Home რუბრიკები პოლიტიკა ვის და რატომ სურს “კოვიდ 19”-ის ვირუსზე მეტად ეკლესიის დამარცხება?

ვის და რატომ სურს “კოვიდ 19”-ის ვირუსზე მეტად ეკლესიის დამარცხება?

14596
ვის და რატომ სურს “კოვიდ 19”-ის ვირუსზე მეტად ეკლესიის დამარცხება?

სათაურში გამოტანილი შეკითხვა არც ისე უაზროდ და უადგილოდ მოგეჩვენებათ, თუ ყურადღებით გადაავლებთ თვალს დღევანდელი მსოფლიოს ნომერ პირველ მტრად აღიარებული კორონავირუსის ახალი სახეობის _ “კოვიდ 19”-ის _ გამოჩენის, გავრცელებისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების ისტორიას საქართველოში.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მსოფლიოს ახალი გამოწვევა დაატყდა თავს, პირველი, რისი დახურვა, აკრძალვა და ჩარაზვაც ქართველი საზოგადოების “პრადვინუტმა” ნაწილმა კატეგორიულად მოითხოვა, მართლმადიდებლური ეკლესიები იყო. ხაზს ვუსვამ, მართლმადიდებლური ეკლესიები, რადგან იმ ადამიანების პრეტენზიებში, რომლებიც ვირუსის გავრცელების ძირითად კერებად რელიგიურ მსახურებას ასახელებდნენ, არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც კათოლიკური მრევლი, არც სინაგოგა, არც მეჩეთი და არც რომელიმე სხვა რელიგიური კონფესია თუ მიმდინარეობა; რაც ყველაზე საყურადღებოა, არც ერთ მათგანს არ მოუთხოვია ბარების, რესტორნების, ღამის კლუბების, კაზინოებისა თუ სხვა გასართობი დაწესებულებების დახურვა. აგრესიის ძირითადი ობიექტი გამოკვეთილად მხოლოდ და მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ტაძრები იყო!

აბა, გაიხსენეთ, თებერვლის ბოლოდან ყველაზე ხშირად რომელ სიტყვებს ახსენებდნენ ქართულ სოციალურ თუ ჩვეულებრივ მედიაში? _ კოვიდ 19” და ზიარების კოვზი”. გეგონება, ვირუსი არაფრის დიდებით არ გადავიდოდა ადამიანიდან ადამიანზე რესტორნებში, სადაც გაცილებით მეტი უცხოელი ტურისტი დადის, ვიდრე ქართულ ტაძრებში წირვაზე. “კორონაც” ხომ სწორედ უცხოეთიდან შემოვიდა. გეგონება, ვირუსის გავრცელების ნაკლები საშიშროება იყო ღამის კლუბებში, სადაც გართობისას ახალგაზრდობა, ძირითადად, ერთი “პლასტმასის ბოთლიდან” “ანაფაზებს” მარიხუანას. არა, მთავარი აქ ზიარების კოვზი იყო და ახლაც, დარწმუნებული ვარ, მთავრობამ ყველა კაზინო, ყველა ღამის კლუბი, ბარი და რესტორანი რომ გახსნას და იქ ხალხი თავზე აჯდეს ერთმანეთს, ესლიბერასტიფენა საზოგადოებისა ხმას არ ამოიღებს. სამაგიეროდ, შენიშნავენ თუ არა, რომ ეკლესიაში ვინმე ორ მეტრზე ოდნავ ახლოს დადგა ვინმესგან, იმ წამს განგაშის ზარები ატყდება _ არიქა! ეკლესია ხალხს სიბნელისკენ მიაქანებს და ცივილიზაციის მოთხოვნებს უგულებელყოფსო. სხვა რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც ექიმი, რომელიც ქართველმა ხალხმა ამ ძნელბედობისას ასე შეიყვარა, საზოგადოების ამ ნაგავმა ნაწილმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დააბულინგა, რომ მან ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში პატრიარქი დადებითად მოიხსენია.

მე, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელი, დაველოდები, რაზე იქნება პატრიარქის კურთხევა და ისე მოვიქცევი”. ეს სიტყვები არ აპატიეს მარინა ეზუგბაიას და ატყდა მის წინააღმდეგ საშინელი დამამცირებელი კამპანია.

