Home ახალი ამბები საქართველო ვიქტორ ცაავა: დიდი სამამულო ომის გმირი არისტოტელე ქავთარაძე სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცის სიამაყეა!

ვიქტორ ცაავა: დიდი სამამულო ომის გმირი არისტოტელე ქავთარაძე სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცის სიამაყეა!

108

რუსეთში ეძებენ დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველის, არისტოტელე ქავთარაძის, ნათესავებს”, _ ეს ინფორმაცია ამა წლის 5 იანვარსსპუტნიკზეგამოქვეყნდა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, არისტოტელე ქავთარაძე ნოვგოროდში, ქალაქ სოლციში გმირულად დაიღუპა ომის დაწყებიდან ძალიან მალე, პირველივე დღეებშიინფორმაციაში ნათქვამია, რომ არისტოტელე ქავთარაძეს არ ჰყავდა შვილები, ის დაუოჯახებელი ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. მის საფლავს ყოველწლიურად საცხრამაისო დღესასწაულზე სოლცის მოსახლეობა მიაგებს პატივს. უხუცესები ყვებიან, რომ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი ქართველის გმირობა და სწორედ ამიტომ მოექცა არისტოტელე ქავთარაძე ჟურნალისტ ვადიმ ბერიაშვილის ყურადღების ცენტრშივერც ქართულმა და ვერც რუსულმა მხარემ ვერ მიაგნო ქართველი გმირის ოჯახს, მაგრამ არისტოტელე ქავთარაძის ოჯახმა თვითონ იპოვა დიდი წინაპარი და ახლა არისტოტელე ქავთარაძის ერთადერთი ნათესავი _ ვიქტორ ცაავა გვესაუბრება.

_ ბებია მიყვებოდა ხოლმე თავისი ძმის შესახებ, მახსოვს, სულ მის საფლავს იფიცებდა…

არისტოტელე ქავთარაძე სენაკში, ძიძიგურების სახლში იზრდებოდა, ობოლი იყო, მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, ძმები კი ომში დაეღუპა. მე არისტოტელე ქავთარაძის ერთადერთი ნათესავი ვარ დედის მხრიდან.

გითხარით უკვე, რომ არისტოტელეს (უფრო ზუსტად, ნესტიკს _ ასე ეძახდა თავის ძმას ბებიაჩემი) ძმა დიდ სამამულო ომში დაეღუპა, ქერჩში. მისი საფლავის ადგილსამყოფელი ჩვენთვის ცნობილი არ არის, მამაჩემი დიდხანს ეძებდა, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ, ჩვენი საწუხარ-სადარდებელიც სწორედ ეს იყო… არისტოტელეს შესახებ კი რაღაცეები ვიცოდით…

_ იცოდით არისტოტელე ქავთარაძის გმირობის შესახებ?

_ ვიცოდით, რომ მან პირველმა დააჯახა თვითმფრინავი თვითმფრინავს, ამას ტარანს უწოდებენ, რაც გმირობის ტოლფასი იყო, და იმხანად თურმე სოფლის სკოლის კედელზეც იყო მისი ფოტო გამოკრული, აღწერილი იყო მისი გმირობა და ეწერა, რომ არისტოტელე ქავთარაძე გმირის წოდებაზეა წარდგენილი. მოგვიანებით ფოტო ჩამოუხსნიათ და ბებია ძალიან გულდაწყვეტილი იყო.

როგორც გითხარით, ბებიაჩემის მონაყოლით ვიცოდით, რომ არისტოტელე გმირის წოდებაზე იყო წარდგენილი და არ მიანიჭეს, მაგრამ არაფერი ვიცოდით, რატომ არ მიენიჭა წოდება. 1975 წელს მამაჩემმა ერთ-ერთ გაზეთს მიმართა თხოვნით, გამოექვეყნებინა სტატია, რათა არისტოტელე ქავთარაძის შესახებ მოეძიებინათ ცნობები და გაერკვიათ მიზეზი, რატომ არ მიანიჭეს მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მაგრამ ვერაფრი გავარკვიეთ.

ამ სტატიით შევიტყვე, რომ არისტოტელე ქავთარაძე სიცოცხლეშივე იყო წარდგენილი გმირის წოდებაზე, მის გმირობაზე რუსი გენერლები კი არა, გერმანელებიც კი საუბრობდნენ, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში, არ ვიცით… ასე რომ, ჩემი გმირი წინაპრის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, სულ ახლახან შევიტყვე ეს ინფორმაცია სრულიად შემთხვევით.

