Home ახალი ამბები “თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს 100 ავტობუსი შეემატება”

“თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს 100 ავტობუსი შეემატება”

706

თბილისის მერის  კახა კალაძის განაცხადებით,თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს 100 ავტობუსი შეემატება.

ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს.

მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here