ვის და რატომ სურს “კოვიდ 19”-ის ვირუსზე მეტად ეკლესიის დამარცხება?

ეკა კვესიტაძემ, თამარა ჩერგოლეიშვილმა და მისთანებმა კომპეტენციაც კი დაუწუნეს საუკეთესოდ აღიარებულ ექიმს. “მე რომ დაავადება დამემართოს და ვიწვე პალატაში, დავინახო რომ შემოვიდა ექიმი, რომელიც პირჯვარს იწერს, სრული უიმედობა დამემართება”, _ დაწერა “ფეისბუკში” თამარა ჩერგოლეიშვილმა.

“როგორ შეიძლება ექიმი პატრიარქის იმედზე იყოს”, “ამ ქალს თავისი ცოდნისა და გამოცდილების იმედი აქვს თუ ღმერთის, რომლის არსებობა ბევრი საუკუნეა ვერავინ დაამტკიცა?” _ და სხვა ასეთი ამაზრზენ-მკრეხელური ფრაზების დაბრეხვებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა “ლიბერასტთა” სექტა.

საინტერესოა, თუ ღვთისნიერი და პირჯვრის გადამწერი არა, აბა, როგორი უნდა იყოს, მათი აზრით, ექიმი? ჯვრის ნაცვლად სატანისტურ ატრიბუტიკას უნდა ატარებდეს, პალატაში შესვლისას კატას უნდა ატყავებდეს და თეთრის ნაცვლად შავი ხალათი ეცვას? ასეთი ექიმის დანახვისას დაეუფლებათ მათ იმედიანი განწყობა?

არ მინდა, ბოროტი ვიყო და ვინმეს ავად გახდომა ვუსურვო, მაგრამ ისინი აშკარად ღირსები არიან, ავადობის შემთხვევაში ასეთი ექიმების ხელში ჩავარდნენ. მე პირადად კი, ღმერთმა დამიფაროს და, თუკი რაიმე სერიოზული დაავადება შემხვდა, სწორედ მარინა ეზუგბაიასნაირ ღვთისმოშიშ, თბილ და გულისხმიერ ექიმს ვისურვებდი, რომელსაც, გარდა თავისი პროფესიონალიზმისა, უფლის მფარველობისა და დახმარების იმედიც აქვს, რადგან ეს ექიმის განწყობაზეც აისახება და, ვფიქრობ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმის ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად.

ეს ერთი.

და მეორე _ ექიმ მარინა ეზუგბაიას ეს სიტყვები სწორედ იმ შინაარსსაც მოიცავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჭკვიანი და გონიერი ადამიანია და ის კურთხევას ისეთ რამეს არ მიცემს, რაც მრევლისთვის და, საზოგადოდ, მოსახლეობისთვის საშიში და ზიანის მომტანი იქნება.

შეამჩნევდით, ალბათ, რომ, როდესაც უკვე აკრძალვები რესტორნებს, ბარებსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებსაც შეეხო და შემდგომ უკვე საქართველოს პატრიარქმაც სრულიად კეთილგონივრულად კურთხევა მისცა მრევლს, _ ტაძრებს გარეთ, ეზოებში დასწრებოდნენ წირვას შესაბამისი დისტანციების დაცვით, ამან როგორ დაბოღმა დაამოაგდო ნიფხვებიდანლიბერალები.

მათი მოლოდინი აშკარად იყო ის, რომ ეკლესია მიიღებდა არაადეკვატურ გადაწყვეტილებას ან მრევლს მოუწოდებდა, არ დაეცვა დისტანცია და ა.შ., მაგრამ, როცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად და სწორად მოიქცა, გამწარებული ლიბერასტების შხამი საქართველოს პატრიარქის მიმართ ერთი-ორად გაიზარდა.

საინტერესოა “ლიბერასტების” მიდგომა ამ საკითხში მთავრობისა და ხელისუფლების მიმართაც. ისინი აშკარა გაღიზიანებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებებით, შეხვედრებით, ურთერთდათმობებით მოეგვარებინა სხვადასხვა საკითხი ეკლესიასთან. ლიბერასტული სექტა პირდაპირ მოითხოვდა ეკლესიების, ფაქტობრივად, ძალისმიერი მეთოდებით დაკეტვას და, ერთ-ერთი მათგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, იქიდან მღვდლების წიხლებით გამოყრას”.