დავუკავშირდი წერილის ავტორ ვადიმ ბერიაშვილს, მან მითხრა, რომ ყოველ წელიწადს ჩადიოდა ქალაქ სოლციში და უყურებდა, როგორ მიაგებდა ადგილობრივი მოსახლეობა 9 მაისს ქართველი ჯარისკაცის საფლავს პატივს. საფლავი თურმე სხვაგან ყოფილა, მაგრამ მადლიერ მოსახლეობას საძმო სასაფლაოზე გადმოუსვენებია და ყოველ 9 მაისის დღესასწაულზე ამკობდნენ გვირგვინებით. ჟურნალისტი ამბობს, რომ სოლციში არიან დარჩენილი უხუცესები, რომლებსაც თავის თვალით აქვთ ნანახი ბრძოლა, რომლის მონაწილეც არისტოტელე ქავთარაძე იყო.

_ რას აპირებთ, ჩახვალთ თქვენი სახელოვანი წინაპრის საფლავზე? შეეცდებით, გაარკვიოთ რა მიზეზით არ მიენიჭა მას გმირის წოდება?

_ დღეს და ამ ვითარებაში არ არის ამის დრო, მაგრამ ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს, მივწერო წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. მინდა, გაეცნოს ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არისტოტელე ქავთარაძის გმირობა და აღადგინოს სამართლიანობა. ჩემს მართლაც საამაყო წინაპარს ნამდვილად აქვს ბრძოლის დროს გმირობის ტოლფასი საქციელი ჩადენილი და ეს ფაქტია. ის გმირია და მას ეს წოდება თუნდაც ამდენი წლის მერე უნდა მიენიჭოს.

ტარანით მტრის თვითმფრინავის ჩამოგდება _ ასეთი თავგანწირვა ადვილი არ არის… ამასთანავე, დეტალები არისტოტელე ქავთარაძის გმირული მოქმედებების შესახებ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.

ჟურნალისტმა ვადიმ ბერიაშვილმა მითხრა, რომ არისტოტელე ქავთარიძის თავგანწირვამ დაანახვა საბჭოთა კავშირსა და გერმანიასაც, რომ ამ ომს ფაშისტები ვერ მოიგებდნენ. ყველამ გააცნობიერა, რისი გაკეთება შეუძლია გულანთებულ მებრძოლს, რომელიც სამშობლოსათვის თავს გაწირავს.

_ “სტალინსკიე სოკოლი”, ანუსტალინის შევარდნები” _ ასე უწოდებდნენ მამაც მფრინავებს, რომელთა შორისაც ბევრი ქართველი იყო და თითქმის ყველა მათგანი დაიღუპაიცოდით თუ არა, რომ თქვენი წინაპარიცსტალინური შევარდენიიყო?

_ ნამდვილად არ ვიცოდი, “სტალინური შევარდენი” რომ იყო, დიდი მადლობა ამ სტატიისთვის ჟურნალისტ ვადიმ ბერიაშვილს. ძალიან ვამაყობ ამ ინფორმაციით, ვამაყობ ჩემი წინაპრით.

წერილის დასაწყისში გითხარით, რომ არისტოტელეს შინ ნესტიკს უწოდებდნენ, ამიტომ მეც ასე მოვიხსენიებ…

ნესტიკს საცოლე ჰყოლია… წერილიც გამოუგზავნია მისთვის ესტონეთიდან. წერილს აწერია მისამართი: ესტონეთი. კუნძული ეზელი (ამჟამად _ საარემაა) . წერილი გაცრეცილია და მისი წაკითხვა თითქმის შეუძლებელი, მაგრამ, რაც იკითხება, იმას გაგაცნობთ: “გული მტკივა, მინდა გაგიზიარო ჩემი გულისტკივილი. შენ თბილისში ხარ, მე კი ვარ განდეგილივით…” _ მეტი არ იკითხება, მაგრამ აქა-იქ რასაც ამოიკითხავ, ძალიან გულისამაჩუყებელია…

_ საქართველოში დღემდე ეძებენ ოჯახის წევრები დიდ სამამულო ომში დაღუპულთა საფლავებს, ცდილობენ, უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. თქვენ გაგიმართლათ

_ სიმართლე გითხართ, ამ ინფორმაციას შემთხვევით რომ წავაწყდი, მეგონა, ჩემს თავზე ცა გაიხსნა… დიდხანს ვეძებდით დიდ სამამულო ომში დაღუპულ ჩვენს წინაპრებს და, სიმართლე გითხრათ, იმედი გადაწურული გვქონდა, რომ რაიმეს გავიგებდით, ამიტომ სრულიად შემთხვევით ასეთი ინფორმაციის წაკითხვა მართლაც სულისშემძვრელი იყო.

