომების, შეთქმულებებისა და მტრობის გამოძახილის გადალახვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი მსოფლიო ომი, რომლებიც კაცობრიობამ გადაიტანა, ევროპაში დაიწყო და ამისთვის იყო მიზეზები, ამიტომ საჭიროა ის განათლება, რომელზეც წერილის დასაწყისში ვილაპარაკე: ადამიანებში ურთიერთპასუხისმგებლობის, ნდობისა და კეთილსინდისიერების აღზრდაგაღვივება. ამ ცვლილებების განხორციელება მხოლოდ გულმოდგინე საგანმანათლებლო პროცესით შეიძლება. თუ ამას ყველა ქვეყანა დათანხმდება, ევროპა გამარჯვებული გამოვა იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა; მეორე მხრივ, თუ ევროპა უფლებას მისცემს ქვეყნებს, უარი თქვან, ურთიერთის წინაშე პასუხისმგებლობაზე ან უცხოელებს კონტინენტზე შეჭრის ნებას დართავს, მაშინ ის განწირულია. ამას არც ისე დიდი დრო დასჭირდება.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here