ცალკე აღსანიშნავია მათი სულელური გამოთქმებიც. მაგალითად, ცნობილმა ლგბტ-აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში ატვირთა ორი ფოტო: ერთზე ასახულია, როგორ ასხურებენ ნაკურთხ წყალს მღვდლები თბილისის ქუჩებში, ხოლო მეორე ფოტოზე _ როგორ რეცხავენ ამავე ქუჩებს სპეციალური მანქანების გამოყენებით საპნითა და სადეზინფექციო ხსნარით შესაბამისი სამსახურები.

მაქარაშვილმა ამ ფოტოებს ასეთი წარწერა გაუკეთა: ნახეთ, ორი კვირა აცადეს მხოლოდ და, ნაკურთხმა წყალმა რომ ვერ უშველა, საპნით გადარეცხეს”. ამ ირონიულ კომენტარში ავტორი, თავისი ჭკუით, წყლის კურთხევას დასცინის, სინამდვილეში კი საკუთარ სისულელეს ამჟღავნებს.

როგორც ჩანს, მაქარაშვილს ჰგონია, რომ, სადაც წყალს ასხურებენ, ის იქ კვირების განმავლობაში რჩება ასფალტსა და სხვა ზედაპირზე და მერე იმის გარეცხვა რელიგიურად აკრძალულია; ფიქრობს, რომ თბილისის ნაკურთხი ქუჩების გარეცხვით მღვდლების მიერ ნაკურთხი წყლის მოსხმა “გაამასახარავა”.

არ არის გამორიცხული, ასეთ გონებაჩლუნგს ისიც ეგონოს, რომ ეკლესიებს, ეკლესიების ეზოებსა და შემოგარენს არ რეცხავენ, არ ალაგებენ და არ ასუფთავებენ. არადა, იქ იმდენი ნაკურთხი წყალი ისხმება, მაქარაშვილის ლოგიკით, ეკლესიების დასუფთავება ვერავინ ვერ უნდა გაბედოს.

ფრიად სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უდიდესი განსაცდელის, ჭირის, ვირუსის, ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც საკუთარი ვიწრო ინტერესების გამოხატვისთვის სცხელა. ასეთ ადამიანებს პირდაპირ უნდა ვუწოდოთ მავნებლები. ისიც სათქმელია, რომ, არა გვგონია, ისინი ენთუზიაზმით მავნებლობენ. უკვე 30 წელიწადია, ქვეყანაში დიდი ფული შემოდის სწორედ იმისთვის, რომ საქართველო .. მულტიკულტურულ სახელმწიფოდ აქციონ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართველი აღარ უნდა იყოსდომინანტიერი. საქართველო განიხილება მხოლოდ ტერიტორიად და ამ ტერიტორიაზე თანაბრად უნდა იცხოვრონ ჩინელებმა, ინდოელებმა, არაბებმა, თურქებმა და .. უფლებრივ თანაბრობაზე არ არის აქ საუბარი. საქმეც ის არის, რომ რაოდენობრივ თანაბრობაზეა ლაპარაკი და ქართველებიც ამ ტერიტორიის სხვებთან რაოდენობრივად თანაბარი ან სულაც უმცირესობაში მყოფი მცხოვრებნი უნდა ვიყოთ.

აკი, ამას წინათ უკვე საჯაროდ აღიარესლიბერასტებისქართველმა მამებმა და დედებმა: ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ ამ ქვეყნიდან ქართველები წავიდნენ, სხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან აქ გადმონაწილდეს ხალხი და სრულიად მულტიკულტურულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ; არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საქართველოში დანარჩენ ეროვნებებზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდეს, პირიქით, ეს ძალიანაც კარგიაო.