მეგობართან ერთად ვკითხულობდი რაღაცას ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ. ძირითადად არისტოტელე ქავთარაძის ძმის, კარლოს, ამბავი მაინტერესებდა, რომელიც ქერჩში დაიღუპა, საფლავს ვეძებდი და ვიცოდი, რომ რუსეთში უცნობი ჯარისჯაცების საფლავებს მიაგნეს. ვეძებდი კარლო ქავთარაძეს და ვიპოვე არისტოტელე ქავთარაძე. პოვნაც არის და პოვნაც… ჩემს სიამაყეს საზღვარი არ აქვს, სტატიის წაკითხვის შემდეგ…

წერილი ამა წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულა, მე კი 20 იანვარს ვნახეწავიკითხე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს განძს მივაგენი და, სიმართლე გითხრათ, ამაზე მეტი განძი არც არის საჭირო _ შენი წინაპარი გმირია!

ძალიან ამაყი ვარ! საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალების განვითარების საფუძველს რომ შენი წინაპარი ქმნის, თანაც დიდი სამამულო ომის პერიოდში, ფაშისტების წინააღმდეგ, ამაზე მეტი საამაყო რა უნდა ჰქონდეს ადამიანს?! არისტოტელე ქავთარაძე გმირია, პირტიტველა ჯარისკაცი, რომელმაც ომის დაწყების პირველივე დღეებში, გამოცდილების გარეშე, ტარანით გაანადგურა მომხვდური მტერი. როგორც სტატიაშია აღწერილი, ბრძოლის სტიმული, სწორედ არისტოტელე ქავთარაძისნაირებმა მისცეს საბჭოთა კავშირს და დაანახვეს ყველას, რომ ამ ომს მოიგებდნენ, მოიგებდნენ არისტოტელე ქავთარაძისნაირი შემართების მქონე ჯარისკაცები.

კიდევ ერთხელ აუცილებლად დავუკავშირდები სტატიის ავტორ ბერიაშვილს. მინდა, ჩამოვიყვანო საქართველოში. ვაჩვენო არისტოტელეს ოჯახის წევრების საფლავები, სახლი, სადაც გაიზარდა. მინდა წავაკითხო წერილები, რომლებსაც შინ აგზავნიდა…

_ ვიცი, რომ მთელს საბჭოთა კავშირში ეძებენ სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. თქვენ არ დაგკავშირებიან?

_ კი, გვეძებდნენ. არისტოტელეს გვარმა შეცდომაში შეიყვანა ყველა. მას ეძებდნენ მთიულეთში. არადა, ქავთარაძეების დიდი დინასტიაა სამეგრელოში, ბევრი საამაყო წინაპარი ჰყავდათ მათ…

სრულიად შემთხევით რომ არ მენახა ინფორმაცია ჩემი საამაყო წინაპრის შესახებ, ვერც მოგვაგნებდნენ…

შევთანხმდით მე და სტატიის ავტორი ვადიმ ბერიაშვილი, რომ ის საქართველოში ჩამოვა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოდან ჩემი ოჯახიც ჩავა არისტოტელე ქავთარაძის საფლავზე სოლციში. არ მინდა, იქ მარტო ჩავიდე, საბჭოთა კავშირის გმირი მხოლოდ ჩემს ოჯახს არ ეკუთვნის, მისით უნდა ვიამაყოთ ყველამ, სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცემ. არისტოტელე ქავთარაძის სახელს ვერავინ მიისაკუთრებს, ის სამშობლოს ეკუთვნის და ყველასთვის, გარდა ფაშისტებისა, ისევე საამაყოა, როგორც ჩემთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და თხოვნით მივმართავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, აღადგინოს სამართლიანობა და არისტოტელე ქავთარაძეს გმირის წოდება თუნდაც ახლა, 80 წლის შემდეგ მაინც მიენიჭოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here