აი, ამ მიზნის მისაღწევ გზაზე, ყველაზე მედგრად ამ გადაგვარებულ ადამიანებს სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაეღობა და დღემდე ასე გრძელდება. სწორედ ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პრობლემის წინაშე დგომისას დარტყმის მთავარი ობიექტი ეკლესიაა. ამას უკვე მივეჩვიეთ, თუმცა მაინც წარმოუდგენელი იყო, რომ მომაკვდინებელი ვირუსის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს უპირველეს მტერთან ბრძოლის დროსაც ეს ადამიანები ისევ რაღაც თავის ვიწრო ინტერესებზე იზრუნებდნენ. ფაქტია, ისინი, თუკი ეს ეკლესიას რამენაირად ზიანს მოუტანს, საკუთარ მშობლებსაც კი გაწირავენ, თუნდაც “კოვიდ 19”-ისთვის… მაგრამ ისიც აუცილებლად საკითხავია: ნუთუ ეს არ ითვლება ქვეყნის წინაშე მავნებლობად და სად არის ამ დროს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური? ეს ის შემთხვევაა, როცა გვირჩევნია, უმოქმედობა უნიათობას დავაბრალოთ, ვიდრე ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებიც იმავე გლობალურ ძალებს ჰყავთ მოსყიდული, რომლებიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ უკვე ხსენებულ მებრძოლებს უხვად აფინანსებენ.

ბაკურ სვანიძე

9 COMMENTS

    • ძალიანაც ცუდი სტატიას რომ არ წაიკითხავთ..
      დეტალურად არის ახსნილი საქმის ვითარება..
      მაგრამ გეტყობა ეკლესია არ გეპიტნავება და ასე,,ორიგინალურად” გამოხატავ შენს დამოკიდებულებას.

    • არა, შენ, ჯობია, არ წაიკითხო!ყურადღება არ მოადუნო, სიცოცხლის სადარაჯოზე მდგომმა!

  1. ყველა ჩვენი რწმენით განვისჯებით. ეკლესიას და სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ, საუკუნეები ებრძოდნენ ჩვენს სარწმუნოებას მტრები, მაგრამ დღემდე მოგვიყვანა უფალმა, ჰოდა იბრძოლონ
    რამდენიც უნდათ ვიღაც. …….., არაფერი გამოუვათ. რადგან ჩვენთან არს ღმერთი! არსს და იყოს! ვისაც არ უნდა კი არის უღმერთოდ

  2. ქალბატონი ეზუგბაიას პოზიციამ ჩემი მეგობრის მამა,არაჩვეულებრივი ქირურგი გამახსენა.ერ თხელ საუბრისას მითხრა: ” აი ჩემთვის აპენდიციტის ოპერაციაზე მარტივი თითქოს არაფერია,მაგრამ საოპერაციოში შესვლამდე ჩემს კაბინეტში ხატებთან პირჯვარს ვიწერ და უფალს შეწევნას ვთხოვ. არადოდეს არ იცი,რომ გაჭრი, იქ რა დაგხვდება და შეიძლება ერთ წამში უმარტივესი ურთულეს ოპერაციაში გადაიზარდოს”.
    21-ე საუკუნეში ერთმა პატარა ვირუსმა მთელი მსოფლიოს სამეცნიერო,სამედიცინო საზოგადოება,ეკონომიკა,უძლიერესი ქვეყნები მუხლებზე დააყენა სულ რაღაც 1-2 თვეში და თქვენ პრეტენზია გაქვთ ქ-ნ ეზუგბაიას მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედი რომ ვერ აქვს??

  3. უკვეთესი იქნებოდა ბრძოლა გამოყენებულიყი სიტყვა და მარხე ბა-ს ნაცვლად. ჯურნალისტებმა მიეჩვიეთ ერთ რამეს. მოერიდეთ არასწორ პროგრამირებას. ეკლესიას ებრძვიან საცოდავი არსებები. დამარცხებაზე არც უნდა იყვეს არავითარი საუბარი. გამრჯვებაზე მხოლოდ და ჭინკები შემოტევაზე. დამარცხება მოხდება მათი ვინც უფლის მარცხენა მხარე მოხდება დიდი განსჯისას -ანუ ეშმაკის და მისი მსახურების. ეს სიტყვა მხოლოდ მათთან მიმართებაში შეიძლება გამოყენებული იქნეს და არა უკუღმა, თუმდაც ვარაუდის სახით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here